მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი?
"სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლი­სის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 5, ხოლო აფხა­ზეთ­ში - 4 მო­ქა­ლა­ქე.

რო­გორც მან ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის და­არ­სე­ბი­დან მე-15 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც ორი­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გას­წვრივ გრძელ­დე­ბა.

„2023 წელს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ამ დრო­ის­თვის სამ­ხრეთ ოსეთ­ში 26, ხოლო აფხა­ზეთ­ში 7 და­კა­ვე­ბა მოხ­და. ამ­ჟა­მად, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სამ­ხრეთ ოსეთ­ში არის და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 5, ხოლო აფხა­ზეთ­ში - 4 მო­ქა­ლა­ქე. და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წინა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან მცირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არის ის, რომ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ცდი­ლობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გა­დაკ­ვე­თას. ერ­თის მხრივ, გა­დაკ­ვე­თა გარ­თულ­და ღო­ბე­ე­ბის, მავ­თულხლარ­თის და სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის გამო. მე­ო­რეს მხრივ კი, ხალ­ხი უფრო მე­ტად შე­ში­ნე­ბუ­ლია. ხალ­ხმა იცის რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­დე­საც გა­დაკ­ვე­თას შე­ეც­დე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, მაგ­რამ და­კა­ვე­ბე­ბი ეფექ­ტუ­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

და­დე­ბი­თია, რომ აგ­ვის­ტო­ში ჩვენ ვნა­ხეთ ორი ხან­გრძლი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლის ბ-ნი ნა­თა­ძის და ბ-ნი ჩხიკ­ვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში. მი­სია აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დებს ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მათ მი­მართ კარ­გი მო­პყრო­ბის­კენ. ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ მარ­თუ­ლი ცხე­ლი ხაზი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მათი გა­და­ცე­მის­თვის, რა­საც ერგნეთ­ში აქვს ად­გი­ლი“,-გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლის­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, შე­და­რე­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ჩვენ ვუს­მენთ მათ საზ­რუ­ნავს, პრობ­ლე­მებს და ში­შებს - ვცდი­ლობთ გა­ვი­გოთ მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­გან გა­ვი­გეთ, რომ იზო­ლა­ცი­ის, და­შო­რე­ბის ან თუნ­დაც გა­უ­ცხო­ე­ბის დონე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზე­ბის სხვა და სხვა მხა­რეს მცხოვ­რებ თე­მებს შო­რის არა­თუ შემ­ცირ­და, არა­მედ რე­ა­ლუ­რად იზ­რდე­ბა.

პო­ზი­ტი­უ­რი კუ­თხით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­დან სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გას­წვრივ გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­იხ­სნა - 20-დან ყო­ვე­ლი თვის ბო­ლომ­დე, ასე­ვე ისე­თი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს, რო­გო­რე­ბიც არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი აღ­დგო­მა ან ლო­მი­სო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ფაქ­ტი­სა, კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა კვლავ იზღუ­დე­ბა, ასე­ვე გა­დაკ­ვე­თის­თვის სა­ჭი­რო სა­ბუ­თე­ბის, ე.წ. საშ­ვე­ბის (პრო­პუს­კე­ბის) მი­ღე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, უსა­მარ­თლო და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო. უფრო მე­ტიც, მიმ­დი­ნა­რე წელს გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბის რამ­დე­ნი­მე და­ხურ­ვამ აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად მყი­ფეა ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი: თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა რე­გი­ო­ნებ­მა, მა­გა­ლი­თად, ცალ­მხრი­ვად და­კე­ტეს გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბი აპ­რილ­ში, თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ და ივ­ნის­ში, რუ­სეთ­ში ვაგ­ნე­რის ჯგუ­ფის ამ­ბო­ხის დროს.

რა თქმა უნდა, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია ეუ­თოს­თან ერ­თად აგ­რძე­ლებს გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბის სრუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნის­კენ მო­წო­დე­ბას. ჩვენ ხაზს ვუს­ვამთ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზე­ბის გას­წვრივ.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუ­დულ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ჩვენ ასე­ვე უნდა ვი­სა­უბ­როთ მიმ­დი­ნა­რე ე.წ. ‘ბორ­დე­რი­ზა­ცი­ა­ზე’. ‘ბორ­დე­რი­ზა­ცია’ ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი ტერ­მი­ნი, მე ვგუ­ლის­ხმობ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გა­მაგ­რე­ბას ღო­ბე­ე­ბის, მავ­თულხლარ­თე­ბის და სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი, ბავ­შვე­ბი და ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კვლავ გა­ნიც­დი­ან ამის ზე­გავ­ლე­ნას. ეს აფერ­ხებს მათ წვდო­მას მი­წა­სა და წყალ­ზე, რე­ლი­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ზე. ეს ბავ­შვებს მათ მიერ არ­ჩე­ულ გა­ნათ­ლე­ბას არ­თმევს. და ეს მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბას ასა­მა­რებს. ოჯა­ხე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მთე­ლი სოფ­ლე­ბიც კი გა­ყო­ფი­ლი რჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი­ოს კა­რა­ბა­ლის­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო?
0

სამხრეთ ოსეთი არ არსებობს. არსებობს ერთი ოსეთი რომელიც რუსეთია სინამდვილეში და სამაჩაბლო, რომელიც საქართველოა. 

999
0

შეიგნეთ რეგვნებო ის არ არის სამხრეთ ოსეთი !

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი?

"სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი?

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე.

როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება.

„2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მოხდა. ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. დაკავებულთა რაოდენობა წინა წლების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გასულ წლებთან შედარებით ნაკლები ცდილობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთას. ერთის მხრივ, გადაკვეთა გართულდა ღობეების, მავთულხლართის და სათვალთვალო კოშკურების რაოდენობის გაზრდის გამო. მეორეს მხრივ კი, ხალხი უფრო მეტად შეშინებულია. ხალხმა იცის რა შეიძლება მოხდეს, როდესაც გადაკვეთას შეეცდებიან. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დაკავებები ეფექტური შემაკავებელი საშუალებაა.

დადებითია, რომ აგვისტოში ჩვენ ვნახეთ ორი ხანგრძლივად დაკავებულის ბ-ნი ნათაძის და ბ-ნი ჩხიკვაძის გათავისუფლება. ორივე მათგანი დააკავეს 2021 წლის დეკემბერში. მისია აქტიურად მოუწოდებს ყველა დაკავებულის გათავისუფლების და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ. ამავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის მათი გადაცემისთვის, რასაც ერგნეთში აქვს ადგილი“,-განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.

მისი განმარტებით, შედარებითი სტაბილურობის მიუხედავად, ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს ან დროთა განმავლობაში გაიზარდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად. სამწუხაროდ, მათგან გავიგეთ, რომ იზოლაციის, დაშორების ან თუნდაც გაუცხოების დონე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების სხვა და სხვა მხარეს მცხოვრებ თემებს შორის არათუ შემცირდა, არამედ რეალურად იზრდება.

პოზიტიური კუთხით აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა - 20-დან ყოველი თვის ბოლომდე, ასევე ისეთი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორებიც არის მართლმადიდებლური აღდგომა ან ლომისობა.

მიუხედავად ამ ფაქტისა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება კვლავ იზღუდება, ასევე გადაკვეთისთვის საჭირო საბუთების, ე.წ. საშვების (პროპუსკების) მიღების გართულებული, უსამართლო და ხანგრძლივი პროცედურების გამო. უფრო მეტიც, მიმდინარე წელს გადაკვეთის პუნქტების რამდენიმე დახურვამ აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ეს მექანიზმები: თვითგამოცხადებულმა რეგიონებმა, მაგალითად, ცალმხრივად დაკეტეს გადაკვეთის პუნქტები აპრილში, თბილისში საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ და ივნისში, რუსეთში ვაგნერის ჯგუფის ამბოხის დროს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსთან ერთად აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.

როდესაც ვსაუბრობთ გადაადგილების შეზღუდულ თავისუფლებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მიმდინარე ე.წ. ‘ბორდერიზაციაზე’. ‘ბორდერიზაცია’ ნამდვილად არ არის სწორი ტერმინი, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გამაგრებას ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკურების მეშვეობით.

ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან ამის ზეგავლენას. ეს აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე. ეს ბავშვებს მათ მიერ არჩეულ განათლებას ართმევს. და ეს მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება“, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.