პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.
აკრძალვა 16 სექტემბრის შუაღამიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული.
„რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალაში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის,” - განაცხადა კამინსკიმ.
მან განმარტა, რომ აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. “რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე”, - აღნიშნა კამინსკიმ.
რუსების საქმე მიბმულია სანამ ის ძებნილი ავადმყოფი ყაავთ სათავეში წარმოგიდგენიათ თვითონ წყვიტავს ყველაფერს ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება ანუ სრული უგულებელყოფა ნებისმიერი კანონის რომელიც მის აზრს ეწიმააღმდეგება. ობშაკიც თვითონ აბარია. ეს სანქციები ახალ ახალი უსასრულოდ გაგრძელდება სანამ სამხედროები გენერლები მყავს მხედველობაში არ მიხვდებიან რომ ეს კაცი ვოვა პუტინი მოსაშორებელი ყაავთ. და თუ არ მოიშორებენ რუსი ეროვნების კაცი ცივილიზებულ ქვეყნებში მიუღებელი იქნება და შესვლაც აეკრძალებათ.
ეხლა რუსები ქართული ნომრებით გადავლიან