პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდურმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეზე სამუდამოდ "დაიძინა"? - წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული
ინდურმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეზე სამუდამოდ "დაიძინა"? - წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული

ინ­დო­ე­თის კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ISRO) ბოლო იმე­დიც გა­და­ი­წუ­რა, რომ მათი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, Chandrayaan-3, "გა­მო­იღ­ვი­ძებს". პა­რას­კევს კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ხო­მალდთან და მის მთვა­რე­ზე მა­ვალ რო­ვერ Pragyaan-თან კავ­ში­რის აღ­დგე­ნას ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ.

Chandrayaan-3 მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე აგ­ვის­ტო­ში და­ეშ­ვა. ლან­დე­რი, სა­ხე­ლად Vikram-ი და რო­ვე­რი Pragyaan-ი, მთვა­რე­ზე ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მოძ­რა­ობ­დნენ, აგ­რო­ვებ­დნენ მო­ნა­ცე­მებს და იღებ­დნენ ფო­ტო­ებს. ისი­ნი მთვა­რე­ზე ღა­მის დად­გო­მი­სას (ღამე და დღე მთვა­რე­ზე 14-14 დღე გრძელ­დე­ბა) "და­ა­ძი­ნეს", რათა მათი ბა­ტა­რე­ე­ბი და­მუხ­ტუ­ლიყ­ვნენ და მო­დუ­ლებს მა­შინ "გა­მო­ეღ­ვი­ძათ", როცა მთვა­რე­ზე მზე ამო­ვი­დო­და.

  • მთვა­რე­ზე ღამე 22 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და, თუმ­ცა Vikram-ი და Pragyaan-ი ამ დრომ­დე უმოქ­მე­დოდ არი­ან.

ორ­შა­ბათს ISRO-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, კირან კუ­მა­რი BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ "მთვა­რე­მა­ვა­ლის და ლან­დე­რის "გა­მოღ­ვი­ძე­ბის" შან­სე­ბი ყო­ველ სა­ათ­ში მცირ­დე­ბო­და“.

"ლან­დერს და მთვა­რე­მა­ვალს უამ­რა­ვი ისე­თი კომ­პო­ნენ­ტი აქვთ, რო­მელ­თაც მთვა­რის ზედ­მე­ტად ცივ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ“.

მან დას­ძი­ნა, რომ მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, -200C-დან -250C-მდე ეცე­მა.

"სხვა ქვე­სის­ტე­მე­ბი გა­მარ­თუ­ლად რომც მუ­შა­ობ­დნენ, ამას ვე­რა­ნა­ი­რად შე­ვი­ტყობთ“, - აცხა­დებს კი­რან კუ­მა­რი.

ინ­დო­ე­თი Chandrayaan-3-ის მი­სი­ით ის­ტო­რი­ა­ში უკვე შე­ვი­და და გახ­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი მთვა­რის სამ­ხრეთ პო­ლუს­თან წარ­მა­ტე­ბით და­უშ­ვა. ის ასე­ვე შე­უ­ერ­თდა იმ ქვეყ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თაც მთვა­რე­ზე რბილ დაშ­ვე­ბას მი­აღ­წი­ეს. ესე­ნია: აშშ, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და ჩი­ნე­თი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
2

თუ ძინავს ესეიგი ცოცხალია

აააა
4

ყველა დაეტიოოს დედამიწაზე ის ჯობია და მაგ თანხები ადამიანებს მოახმაროონ... 😬😬😬😬

ავტორი:

ინდურმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეზე სამუდამოდ "დაიძინა"? - წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული

ინდურმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეზე სამუდამოდ "დაიძინა"? - წარმატებით დაწყებული მისიის მოულოდნელი დასასრული

ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) ბოლო იმედიც გადაიწურა, რომ მათი კოსმოსური ხომალდი, Chandrayaan-3, "გამოიღვიძებს". პარასკევს კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ისინი ხომალდთან და მის მთვარეზე მავალ როვერ Pragyaan-თან კავშირის აღდგენას ვეღარ ახერხებდნენ.

Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე აგვისტოში დაეშვა. ლანდერი, სახელად Vikram-ი და როვერი Pragyaan-ი, მთვარეზე ორი კვირის განმავლობაში მოძრაობდნენ, აგროვებდნენ მონაცემებს და იღებდნენ ფოტოებს. ისინი მთვარეზე ღამის დადგომისას (ღამე და დღე მთვარეზე 14-14 დღე გრძელდება) "დააძინეს", რათა მათი ბატარეები დამუხტულიყვნენ და მოდულებს მაშინ "გამოეღვიძათ", როცა მთვარეზე მზე ამოვიდოდა.

  • მთვარეზე ღამე 22 სექტემბერს დასრულდა, თუმცა Vikram-ი და Pragyaan-ი ამ დრომდე უმოქმედოდ არიან.

ორშაბათს ISRO-ს ყოფილი უფროსი, კირან კუმარი BBC-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ "მთვარემავალის და ლანდერის "გამოღვიძების" შანსები ყოველ საათში მცირდებოდა“.

"ლანდერს და მთვარემავალს უამრავი ისეთი კომპონენტი აქვთ, რომელთაც მთვარის ზედმეტად ცივ ტემპერატურასთან გამკლავება გაუჭირდებოდათ“.

მან დასძინა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა, ღამის განმავლობაში, -200C-დან -250C-მდე ეცემა.

"სხვა ქვესისტემები გამართულად რომც მუშაობდნენ, ამას ვერანაირად შევიტყობთ“, - აცხადებს კირან კუმარი.

ინდოეთი Chandrayaan-3-ის მისიით ისტორიაში უკვე შევიდა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან წარმატებით დაუშვა. ის ასევე შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომელთაც მთვარეზე რბილ დაშვებას მიაღწიეს. ესენია: აშშ, ყოფილი საბჭოთა კავშირი და ჩინეთი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა