Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?
"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, 65 წლის ოთარ გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით, თვე­ნა­ხევ­რის წინ, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ გე­ლაშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის დღეს, რუს­თა­ვი-გა­ჩი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან იპო­ვეს. ის ჯერ რუს­თა­ვის კლი­ნი­კა­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, ის გუ­შინ, 20 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერთი პირი, 23 წლის სარ­ქარ ჰუ­სე­ი­ნო­ვი და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, ზაზა ნა­ჭყე­ბია აცხა­დებს, თავ­დას­ხმა­ში კი­დევ ერ­თმა შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლემ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ნა­ჭყე­ბი­ას თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გარ­დაც­ვლილს არ იც­ნობ­და და ის მხო­ლოდ ირი­ბი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ან­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია, არც ცო­ცხა­ლი, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ მი­ნა­ხავ­სო. იმ დღეს, შემ­თხვე­ვის ად­გილს არც გავ­კა­რე­ბი­ვა­რო. ის რა­ღაც ირი­ბი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­თხვე­ვი­დან 3-4 დღის თავ­ზე. სო­ფელ­ში ვი­ღა­ცამ თქვა, რომ კუ­ლუმ ბა­ი­რა­მოვ­მა და სარ­ქარ ჰუ­სე­ი­ნოვ­მა ვი­ღაც მა­მა­კა­ცი სცე­მეს, ეს რამ­დე­ნი­მემ გა­ი­მე­ო­რა. საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც გა­ირ­კვე­ვა მტყუ­ა­ნიც და მარ­თა­ლიც. და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სარ­ქარ ჰუ­სი­ე­ნო­ვი, მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, მა­შინ როცა მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გი დამ­დგა­რი არ იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მუხ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. მე­ო­რე პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბი და­ტო­ვა, თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დღი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, თით­ქმის, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა არ­სე­ბობს, რომ მას თა­ვის ტვი­ნის და­ბე­ჟი­ლო­ბა, ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბა ჰქონ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ნა­ჭყე­ბი­ამ.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­ში თავ­დას­ხმის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა ოთარ გე­ლაშ­ვი­ლის აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე ერთი პირი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლი შე­საძ­ლოა, გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რევაზი
7

დაანებეთ ამ კაცს თავი, სიმართლე არ იცით, ხოდა შეეშვით, დაასვენეთ. არანაირი ეთნიკური და ბიზნეს ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტი არ გამხდარა მკვლელობის მიზეზი.

....
3

სად დაინახეთ ეროვნული შუღლის გაღვივება? აზერი ვერ იქნება დამნაშავე, რადგან "მშვიდობიანი და მშრომელი" ხალხია ? 

თუ რადგანაც აზერია სახელის და გვარის ხსენება აღარ შეიძლება, ვაითუ ვინმემ არ ცუდი არ იფიქროს აზერებზე?!

სისულელეებს მოეშვით.

 

ავტორი:

"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?

"თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული" - ვინ არის სტუ-ს პროფესორის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა და რას ჰყვება მისი ადვოკატი?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელსაც დაახლოებით, თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ოთარ გელაშვილი შემთხვევის დღეს, რუსთავი-გაჩიანის ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში, საკუთარ ავტომანქანასთან იპოვეს. ის ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, ის გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ერთი პირი, 23 წლის სარქარ ჰუსეინოვი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია აცხადებს, თავდასხმაში კიდევ ერთმა შესაძლო მონაწილემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.

ნაჭყებიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილს არ იცნობდა და ის მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ცოცხალი, არც დაზიანებული არ მინახავსო. იმ დღეს, შემთხვევის ადგილს არც გავკარებივარო. ის რაღაც ირიბი ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული, შემთხვევიდან 3-4 დღის თავზე. სოფელში ვიღაცამ თქვა, რომ კულუმ ბაირამოვმა და სარქარ ჰუსეინოვმა ვიღაც მამაკაცი სცემეს, ეს რამდენიმემ გაიმეორა. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული, რითაც გაირკვევა მტყუანიც და მართალიც. დაკავებულია მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სარქარ ჰუსიენოვი, მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მაშინ როცა მას ბრალი წარუდგინეს, სასიკვდილო შედეგი დამდგარი არ იყო. სავარაუდოდ, მუხლი განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირდება. მეორე პირმა საქართველოს ფარგლები დატოვა, თურქეთში გაემგზავრა.

დაზარალებული თავდასხმის დღიდან გარდაცვალებამდე, თითქმის, თვენახევრის განმავლობაში კომაში, უგონო მდგომარეობაში იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არსებობს, რომ მას თავის ტვინის დაბეჟილობა, ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

ადვოკატის განმარტებით, ბრალში თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოთარ გელაშვილის აკადემიურ საქმიანობას არ უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.