პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს
აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს

გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აგ­ვის­ტოს ხან­გრძლი­ვი სი­ცხის შე­დე­გად, აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­როს­თან შავი ზღვის წყა­ლი თით­ქმის იმა­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე თბე­ბა, რა ტემ­პე­რა­ტუ­რაც პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე თბილ ზღვა­ში - წი­თელ ზღვა­შია. რა თქმა უნდა, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ად­რეც ყო­ფი­ლა, რო­დე­საც აგ­ვის­ტოს ბო­ლოს წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ 29 გრა­დუსს მი­აღ­წია, მაგ­რამ ეს მაქ­სი­მუმ ორ დღეს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ახლა კი სამი კვი­რაა, რაც აფხა­ზეთ­ში ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რა 29 გრა­დუ­სამ­დეა.

რა თქმა უნდა, მსგავ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი ტუ­რის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ეს ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შოა. აფხა­ზე­თის ერთ-ერ­თმა გა­რე­მოს­დამ­ცველ­მა ამ ცოტა ხნის წინ მე­დი­ა­ში გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც წერს, რომ აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­როს­თან ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა სამი ათე­უ­ლი წე­ლია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც რე­კორ­დუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუ­სამ­დე და­ფიქ­სირ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის თევ­ზის გამ­რავ­ლე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია და მათი რიგი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შეა. ჩნდე­ბა პა­თო­გე­ნუ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ზი­ან­დე­ბა თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბი და მო­ლუს­კე­ბიც. თბილ წყალ­ში ძლი­ე­რად მრავ­ლდე­ბა კტე­ნო­ფო­რე­ბი, რაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს კო­მერ­ცი­უ­ლი თევ­ზის გამ­რავ­ლე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ან­ჩო­უს­ზე. ისი­ნი ან­ჩო­უ­სის ქვი­რითს ჭა­მენ, რის გა­მოც, ზღვა­ში თევ­ზის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს...

გა­მო­ცე­მას­თან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი აფხა­ზი ეკო­ლო­გი რო­მან დბა­რი ამ­ბობს, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. "დიახ, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პრო­ცე­სი აშ­კა­რაა, მაგ­რამ წყლის დათ­ბო­ბა ბევ­რად უფრო ინერ­ცი­უ­ლი და ნე­ლია, ვიდ­რე ჰა­ე­რის დათ­ბო­ბა“, - ის არ ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა იგი­ვე პრო­ცე­სი. ეკო­ლო­გის თქმით, სა­ზღვაო ფა­უ­ნის­თვის უფრო სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ნა­ლე­ქე­ბის მა­ტე­ბა, რაც იწ­ვევს ზღვის გა­უ­ვა­ლო­ბას მდი­ნა­რის დიდი შე­მო­დი­ნე­ბის გამო და წყლის გამჭვირ­ვა­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამ დროს ზღვა ბინ­ძურ­დე­ბა სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბით, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბით... მან დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რა კტე­ნო­ფო­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბის უარ­ყო­ფით ფაქ­ტორ­ზეც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
3

როგორ მენატრება აფხაზეთის სანაპირო,ვინ იყურებოდა აჭარისკენ ამ სამოთხის შემყურე...მოდით აფხაზები და ერთად განვვითარდეთ თორემ რუსეთის გვერდით ასე დარჩებით!

სენაკელი
1

ამათთვის ყველაფერი საგანგაშოა-სექტემბერი საუცხოო სეზონია ზღვაზე ,დღეს მითუმეტეს მაღალი იქნებოდა ტემპერატურა,რა ჯობია მთისადა ზღვის ჰაერის სინთეზს ,თან ბრომიდებით-საკვირველი ისაა შუა ზამთარში ისეთი სუფთაა კელასურის საექიმო სანაპირო ბევრი დილით ადრე სამსახურში წასვლამდე ბანაობდა ...ზოგს შეიძლება ეს ზღაპრადაც მოეჩვენოს

ავტორი:

აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს

აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვა, სეზონის გათვალისწინებით, რეკორდულად თბილია - სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშო ვარაუდებს აჩენს

გამოცემა ekhokavkaza.com - ის ინფორმაციით, აგვისტოს ხანგრძლივი სიცხის შედეგად, აფხაზეთის სანაპიროსთან შავი ზღვის წყალი თითქმის იმავე ტემპერატურამდე თბება, რა ტემპერატურაც პლანეტის ყველაზე თბილ ზღვაში - წითელ ზღვაშია. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა, როდესაც აგვისტოს ბოლოს წყლის ტემპერატურამ 29 გრადუსს მიაღწია, მაგრამ ეს მაქსიმუმ ორ დღეს გაგრძელებულა. ახლა კი სამი კვირაა, რაც აფხაზეთში ზღვის ტემპერატურა 29 გრადუსამდეა.

რა თქმა უნდა, მსგავსი ტემპერატურის წყალი ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ეს ვითარება საგანგაშოა. აფხაზეთის ერთ-ერთმა გარემოსდამცველმა ამ ცოტა ხნის წინ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვის ტემპერატურის მატება სამი ათეული წელია შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რეკორდული ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაფიქსირდა.

სპეციალისტების თქმით, წყლის ტემპერატურა ყველა სახეობის თევზის გამრავლებისა და არსებობის მთავარი ფაქტორია და მათი რიგი კომერციული სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშეა. ჩნდება პათოგენური ორგანიზმები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მათ განვითარებაზე. ზიანდება თევზის სახეობები და მოლუსკებიც. თბილ წყალში ძლიერად მრავლდება კტენოფორები, რაც უარყოფითად მოქმედებს კომერციული თევზის გამრავლებაზე, განსაკუთრებით ანჩოუსზე. ისინი ანჩოუსის ქვირითს ჭამენ, რის გამოც, ზღვაში თევზის რაოდენობა იკლებს...

გამოცემასთან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აფხაზი ეკოლოგი რომან დბარი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. "დიახ, გლობალური დათბობის პროცესი აშკარაა, მაგრამ წყლის დათბობა ბევრად უფრო ინერციული და ნელია, ვიდრე ჰაერის დათბობა“, - ის არ ფიქრობს, რომ მომავალშიც გაგრძელდება იგივე პროცესი. ეკოლოგის თქმით, საზღვაო ფაუნისთვის უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნალექების მატება, რაც იწვევს ზღვის გაუვალობას მდინარის დიდი შემოდინების გამო და წყლის გამჭვირვალობის დაქვეითებას. ამ დროს ზღვა ბინძურდება სამრეწველო ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებით... მან დაწვრილებით ისაუბრა კტენოფორების გამრავლების უარყოფით ფაქტორზეც.