პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება
სუს-ი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა", - ამის შე­სა­ხებ სუს-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

  • სუს-ის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთ ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა.

დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღე­ბად შერ­ჩე­უ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს ევ­რო­კო­მი­სი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბო­ლოო დას­კვნა. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად მომ­ზა­დე­ბის შეთ­ქმულ­თა მო­ლო­დი­ნი გათ­ვლი­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნა იქ­ნე­ბა უარ­ყო­ფი­თი, რაც მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლე­ბით, მთავ­რო­ბის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რად და­მაგ­რე­ბუ­ლი “პრო­რუ­სუ­ლო­ბის“ ლო­ზუნ­გით, შექ­მნის ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბი­სა და შემ­დგო­მი არე­უ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთ ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა-წვრთნა მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლო­ნე­თი-უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რედ. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სი“, რომ­ლის ბირ­თვსაც შე­ად­გენს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რი“. სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა წარ­სულ­ში მი­ი­ღეს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სერ­ბეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ პრო­ცე­სებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის მიზ­ნით.

  • ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის რა­მო­დე­ნი­მე სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის“ მო­წყო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცენ­ტრა­ლურ გამ­ზი­რებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­თან ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვას, სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა-ბა­რი­კა­დი­რე­ბა­სა და ასე­ვე სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ის ელე­მენ­ტებს. კერ­ძოდ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი "ევ­რო­მა­იდ­ნის“ მსგავ­სი სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ად­გი­ლას, კერ­ძოდ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ კა­რავ­ში შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის აფეთ­ქე­ბაც გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. აღ­ნიშ­ნულ­მა, მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის მი­ხედ­ვით უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რი­გებ­ში მსხვერ­პლი. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მოხ­დე­ბა უმი­სა­მარ­თო სრო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, რაც ნოყი­ერ ნი­ა­დაგს შექ­მნის შემ­დგო­მი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ, პირ­ვე­ლად არ და­გეგ­მი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა წარ­სულ­ში ისი­ნი აღ­კვე­თილ იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ეფექ­ტუ­რი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. არ­სე­ბუ­ლი მძი­მე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სხვა­ვე­ბით წინა შემ­თხვე­ვე­ბი­სა­გან, ამ­ჟა­მინ­დე­ლი გეგ­მა წარ­მო­ად­გენს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის რო­გორც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რი­გი­თი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რის­კე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სხვა კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ახორ­ცი­ე­ლებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თავს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს|, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 129 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

ოქტომბერ-დეკემბერი რა ამბავია. სამი თვე უნდა ველოდოთ? ზუსტი თარიღი ვერ დაწერეთ? ვინ გიშლიდათ? უფრო შეგვეშინდებოდა და უფრო დაგიჯერებდით

ირაკლი
5

არეულობა კი არ იგეგმება, მთავრობას უნდა ყველანაირი კრიტიკა ჩაახშოს, რომ მერე მშვიდად ჭამონ ქვეყანა. ამაშია პრობლემა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სუს-ი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება

სუს-ი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება

"საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა", - ამის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

  • სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.

აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია "კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია "ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

  • ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული "კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული "კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს|, - აღნიშნულია ინფორმაციაში.