ცნობილი ამერიკელი რეპერის, სნუპ დოგის კონცერტი, რომელიც 23 სექტემბერს ერევანში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა კომპანია Doping Space-მა განაცხადა.
მათი ცნობით, კონცერტის გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მათ სომხეთის მთავრობამ აცნობა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს ჩადენილ ფართომასშტაბიან აგრესიასა და დანაშაულს. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ ასევე ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც კონცერტზე დასწრებას აპირებდა. მათი განცხადებით, კონცერტის გამართვის ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.