საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს - მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ
ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს -  მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ

სამ­ხრეთ ეს­პა­ნეთ­ში, პა­ტა­რა, მშვიდ ქა­ლაქ ალ­მენ­დრალე­ხოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი შეშ­ფო, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ისი­ნი შიშ­ვლე­ბი იყ­ვნენ აღ­ბეჭ­დილ­ნი. ფო­ტო­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ იყო შექ­მნი­ლი.

ფო­ტო­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გო­გო­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან აი­ღეს და ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს მათი "შიშ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი" შე­აქ­მნე­ვი­ნეს. ალ­მენ­დრალე­ხო­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი 11-დან 17 წლამ­დე ასა­კის თით­ქმის 30 გო­გო­ნა გახ­და.

"ერთ დღეს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და და მი­თხრა: "დედა, სა­დღაც ჩემი მკერ­დის სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და", - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს მა­რია ბლან­კო რა­ი­ომ, 14 წლის გო­გო­ნას დე­დამ. გო­გო­ნამ დე­დას უთხრა, რომ მსგავ­სი ფო­ტო­ე­ბი არა­სო­დეს გა­და­უ­ღია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი კლა­სე­ლე­ბის შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მოჩ­ნდა.

პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­არ­კვია, რომ სუ­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში, WhatsApp-ისა და Telegram-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ერთი და იმა­ვე ქა­ლა­ქი­დან სულ მცი­რე, 11 ბიჭი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გარ­და ამი­სა, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან, რომ­ლის თქმით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ, რათა ფო­ტო­ე­ბი არ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ.

მა­რია ბლან­კო რაიო ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კარ­გად არის, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლი ამ ამ­ბის შემ­დეგ სახ­ლი­დან აღარ გა­დის.

ალ­მენ­დრალე­ხო პა­ტა­რა თვალ­წარმ­ტა­ცი ქა­ლა­ქია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც სულ რა­ღაც 30 ათას ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

ეს ამ­ბა­ვი ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი დე­დის, მი­რი­ამ ალ ადი­ბის ძა­ლის­ხმე­ვით. ის გი­ნე­კო­ლო­გია და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ქალ­მა სა­კუ­თა­რი გვერ­დი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ეს­პა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია.

პო­ლი­ცია თვლის, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით სუ­რა­თე­ბის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში შე­იქ­მნა. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც ექიმ­მა ადიბ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რობ­და.

"ჩვენ არ ვი­ცო­დით რამ­დე­ნი გო­გო­ნას სუ­რა­თი იყო გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი, იყო თუ არა ატ­ვირ­თუ­ლი მათი ფო­ტო­ე­ბი პორ­ნოგ­რა­ფი­ულ სა­ი­ტებ­ზე. ჩვენ გვე­ში­ნო­და ამ ყვე­ლაფ­რის...

თუ თქვენ გახ­დით და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. თუ თქვენ გაგ­ძარ­ცვეს, მა­შინ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებთ პო­ლი­ცი­ა­ში და არა­ფერს მა­ლავთ, რად­გან და­ზა­რალ­დით. მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლებს ხში­რად აქვთ სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა და იმა­ლე­ბი­ან, თვლი­ან, რომ ეს რა­ტომ­ღაც მათი ბრა­ლია. ამი­ტომ მსურ­და მათ გა­ე­გოთ, რომ ეს მათი ბრა­ლი არ არის“, - გან­მარ­ტა მი­რი­ამ ალ ადიბ­მა.

საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი 12-დან 14 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭე­ბი არი­ან. ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლად არ მი­იჩ­ნევს სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თე­ბის შექ­მნას, თუ ფო­ტო­ზე ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ არას­რულ­წლო­ვან­თა ასე­თი სუ­რა­თე­ბის შექ­მნა უკვე შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­ფი­ცირ­დეს რო­გორც ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია.

კი­დევ ერთი შე­საძ­ლო ბრალ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა. ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მის­ცენ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 14 წლის ან უფრო მე­ტი­საა, ხოლო 14-წლამ­დე პი­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ეკის­რე­ბათ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვა­რი და დე­კო­რა­ტო­რი ფრან­სის­კო ხა­ვი­ერ გუ­ე­რა თვლის, რომ პირ­ველ რიგ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, იმ ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ყო­ვე­ლი­ვე ჩა­ი­დი­ნეს. "ბევ­რად ადრე უნდა ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ. წა­არ­თვით მათ შვი­ლებს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ან და­ა­ინ­სტა­ლი­რეთ პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ზუს­ტად ეტყვის, რას აკე­თე­ბენ ისი­ნი ტე­ლე­ფო­ნით".

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა სომეხი
30

დადეთ რა გთხოოვთ 😂😂

ლუკა
21

დასავლეთი რომ უზნეობაში იძირება, თუ ატყობთ? თუმცა, ზოგიერთს სწორედ ეგ მოგწონთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს - მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ

ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს -  მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ

სამხრეთ ესპანეთში, პატარა, მშვიდ ქალაქ ალმენდრალეხოს მაცხოვრებლები შეშფო, როდესაც გაიგეს, რომ სოციალურ ქსელებში ადგილობრივი ახალგაზრდა გოგონების, მათ შორის არასრულწლოვნების ფოტოები გამოჩნდა, სადაც ისინი შიშვლები იყვნენ აღბეჭდილნი. ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.

ფოტოების შესაქმნელად გამოიყენეს ჩვეულებრივი ფოტოები, რომლებიც ამ გოგონების სოციალური ქსელებიდან აიღეს და ხელოვნურ ინტელექტს მათი "შიშველი ვარიანტები" შეაქმნევინეს. ალმენდრალეხოში და მის შემოგარენში მსგავსი მანიპულაციის მსხვერპლი 11-დან 17 წლამდე ასაკის თითქმის 30 გოგონა გახდა.

"ერთ დღეს ჩემი ქალიშვილი სკოლიდან სახლში დაბრუნდა და მითხრა: "დედა, სადღაც ჩემი მკერდის სურათები გავრცელდა", - განუცხადა BBC-ს მარია ბლანკო რაიომ, 14 წლის გოგონას დედამ. გოგონამ დედას უთხრა, რომ მსგავსი ფოტოები არასოდეს გადაუღია და სოციალურ ქსელში მისი კლასელების შიშველი ფოტოებიც გამოჩნდა.

პოლიციამ გამოძიებისას გაარკვია, რომ სურათების გავრცელებაში, WhatsApp-ისა და Telegram-ის საშუალებით, ერთი და იმავე ქალაქიდან სულ მცირე, 11 ბიჭი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია ერთ-ერთი დაზარალებულისგან, რომლის თქმით, დამნაშავეები მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რათა ფოტოები არ გაევრცელებინათ.

მარია ბლანკო რაიო ამბობს, რომ მისი ქალიშვილი კარგად არის, მაგრამ ზოგიერთი მსხვერპლი ამ ამბის შემდეგ სახლიდან აღარ გადის.

ალმენდრალეხო პატარა თვალწარმტაცი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 30 ათას ადამიანს შეადგენს.

ეს ამბავი ფართოდ გახდა ცნობილი დაზარალებული გოგონებიდან ერთ-ერთი დედის, მირიამ ალ ადიბის ძალისხმევით. ის გინეკოლოგია და პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ქალმა საკუთარი გვერდი გამოიყენა, რათა ესპანეთის საზოგადოების ყურადღება მიექცია.

პოლიცია თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სურათების ნაწილი ჯერ კიდევ ზაფხულში შეიქმნა. მაგრამ ეს ამბავი ფართოდ გახდა ცნობილი მხოლოდ ბოლო დღეებში, როდესაც ექიმმა ადიბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მომხდარზე საუბრობდა.

"ჩვენ არ ვიცოდით რამდენი გოგონას სურათი იყო გენერირებული, იყო თუ არა ატვირთული მათი ფოტოები პორნოგრაფიულ საიტებზე. ჩვენ გვეშინოდა ამ ყველაფრის...

თუ თქვენ გახდით დანაშაულის მსხვერპლი. თუ თქვენ გაგძარცვეს, მაშინ განცხადებას აკეთებთ პოლიციაში და არაფერს მალავთ, რადგან დაზარალდით. მაგრამ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლებს ხშირად აქვთ სირცხვილის გრძნობა და იმალებიან, თვლიან, რომ ეს რატომღაც მათი ბრალია. ამიტომ მსურდა მათ გაეგოთ, რომ ეს მათი ბრალი არ არის“, - განმარტა მირიამ ალ ადიბმა.

საქმეში ეჭვმიტანილები 12-დან 14 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. ესპანეთის კანონმდებლობა დანაშაულად არ მიიჩნევს სექსუალურად გამოხატული სურათების შექმნას, თუ ფოტოზე ზრდასრულები არიან, მაგრამ არასრულწლოვანთა ასეთი სურათების შექმნა უკვე შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ბავშვთა პორნოგრაფია.

კიდევ ერთი შესაძლო ბრალდება შეიძლება იყოს კონფიდენციალურობის შესახებ კანონის დარღვევა. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, პასუხისგებაში შეიძლება მისცენ ადამიანი, რომელიც 14 წლის ან უფრო მეტისაა, ხოლო 14-წლამდე პირებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

ადგილობრივი მხატვარი და დეკორატორი ფრანსისკო ხავიერ გუერა თვლის, რომ პირველ რიგში დამნაშავეები, იმ ბიჭების მშობლები არიან, რომლებმაც ყოველივე ჩაიდინეს. "ბევრად ადრე უნდა ჩარეულიყვნენ. წაართვით მათ შვილებს ტელეფონები, ან დააინსტალირეთ პროგრამა, რომელიც ზუსტად ეტყვის, რას აკეთებენ ისინი ტელეფონით".

წყარო