საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია... მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, მხარს დავუჭერთ ქართულ ორგანიზაციებს" - აშშ-ის საელჩო
"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია... მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, მხარს დავუჭერთ ქართულ ორგანიზაციებს" - აშშ-ის საელჩო

ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მცდა­რია და არ­სე­ბი­თად არას­წო­რად ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნებს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სუსი-ს მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­უ­ხე­და­ვად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა, კვლა­ვაც მხარს და­უ­ჭე­რენ იმ ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ხალ­ხს, და­იც­ვან მათ მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

"ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მცდა­რია და არ­სე­ბი­თად არას­წო­რად ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნებს. USAID-ი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას 1992 წლი­დან უჭერს მხარს. რო­გორც ყო­ველ­თვის, ეს მხარ­და­ჭე­რა გამჭვირ­ვა­ლეა და მი­ვე­სალ­მე­ბით ნე­ბის­მი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა შეშ­ფო­თე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი აზრი და მის­წრა­ფე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლი და ის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩვენ, ორი­ვე ქვე­ყა­ნა ვი­ზი­ა­რებთ. ორ წელ­ზე მე­ტია, USAID-ი თა­ნამ­შრომ­ლობს CANVAS-თან, რომ და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნებს ხმა აი­მაღ­ლონ იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც მათი ოჯა­ხე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. CANVAS-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ დე­დებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხო­ვენ და იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­დაზ­მუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს უწე­ვენ ად­ვო­კა­ტი­რე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა, კვლა­ვაც მხარს და­ვუ­ჭერთ იმ ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ხალ­ხს, და­იც­ვან მათ მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „კან­ვა­სის“ მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს" ასა­ჯა­რო­ებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის პროგ­რა­მის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სერ­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან, სხვა­დას­ხვა წლებ­ში კი მათ ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სერ­ბეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ანა­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან.

ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის წარ­მოქ­მნის მე­თო­დი­კი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტაქ­ტი­კის სწავ­ლე­ბას. წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცია „კან­ვა­სის“ მმარ­თველ რგოლს, აგ­რეთ­ვე, სი­ნი­სა სიკ­მა­ნი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცია „ოტ­პო­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სერ­ბეთ­ში წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „კმა­რას“ ანა­ლოგს.

სუს-ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ჯგუ­ფე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრძო­ლის“ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ეს არ იყო. კერ­ძოდ, ვი­ზი­ტის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო იმ ახალ­გაზ­რდებ­სა და გავ­ლე­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ბირ­თვი უნდა გახ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრიად გაკვირვებული
2

ზუსტად ამათზეა ნათქვამი,ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო.

გიორგი
2

თუ საქმე ამერიკას ეხება, ჩვენ როგორც მათ "პარტნიორებს" არ გვაქვს (არ გვაძლევენ) უფლებას მათი ქმედებები გავაკრიტიკოთ. რაც არ უნდა დავამტკიცოთ, ისინი მაინც თავის გზაზე ივლიან დააფინანსებენ ვითომ სამოქალაქო აქტივიზმს და მას ამოეფარებიან, მრავალი მზაკვრული გეგმის განსახორციელდებად. დებილებს ვგავართ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია... მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, მხარს დავუჭერთ ქართულ ორგანიზაციებს" - აშშ-ის საელჩო

"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია... მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, მხარს დავუჭერთ ქართულ ორგანიზაციებს" - აშშ-ის საელჩო

ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუსი-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი.

"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.

მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.