სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება" - ლევან ბეჟაშვილი
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება" - ლევან ბეჟაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის გარ­შე­მო საბ­ჭოს შექ­მნის იდე­ა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც ბეჟაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ეს საბ­ჭო სა­კუ­თარ თავ­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნებს რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს და იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იდე­ა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო შე­იქ­მნას საბ­ჭო, პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ერთი მხრივ, მო­ბი­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ ყვე­ლა იმ სუ­ბი­ექ­ტის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის, ანუ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ამ საბ­ჭო­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ეს იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. დღეს პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა, ვი­ნა­ი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის სტა­დი­ა­ზეა ეს თემა. გუ­შინ გა­მო­იკ­ვე­თა კონ­ტუ­რე­ბი შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სა­კი­თხი პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა და დამ­ტკიც­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭო­ში წევ­რო­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ამ ეტაპ­ზე, პარ­ტი­ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს­თან ნიკა მე­ლი­ას­თან და ასე­ვე კობა ნა­ყო­ფი­ას­თან მი­დის.

პო­ლი­ტი­კოს­მა აქვე გან­მარ­ტა, რომ ამ საბ­ჭოს არ ექ­ნე­ბა მმარ­თვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია.

"არ არის სა­უ­ბა­რი მმარ­თვე­ლო­ბი­თი რა­ღაც ნა­ხევ­რად ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. სა­უ­ბა­რია პლატ­ფორ­მა­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვე­ნი სა­ერ­თო ხედ­ვე­ბი, რო­გო­რი უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე, ზო­გა­დად სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ამ კუ­თხით უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. არა­ნა­ი­რი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის და ვერც იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი სა­თათ­ბი­რო საბ­ჭო, რო­მელ­შიც მოხ­დე­ბა ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ამ ეტაპ­ზე, ნიკა მე­ლი­ას­თან მი­დის და კობა ნა­ყო­ფი­ას­თან“- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
2

რა დღეში არიან ეს საწყლები..მაგარი შეუსრულა ბიძომ

izi
1

მოლაპარაკება ვისთნ იმართება არახამიასთან?

ავტორი:

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება" - ლევან ბეჟაშვილი

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება" - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, ეს საბჭო საკუთარ თავში გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე სამოქალაქო აქტივისტებს და იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერჯერობით მოლაპარაკებისა და დამუშავების სტადიაზეა ეს თემა. გუშინ გამოიკვეთა კონტურები შესაძლო შეთანხმებების მიღწევის. ბუნებრივია, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საბჭოში წევრობის საკითხზე მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე, პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან და ასევე კობა ნაყოფიასთან მიდის.

პოლიტიკოსმა აქვე განმარტა, რომ ამ საბჭოს არ ექნება მმართველობითი ფუნქცია.

"არ არის საუბარი მმართველობითი რაღაც ნახევრად ფორმალური თუ არაფორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. საუბარია პლატფორმაზე, შესაძლებლობაზე, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საერთო ხედვები, როგორი უნდა იყოს ოპოზიციურ ველზე, ზოგადად საარჩევნო გარემოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით უნდა იქნას მიღებული. არანაირი მმართველობითი ფუნქციების ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება ერთგვარი სათათბირო საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი ინფორმაციით, კონსულტაციები, ამ ეტაპზე, ნიკა მელიასთან მიდის და კობა ნაყოფიასთან“- განაცხადა ბეჟაშვილმა.