პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია თანამედროვე სტანდარტების ბომბსაფარი, რომელიც ადამიანს ომის დროს, მათ შორის ბირთვული ომის დროსაც დაიცავს
როგორია თანამედროვე სტანდარტების  ბომბსაფარი, რომელიც ადამიანს ომის დროს, მათ შორის ბირთვული ომის დროსაც დაიცავს

ბოლო წლებ­ში ბირ­თვუ­ლი ომის საფრ­თხე­ზე სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ. გვეს­მის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან მუ­ქა­რე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ასეთ დროს რო­გო­რია უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და რო­გო­რი უნდა იყოს ბომბსა­ფა­რი, რო­მე­ლიც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დაგ­ვი­ცავს.

  • რა დაჯ­დე­ბა ასე­თი ბომბსა­ფა­რის აშე­ნე­ბა, რა სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უნდა გვქონ­დეს იქ და რამ­დე­ნი დღე უნდა დავ­რჩეთ შიგ­ნით, თუკი ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა?

კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბის ორი ვა­რი­ან­ტია. მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია თავ­შე­საფ­რის მო­დუ­ლი და­ამ­ზა­დოს, რო­მე­ლიც მი­წა­ში ჩა­ი­მარ­ხე­ბა. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნით მზად­დე­ბა, ან სახ­ლის სარ­და­ფის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა.

რკი­ნის თავ­შე­სა­ფა­რი ქარ­ხა­ნა­ში მზად­დე­ბა. მისი სი­გა­ნე სამი მეტ­რია, ხოლო სიგ­რძე 6-დან რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მეტ­რამ­დე. კედ­ლე­ბი 3-6მმ-ის სის­ქი­საა, თუმ­ცა დარ­ტყმის ძა­ლი­სა და რა­დი­ა­ცი­ის დაც­ვის­გან მათ მთა­ვა­რი როლი არ აკის­რი­ათ. თავ­შე­სა­ფარს მი­წა­ში, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმე­ზე მარ­ხა­ვენ და დამ­კვე­თის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ბე­ტონს ას­ხა­მენ.

ზე­მო­დან მი­წის ფე­ნას აყ­რი­ან და ამო­სას­ვლე­ლად მხო­ლოდ ვიწ­რო გვი­რაბს ტო­ვე­ბენ, რო­მე­ლიც ჰერ­მე­ტუ­ლი კა­რით იხ­სნე­ბა. რაც უფრო ღრმად არის თავ­შე­სა­ფა­რი მი­წა­ში, მით უფრო უსაფრ­თხოა.

  • რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში არის - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე, აბა­ზა­ნა, გე­ნე­რა­ტო­რი­სა და ელექტრო­ნერ­გი­ის იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი. შეკ­ვე­თის დროს კომ­პლექ­ტში შე­დის ავე­ჯი, მა­ცი­ვა­რი, აბა­ზა­ნა, სან­ტექ­ნი­კა, წყლის გა­მათ­ბო­ბე­ლი, წყლის ავზი, გე­ნე­რა­ტო­რე­ბი და აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი.

ბომბსა­ფა­რის სის­ტე­მა მო­ი­ცავს ფილტრებს, აფეთ­ქე­ბის ტალ­ღის­გან დამ­ცავ მო­წყო­ბი­ლო­ბას და სარ­ქველს, რო­მე­ლიც ამ სივ­რცის დრო­ე­ბი­თი, სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თავ­შე­სა­ფა­რი და­ერ­თე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან, წყლის მი­ლებ­თან და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ას­თან. გარე სივ­რცე­ზე კონ­ტრო­ლი კი კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა.

და­მა­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის ასე­ვე, რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მოს კონ­ტრო­ლის სის­ტე­მე­ბი. ის გა­რეთ, ზე­და­პირ­ზე ყენ­დე­ბა და მო­ნა­ცე­მებს თავ­შე­სა­ფარ­ში არ­სე­ბულ სა­მარ­თა­ვი ცენ­ტრის მო­ნი­ტორ­ზე ასა­ხავს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­წის ამო­თხრაც და საწ­ვა­ვის ავ­ზის ჩა­მარ­ხვა, რო­მე­ლიც თავ­შე­სა­ფარ­თან და­კავ­შირ­დე­ბა და გე­ნე­რა­ტორს აა­მუ­შა­ვებს.

თუმ­ცა უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ აბ­სო­ლუ­ტურ დაც­ვა­ზე გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს.

  • მი­წა­ში რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩაფ­ლუ­ლი "კას­რი“ არ­ტი­ლე­რი­უ­ლი ჭურ­ვის აფეთ­ქე­ბას გა­უძ­ლებს, გა­უძ­ლებს ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბა­საც (თუ ის აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრში არაა), და­გი­ცავთ ბირ­თვუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის­გან, თუმ­ცა ისე­თი რა­კე­ტე­ბი, რო­გო­რიც Storm Shadow, Taurus ან "კინ­ჟა­ლია“, ზუს­ტი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმის შემ­თხვე­ვა­ში, ასეთ სა­ფარს გა­ა­ნად­გუ­რებს.

სტან­დარ­ტუ­ლი თავ­შე­საფ­რის მონ­ტა­ჟი მი­ნი­მუმ 3 თვეს გრძელ­დე­ბა, ჩა­მოს­ხმუ­ლი რკი­ნა-ბე­ტო­ნის შემ­თხვე­ვა­ში - უფრო დიდ­ხანს. სა­წყი­სი ფასი 20 000 დო­ლა­რია.

მსოფ­ლიო დო­ნის სტან­დარ­ტე­ბი თავ­შე­საფ­რის შე­ნე­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ას ეკუთ­ვნის. ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა მო­ა­ქა­ლა­ქეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ად­გი­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­ში უამ­რა­ვი სა­ფა­რია აშე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, ქვე­ყა­ნა ბომბსა­ცა­ვე­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რია.

  • დღეს შვე­ი­ცა­რი­ულ ნორ­მებს მშე­ნებ­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ად იყე­ნე­ბენ. სწო­რედ მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ბომბსა­ფა­რი მი­წის ქვეშ გან­თავ­სდეს, რად­გან მი­წის სქე­ლი და მკვრი­ვი ფენა რა­დი­ა­ცი­ი­სა­გან და აფეთ­ქე­ბის ტალ­ღის­გან კარ­გად იცავს. ასე­ვე, თუ ბუნ­კე­რი 3 მეტრზე ღრმად არის ჩა­მარ­ხუ­ლი, აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ, შე­საძ­ლოა, მიწა ჩა­მო­ყა­როს, ხოლო სიღ­რმი­დან მისი ამო­თხრა და გა­რეთ გას­ვლა, ბევ­რად გარ­თულ­დე­ბა.

გარე კედ­ლე­ბი 30-დან 70 სან­ტი­მეტ­რამ­დე უნდა იყოს. შვე­ი­ცა­რუ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ერთ ადა­მი­ან­ზე მი­ნი­მუმ 1 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბი უნდა იყოს გათ­ვლი­ლი. გარე შე­სას­ვლე­ლი სქე­ლი, ჰერ­მე­ტუ­ლი კა­რით უნდა იხუ­რე­ბო­დეს.

  • ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის დროს, სა­ში­ში არამ­ხო­ლოდ აფეთ­ქე­ბის ტალ­ღაა, არა­მედ გა­რე­მოს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა. გამა-სხი­ვე­ბის­გან სა­ი­მე­დოდ იცავს მი­წის სქე­ლი ფენა, მაგ­რამ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი რა­დი­ოქ­ტი­უ­რი მა­ტე­რია წა­ა­გავს მტვერს ან ქვი­შას. მას­თან ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტი, მი­თუ­მე­ტეს შე­სუნ­თქვა ან გა­დაყ­ლაპ­ვა, ურ­თუ­ლეს და­ა­ვა­დე­ბებს გა­ნა­ვი­თა­რებს, ამი­ტომ ბომბსა­ფა­რის ვინ­ტი­ლა­ცი­ას ფილტრებს უყე­ნე­ბენ.

ცივი ომი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თავ­შე­სა­ფარ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს რა­დიო. ის სა­ჭი­როა, რომ გარე სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რი არ დავ­კარ­გოთ. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ფა­უ­ერ ბან­კე­ბი“ და გე­ნე­რა­ტო­რი, რომ გა­ჯე­ტე­ბის და­ტენ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს.

სა­ჭი­როა, მო­ვი­მა­რა­გოთ საჭ­მლი­სა და წყლის მა­რა­გი, მო­ვა­წყოთ სა­პირ­ფა­რე­შოც. რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის დრს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი პირ­ვე­ლი ორი დღეა. ზო­გი­ერთ შვე­ი­ცა­რი­ულ ბუნ­კერ­ში ყვე­ლა­ფე­რია, რომ ადა­მი­ან­მა იქ 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იცხოვ­როს, თუმ­ცა უმე­ტე­სი მათ­გა­ნი 2 დღე­ზეა გათ­ვლი­ლი.

შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ბომბსა­ფა­რი სახ­ლი­დან მი­ნი­მუმ 30 წუ­თის ფე­ხის სა­ვალ­ზე უნდა იყოს. თუმ­ცა ხში­რი შე­ტე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სახ­ლთან აშე­ნე­ბაც არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ვიდრე ახალს ააშენებთ რაც არის ძველი ის აღადგინეთ.

გიორგი
4

რადიაციას და მოწამლულ გარემოს რას უშვრებით, წლები აპირებს ვინმე მაგ სოროში კონსერვებზე და მაკარონზე ცხოვრებას , ელექტროენერგია წყალი,სუფთა ჰაერი? ჩერნობილის ავარიიდან 38 წლის შემდეგაც იმდენად მაღალია რადიოაქტიული ფონი რომ პრიპიატში მაგალითად ადამიანის ცხოვრება შეუძლებელია, მუტირებულ ფლორაზე და ფაუნაზე აღარაა ლაპარაკი!

ავტორი:

როგორია თანამედროვე სტანდარტების ბომბსაფარი, რომელიც ადამიანს ომის დროს, მათ შორის ბირთვული ომის დროსაც დაიცავს

როგორია თანამედროვე სტანდარტების  ბომბსაფარი, რომელიც ადამიანს ომის დროს, მათ შორის ბირთვული ომის დროსაც დაიცავს

ბოლო წლებში ბირთვული ომის საფრთხეზე სულ უფრო მეტს საუბრობენ. გვესმის პოლიტიკოსებისგან მუქარები და ბუნებრივია, ადამიანები ინტერესდებიან, ასეთ დროს როგორია უსაფრთხოების ნორმები და როგორი უნდა იყოს ბომბსაფარი, რომელიც მსგავს სიტუაციაში დაგვიცავს.

  • რა დაჯდება ასეთი ბომბსაფარის აშენება, რა საჭირო მოწყობილობები უნდა გვქონდეს იქ და რამდენი დღე უნდა დავრჩეთ შიგნით, თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება?

კერძო თავშესაფრების ორი ვარიანტია. მშენებელ კომპანიას შეუძლია თავშესაფრის მოდული დაამზადოს, რომელიც მიწაში ჩაიმარხება. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, რკინა-ბეტონით მზადდება, ან სახლის სარდაფის მოდიფიცირება ხდება.

რკინის თავშესაფარი ქარხანაში მზადდება. მისი სიგანე სამი მეტრია, ხოლო სიგრძე 6-დან რამდენიმე ათეულ მეტრამდე. კედლები 3-6მმ-ის სისქისაა, თუმცა დარტყმის ძალისა და რადიაციის დაცვისგან მათ მთავარი როლი არ აკისრიათ. თავშესაფარს მიწაში, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე მარხავენ და დამკვეთის სურვილისამებრ, ბეტონს ასხამენ.

ზემოდან მიწის ფენას აყრიან და ამოსასვლელად მხოლოდ ვიწრო გვირაბს ტოვებენ, რომელიც ჰერმეტული კარით იხსნება. რაც უფრო ღრმად არის თავშესაფარი მიწაში, მით უფრო უსაფრთხოა.

  • რკინის კონსტრუქციაში არის - საცხოვრებელი სივრცე, აბაზანა, გენერატორისა და ელექტრონერგიის იზოლირებული ოთახი. შეკვეთის დროს კომპლექტში შედის ავეჯი, მაცივარი, აბაზანა, სანტექნიკა, წყლის გამათბობელი, წყლის ავზი, გენერატორები და აკუმულატორები.

ბომბსაფარის სისტემა მოიცავს ფილტრებს, აფეთქების ტალღისგან დამცავ მოწყობილობას და სარქველს, რომელიც ამ სივრცის დროებითი, სრული იზოლაციისთვის გამოიყენება. თავშესაფარი დაერთებულია ელექტროენერგიასთან, წყლის მილებთან და კანალიზაციასთან. გარე სივრცეზე კონტროლი კი კამერების მეშვეობით შეიძლება.

დამატებით მომსახურებაში შედის ასევე, რადიაციული გარემოს კონტროლის სისტემები. ის გარეთ, ზედაპირზე ყენდება და მონაცემებს თავშესაფარში არსებულ სამართავი ცენტრის მონიტორზე ასახავს. შესაძლებელია მიწის ამოთხრაც და საწვავის ავზის ჩამარხვა, რომელიც თავშესაფართან დაკავშირდება და გენერატორს აამუშავებს.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტურ დაცვაზე გარანტია არ არსებობს.

  • მიწაში რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ჩაფლული "კასრი“ არტილერიული ჭურვის აფეთქებას გაუძლებს, გაუძლებს ბირთვულ აფეთქებასაც (თუ ის აფეთქების ეპიცენტრში არაა), დაგიცავთ ბირთვული რადიაციისგან, თუმცა ისეთი რაკეტები, როგორიც Storm Shadow, Taurus ან "კინჟალია“, ზუსტი, წერტილოვანი დარტყმის შემთხვევაში, ასეთ საფარს გაანადგურებს.

სტანდარტული თავშესაფრის მონტაჟი მინიმუმ 3 თვეს გრძელდება, ჩამოსხმული რკინა-ბეტონის შემთხვევაში - უფრო დიდხანს. საწყისი ფასი 20 000 დოლარია.

მსოფლიო დონის სტანდარტები თავშესაფრის შენებაში შვეიცარიას ეკუთვნის. ქვეყნის კანონმდებლობით, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მოაქალაქეს გარანტირებული აქვს ადგილი თავშესაფარში. შვეიცარიაში უამრავი საფარია აშენებული. ასევე, ქვეყანა ბომბსაცავების მოწყობილობების მსხვილი ექსპორტიორია.

  • დღეს შვეიცარიულ ნორმებს მშენებლობის რეკომენდაციად იყენებენ. სწორედ მათი რეკომენდაციაა, რომ ბომბსაფარი მიწის ქვეშ განთავსდეს, რადგან მიწის სქელი და მკვრივი ფენა რადიაციისაგან და აფეთქების ტალღისგან კარგად იცავს. ასევე, თუ ბუნკერი 3 მეტრზე ღრმად არის ჩამარხული, აფეთქების ტალღამ, შესაძლოა, მიწა ჩამოყაროს, ხოლო სიღრმიდან მისი ამოთხრა და გარეთ გასვლა, ბევრად გართულდება.

გარე კედლები 30-დან 70 სანტიმეტრამდე უნდა იყოს. შვეიცარული სტანდარტის მიხედვით, ერთ ადამიანზე მინიმუმ 1 კვადრატული მეტრის ფართობი უნდა იყოს გათვლილი. გარე შესასვლელი სქელი, ჰერმეტული კარით უნდა იხურებოდეს.

  • ბირთვული აფეთქების დროს, საშიში არამხოლოდ აფეთქების ტალღაა, არამედ გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება. გამა-სხივებისგან საიმედოდ იცავს მიწის სქელი ფენა, მაგრამ აფეთქების შემდეგ, ბევრი რადიოქტიური მატერია წააგავს მტვერს ან ქვიშას. მასთან ხანგრძლივი კონტაქტი, მითუმეტეს შესუნთქვა ან გადაყლაპვა, ურთულეს დაავადებებს განავითარებს, ამიტომ ბომბსაფარის ვინტილაციას ფილტრებს უყენებენ.

ცივი ომიდან მოყოლებული, თავშესაფარში აუცილებლად უნდა იყოს რადიო. ის საჭიროა, რომ გარე სამყაროსთან კავშირი არ დავკარგოთ. თუმცა თანამედროვე სამყაროში, აუცილებელია "ფაუერ ბანკები“ და გენერატორი, რომ გაჯეტების დატენვა შესაძლებელი იყოს.

საჭიროა, მოვიმარაგოთ საჭმლისა და წყლის მარაგი, მოვაწყოთ საპირფარეშოც. რადიოაქტიური დაბინძურების დრს ყველაზე რთული პერიოდი პირველი ორი დღეა. ზოგიერთ შვეიცარიულ ბუნკერში ყველაფერია, რომ ადამიანმა იქ 14 დღის განმავლობაში იცხოვროს, თუმცა უმეტესი მათგანი 2 დღეზეა გათვლილი.

შვეიცარიული კანონმდებლობის მიხედვით, ბომბსაფარი სახლიდან მინიმუმ 30 წუთის ფეხის სავალზე უნდა იყოს. თუმცა ხშირი შეტევების შემთხვევაში, სახლთან აშენებაც არ წარმოადგენს პრობლემას.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე