პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა, სიმართლე გავიგე, მაგრამ...." - რას ჰყვებოდა სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული რასელ ბრენდის შესახებ მისი ყოფილი ცოლი, კეტი პერი
"ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა, სიმართლე გავიგე, მაგრამ...." - რას ჰყვებოდა სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული რასელ ბრენდის შესახებ  მისი ყოფილი ცოლი, კეტი პერი

ბრი­ტა­ნე­ლი კო­მი­კო­სი და მსა­ხი­ო­ბი რა­სელ ბრენ­დი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­სელ ბრენ­დი რამ­დე­ნი­მე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მე­დია წერს, რომ შე­საძ­ლოა, რა­სელ ბრენ­დის ყო­ფილ­მა ცოლ­მა, მომ­ღე­რალ­მა კეტი პე­რიმ მისი ქმრის სა­ი­დუმ­ლო იცო­და, თუმ­ცა არა­ფე­რი თქვა და მას და­ეხ­მა­რა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო.

იხ­სე­ნე­ბენ კეტი პე­რის ინ­ტერ­ვი­უს, რომ­ლიც მან 2013 წელს Vogue-ს მის­ცა. იმ დრო­ის­თვის რა­სელ ბრენ­დი და კეტი პერი უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ხოლო მომ­ღე­რა­ლი ყო­ფილ ქმარ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ში ორაზ­როვ­ნად სა­უბ­რობ­და. კეტი პერი ამ­ბობ­და, რომ რა­სელ ბრენ­დს არ მოს­წონ­და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბა და ქორ­წი­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცო­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

რა­სელ ბრენ­დი და კეტი პერი 2010 წელს, ინ­დო­ეთ­ში შე­უღლდნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე, 14 თვე­ში გა­ცილ­დნენ. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ყვე­ბა, ახა­ლი წლის ღა­მეს მან 10 წლით უფ­რო­სი მე­უღ­ლის­გან მე­სი­ჯი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ატყო­ბი­ნებ­და, რომ შორ­დე­ბო­და.

კეტი Vogue-ის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ტყდა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის გამო, თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, მაგ­რამ შემ­დეგ კო­მი­კო­სის შე­სა­ხებ "სი­მარ­თლე შე­ი­ტყო":

"ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში რა­სელს სურ­და, რომ ორი­ვე თა­ნას­წო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. მას არ მოს­წონ­და, როცა მა­გა­ლი­თად სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ში ყოფ­ნი­სას "ბოსი" მე ვი­ყა­ვი, რა­მაც გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. ვფიქ­რობ, ზოგ­ჯერ, ძლი­ერ მა­მა­კა­ცებს არ შე­უძ­ლი­ათ ქა­ლებ­თან თა­ნას­წო­რო­ბის ატა­ნა. ის ჩემს კონ­ტროლს ცდი­ლობ­და და ეს მაბ­რა­ზებ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი და­შო­რე­ბის გამო თავს ვი­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ სი­მარ­თლე შე­ვი­ტყვე. ამ ეტაპ­ზე მისი გამ­ხე­ლა არ შე­მიძ­ლია და წვი­მი­ან დღეს ვე­ლო­დე­ბი, რომ ის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­ტა­ნო“, - მე­ტა­ფო­რით ახ­სნა მომ­ღე­რალ­მა.

პე­რის ჯე­რაც არ გა­უმ­ხე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად რა "სი­მარ­თლის" შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ის 2013 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში, თუმ­ცა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის აზ­რით, ეს რა­სე­ლის შე­საძ­ლო შავ-ბნელ წარ­სულს უნდა შე­ე­ხე­ბო­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Sunday Times-ში, the Times-სა და Channel 4-ში რა­სელ ბრენ­დის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს ეყ­რდნო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, კო­მი­კოსს, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ოთხი ქალი ადა­ნა­შა­უ­ლებს. ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი 2006-2013 წლებ­ში მოხ­და.

რა­სელ ბრენ­დი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და გა­მო­ცე­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს: "ამ ბრალ­დე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო არ მსურს, მათ ჩა­ვუღ­რმავ­დე, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ისი­ნი (გა­მო­ცე­მე­ბი) ჩემს წი­ა­ნაღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დნენ და თავს მეს­ხმი­ან", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ოცი წლის წინ იძალადაო და - მაშინ ეტყობა აწყობდათ და ხმას არ იღებდნენ :) ასე ნებისმიერის დადანაშაულება შეიძლება, საფრანგეთში დამწყები მსახიობი ქალები რომ რეჟისორებს და წარმატებელ მსახიობებს უწვებოდნენ ლოგინში და ეხლა- ძალადობდაო, წერენ..

მდაააა
0

ისე სახეზე არ მომწონს ეს კაცი, მგონი მართლა რაღაც ისე არაა მასში.....

ავტორი:

"ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა, სიმართლე გავიგე, მაგრამ...." - რას ჰყვებოდა სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული რასელ ბრენდის შესახებ მისი ყოფილი ცოლი, კეტი პერი

"ჩემს გაკონტროლებას ცდილობდა, სიმართლე გავიგე, მაგრამ...." - რას ჰყვებოდა სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული რასელ ბრენდის შესახებ  მისი ყოფილი ცოლი, კეტი პერი

ბრიტანელი კომიკოსი და მსახიობი რასელ ბრენდი სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. რამდენიმე მედიასაშუალების ერთობლივი გამოძიების მიხედვით, ათი წლის განმავლობაში რასელ ბრენდი რამდენიმე სექსუალურ ძალადობასთანაა დაკავშირებული.

მედია წერს, რომ შესაძლოა, რასელ ბრენდის ყოფილმა ცოლმა, მომღერალმა კეტი პერიმ მისი ქმრის საიდუმლო იცოდა, თუმცა არაფერი თქვა და მას დაეხმარა, რომ დანაშაულებრივი ქმედებები არ გამჟღავნებულიყო.

იხსენებენ კეტი პერის ინტერვიუს, რომლიც მან 2013 წელს Vogue-ს მისცა. იმ დროისთვის რასელ ბრენდი და კეტი პერი უკვე დაშორებულები იყვნენ, ხოლო მომღერალი ყოფილ ქმარზე ინტერვიუში ორაზროვნად საუბრობდა. კეტი პერი ამბობდა, რომ რასელ ბრენდს არ მოსწონდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და ქორწინების განმავლობაში ცოლის გაკონტროლებას ცდილობდა.

რასელ ბრენდი და კეტი პერი 2010 წელს, ინდოეთში შეუღლდნენ, თუმცა მალევე, 14 თვეში გაცილდნენ. როგორც მომღერალი ყვება, ახალი წლის ღამეს მან 10 წლით უფროსი მეუღლისგან მესიჯი მიიღო, რომელშიც ატყობინებდა, რომ შორდებოდა.

კეტი Vogue-ისთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ განქორწინების გამო, თავდაპირველად, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მაგრამ შემდეგ კომიკოსის შესახებ "სიმართლე შეიტყო":

"ურთიერთობის დასაწყისში რასელს სურდა, რომ ორივე თანასწორი ვყოფილიყავით, მაგრამ დროთა განმავლობაში, მისი დამოკიდებულება შეიცვალა. მას არ მოსწონდა, როცა მაგალითად საკონცერტო ტურნეში ყოფნისას "ბოსი" მე ვიყავი, რამაც გული ძალიან მატკინა. ვფიქრობ, ზოგჯერ, ძლიერ მამაკაცებს არ შეუძლიათ ქალებთან თანასწორობის ატანა. ის ჩემს კონტროლს ცდილობდა და ეს მაბრაზებდა.

თავდაპირველად, ჩვენი დაშორების გამო თავს ვიდანაშაულებდი, მაგრამ შემდეგ სიმართლე შევიტყვე. ამ ეტაპზე მისი გამხელა არ შემიძლია და წვიმიან დღეს ველოდები, რომ ის სააშკარაოზე გამოვიტანო“, - მეტაფორით ახსნა მომღერალმა.

პერის ჯერაც არ გაუმხელია, კონკრეტულად რა "სიმართლის" შესახებ საუბრობდა ის 2013 წლის ინტერვიუში, თუმცა ბევრი ადამიანის აზრით, ეს რასელის შესაძლო შავ-ბნელ წარსულს უნდა შეეხებოდეს.

შეგახსენებთ, რომ Sunday Times-ში, the Times-სა და Channel 4-ში რასელ ბრენდის წარსულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელიც გამოცემების ერთობლივი გამოძიების შედეგებს ეყრდნობა. გამოძიების თანახმად, კომიკოსს, სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს. ძალადობის ფაქტები 2006-2013 წლებში მოხდა.

რასელ ბრენდი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში ყველა ბრალდებას უარყოფს და გამოცემებს ადანაშაულებს: "ამ ბრალდებების სერიოზული ხასიათის გამო არ მსურს, მათ ჩავუღრმავდე, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი (გამოცემები) ჩემს წიანაღმდეგ გაერთიანდნენ და თავს მესხმიან", - ამბობს მსახიობი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა