საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"
მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

სე­რი­ალ ჩცდ-ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის, მსა­ხი­ობ ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლის და მომ­ღე­რალ ნან­კა გვა­რიშ­ვი­ლის წყვი­ლი, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სო­ფელ დიდ­გორ­ში, ნან­კას დიდი ბა­ბუ­ის სახ­ლში, 8 ძაღ­ლთან და 2 კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რში გა­იც­ნო და აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვე ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა წყვილს ყვე­ლა­ფე­რი შე­აძ­ლე­ბი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მათ "რუს­თა­ვი 2"-თან ისა­უბ­რეს.

ბუბა:

- ნა­ნუ­კა "ახალ თე­ატ­რში" სპექ­ტაკლზე "მე გად­მოვ­ცუ­რავ ზღვას“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. კარი გა­ი­ღო და ნა­ნუ­კამ შე­მო­ა­ნა­თა.

ნა­ნუ­კა:

- სპექ­ტაკლში ერ­თად თა­მა­ში იყო ძა­ლი­ან კარ­გი, ვთა­მა­შობ­დით ისეთ რო­ლებს, სა­დაც ჩვენს პერ­სო­ნა­ჟებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ.

ბუბა:

- ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, მა­ღა­ზი­ა­ში რომ გა­ვი­დო­და ჩემ­თვის რა­ღა­ცე­ბი მოჰ­ქონ­და, იცო­და, რაც მინ­დო­და.

ნა­ნუ­კა:

- ეს სახ­ლი არის ჩემი დიდი დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ ქა­ლა­ქა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რად უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძრო­ხის ხმა მაღ­ვი­ძებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბუ­ბაც იგი­ვეს ფიქ­რობ­და. მე ამ მიზ­ნის­კენ ისე ვის­წრა­ფო­დი, რომ ღო­ბეც კი გა­ვა­კე­თე ამ სახ­ლში. ამა­სო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და გა­დავ­წყვი­ტეთ ერ­თად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ღობე რომ გა­ვა­კე­თე და თავ­და­პირ­ვე­ლად სახ­ლში რომ შე­მო­ვე­დი, თავ­ზე მენგრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ბუ­ბამ მი­თხრა, მოდი, ერ­თად მივ­ხე­დოთ ამ სახ­ლს და გა­ვა­ცო­ცხლო­თო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ადა­მი­ა­ნის­გან მა­გა­რი გუნ­დი შე­იკ­რა.

ბუბა:

- ჩვე­ნი ბუდე მო­ვი­წყეთ, ბუ­ნა­გი... ჩვე­ნი ოთა­ხით ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­მა­ყობთ.

ნა­ნუ­კა:

- ტე­ლე­ვი­ზო­რის მა­გი­და ჩვენ გა­ვა­კე­თეთ. ბუ­ბას დე­დას აქვს სას­წა­უ­ლი ხელი, მხატ­ვა­რია და ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, რომ დე­კო­რი შე­ვავ­სოთ. რა­ღაც­ნა­ი­რი სახ­ლია, ან უნდა მოგ­ვერ­გო ან რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­ვი­დო­და.

ბუბა:

- ემა, უმა, იაშა, ბუჩი, ფლო­კი, ლილი, ნამი, ლოლა ჩვე­ნი ცხო­ვე­ბე­ლი არი­ან, რვა ძაღ­ლი გვყავს და ორი კატა. ამ­ხე­ლა გა­რე­მო­ში რომ არი­ან, თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რო­ბენ.

ნა­ნუ­კა:

- ერთხელ ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­ზობ­ლის ქა­თა­მი შემ­თხვე­ვით გად­მოხ­ტა ჩვენ­თან, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რვა ძაღ­ლი დას­დევ­და და ჩვენც მათ­თან ერ­თად, რომ ქა­თა­მი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა.

ბუბა:

- ქა­ლა­ქი­დან 15 წუთ­ში ღრმა სო­ფელ­ში ხარ.

ნა­ნუ­კა:

- ღამე აქ ძა­ლი­ან ცივა, ზამ­თა­რია, ზა­ფხუ­ლი - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ში­ნა­გა­ნად არ ვართ თბი­ლის­თან ახ­ლოს. ეს ძა­ლი­ან მა­გა­რია. შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი, და­ვი­წყეთ ამ ოჯა­ხის შე­ნე­ბა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მით, ჩვე­ნი სახ­სრე­ბით შე­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად მივ­ხვდით რამ­ხე­ლა პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას ვე­ჭი­დე­ბით, უფრო მყა­რია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ვიდ­რე იმ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი მზად შე­იძ­ლე­ბო­და გვქო­ნო­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, ვა­შე­ნოთ და გა­ვამ­ყა­როთ ჩვე­ნი ოჯა­ხი, ძა­ლი­ან უნდა გიყ­ვარ­დეს, ამა­ზე წახ­ვი­დე, ჩვენ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი...

0

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
6

სოფლიდან ქალაქში გამორბიან ქალაქელები კი სოფელში რა ხდება

?
4

8 ძაღლზე ნიანგში გამოქვეყნებული ლექსი გამახსენდა: ეს ოჯახქორი თანდილა ჭკუაზე შეცდა ნამდვილად... შვიდი ძაღლი ყავს, ცხრა კატა, ძროხა არ ყოფნით სადილად :))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, საყვარელ გოგონასთან ერთად, სოფლად გადასახლდა - "რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა... თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი"

სერიალ ჩცდ-ში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ ბუბა ჭოღოშვილის და მომღერალ ნანკა გვარიშვილის წყვილი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც სოფელ დიდგორში, ნანკას დიდი ბაბუის სახლში, 8 ძაღლთან და 2 კატასთან ერთად ცხოვრობს. წყვილმა ერთმანეთი თეატრში გაიცნო და აღმოჩნდა, რომ ორივე ქალაქგარეთ ცხოვრებაზე ოცნებობდა. მიზნისკენ სწრაფვა ადვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ სიყვარულმა წყვილს ყველაფერი შეაძლებინა. ამ ყველაფერზე მათ "რუსთავი 2"-თან ისაუბრეს.

ბუბა:

- ნანუკა "ახალ თეატრში" სპექტაკლზე "მე გადმოვცურავ ზღვას“ აღმოვაჩინე. კარი გაიღო და ნანუკამ შემოანათა.

ნანუკა:

- სპექტაკლში ერთად თამაში იყო ძალიან კარგი, ვთამაშობდით ისეთ როლებს, სადაც ჩვენს პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდათ.

ბუბა:

- ძალიან ყურადღებიანი იყო, მაღაზიაში რომ გავიდოდა ჩემთვის რაღაცები მოჰქონდა, იცოდა, რაც მინდოდა.

ნანუკა:

- ეს სახლი არის ჩემი დიდი დიდი ბაბუის აშენებული. ჩემი ცხოვრების მიზანი იყო, რომ ქალაქარეთ საცხოვრებლად გადავსულიყავი. ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რომ ძროხის ხმა მაღვიძებს. აღმოჩნდა, რომ ბუბაც იგივეს ფიქრობდა. მე ამ მიზნისკენ ისე ვისწრაფოდი, რომ ღობეც კი გავაკეთე ამ სახლში. ამასობაში შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა. ღობე რომ გავაკეთე და თავდაპირველად სახლში რომ შემოვედი, თავზე მენგრეოდა ყველაფერი. ბუბამ მითხრა, მოდი, ერთად მივხედოთ ამ სახლს და გავაცოცხლოთო. აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანისგან მაგარი გუნდი შეიკრა.

ბუბა:

- ჩვენი ბუდე მოვიწყეთ, ბუნაგი... ჩვენი ოთახით ყველაზე მეტად ვამაყობთ.

ნანუკა:

- ტელევიზორის მაგიდა ჩვენ გავაკეთეთ. ბუბას დედას აქვს სასწაული ხელი, მხატვარია და ძალიან გვეხმარება, რომ დეკორი შევავსოთ. რაღაცნაირი სახლია, ან უნდა მოგვერგო ან რაღაც კატასტროფა გამოვიდოდა.

ბუბა:

- ემა, უმა, იაშა, ბუჩი, ფლოკი, ლილი, ნამი, ლოლა ჩვენი ცხოვებელი არიან, რვა ძაღლი გვყავს და ორი კატა. ამხელა გარემოში რომ არიან, თავისუფლად ცხოვრობენ.

ნანუკა:

- ერთხელ ჩვენი უსაყვარლესი მეზობლის ქათამი შემთხვევით გადმოხტა ჩვენთან, წარმოიდგინეთ, რვა ძაღლი დასდევდა და ჩვენც მათთან ერთად, რომ ქათამი გადაგვერჩინა.

ბუბა:

- ქალაქიდან 15 წუთში ღრმა სოფელში ხარ.

ნანუკა:

- ღამე აქ ძალიან ცივა, ზამთარია, ზაფხული - არ აქვს მნიშვნელობა. შინაგანად არ ვართ თბილისთან ახლოს. ეს ძალიან მაგარია. შევქმენით ოჯახი, დავიწყეთ ამ ოჯახის შენება. ძალიან დიდი შრომით, ჩვენი სახსრებით შენება. რეალურად მივხვდით რამხელა პასუხიმგებლობას ვეჭიდებით, უფრო მყარია ჩვენი ურთიერთობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ყველაფერი მზად შეიძლებოდა გვქონოდა. გადავწყვიტეთ, ვაშენოთ და გავამყაროთ ჩვენი ოჯახი, ძალიან უნდა გიყვარდეს, ამაზე წახვიდე, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...

0

წყარო