Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს

ლი­ბი­ა­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა 20 000-მდე გა­ი­ზარ­დოს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალ-ბა­ი­დას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, აბ­დულ რა­ჰიმ მა­ზი­კი ავ­რცე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნას დრო დას­ჭირ­დე­ბა. 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კვლავ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

"ზღვა მუდ­მი­ვად რი­ყავს ათე­უ­ლო­ბით სხე­ულს" - გა­ნა­ცხა­და აღ­მო­სავ­ლეთ ლი­ბი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჰი­ჩემ აბუ ჩკი­უ­ატ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­კონ­სტრუქ­ცია მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა.

მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (IOM) თქმით, მი­ნი­მუმ 30,000 ადა­მი­ანს ქა­ლაქ დერ­ნა­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა მო­უ­წია. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ასო­ბით ცხე­და­რი მა­სობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დერ­ნას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ასე­ვე ახა­ლი სა­ვე­ლე სა­ა­ვად­მყო­ფოს შექ­მნას ითხო­ვენ, რად­გან ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ორი სა­ა­ვად­მყო­ფო „მორ­გად“ გა­და­იქ­ცა.

ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა. ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბის ტექ­ნი­კუ­რი კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია 90 ჰექ­ტარს მო­ი­ცავს. წყალ­დი­დო­ბამ სრუ­ლი­ად გა­ა­ნად­გუ­რა 5 ხიდი.

ლი­ბი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას აგ­ზავ­ნის თურ­ქე­თი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი და ეგ­ვიპ­ტე. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იგ­ზავ­ნე­ბა და­სავ­ლე­თი­და­ნაც.

შე­გახ­სე­ნებთ, ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბა ქა­რიშ­ხალ­მა "და­ნი­ელ­მა“ გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ვაახ, წყალდიდობა უდაბნოში. ერთი ტუნდრა-ტაიგაში გვალვა და ტყის ხანძრებიღა გვაკლია.

გიორგი
9

სად არის კალაძე?

ავტორი:

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს... საავადმყოფო მორგად გადაიქცა" - ლიბიაში ვითარება აპოკალიფსურ ფილმს ემსგავსება: გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ბაიდას სამედიცინო ცენტრის დირექტორი, აბდულ რაჰიმ მაზიკი ავრცელებს. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენას დრო დასჭირდება. 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

"ზღვა მუდმივად რიყავს ათეულობით სხეულს" - განაცხადა აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა და აღნიშნა, რომ რეკონსტრუქცია მილიარდობით დოლარი დაჯდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თქმით, მინიმუმ 30,000 ადამიანს ქალაქ დერნადან იძულებით გადაადგილება მოუწია. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ასობით ცხედარი მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. დერნას მაცხოვრებლები ასევე ახალი საველე საავადმყოფოს შექმნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო „მორგად“ გადაიქცა.

ქვეყანაში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტი გაჩნდა. ზარალის შეფასების ტექნიკური კომიტეტის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად განადგურებული ტერიტორია 90 ჰექტარს მოიცავს. წყალდიდობამ სრულიად გაანადგურა 5 ხიდი.

ლიბიაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე. სატვირთო მანქანები და სამედიცინო პერსონალი იგზავნება დასავლეთიდანაც.

შეგახსენებთ, ძლიერი წყალდიდობა ქარიშხალმა "დანიელმა“ გამოიწვია.