პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის მატარებლის შესახებ: "ტყვიაგაუმტარი ციხესიმაგრე", რომლის ინტერიერიც გასაიდუმლოებულია და ქართველი, რომელმაც წლების წინ კორეელ ლიდერთან ერთად იმგზავრა?
რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის მატარებლის შესახებ: "ტყვიაგაუმტარი ციხესიმაგრე", რომლის ინტერიერიც გასაიდუმლოებულია და ქართველი, რომელმაც წლების წინ კორეელ ლიდერთან ერთად იმგზავრა?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის მა­ტა­რე­ბელ­მა რუ­სე­თის სა­ზღვა­რი 13 სექ­ტემ­ბერს გა­დაკ­ვე­თა. ეს კიმ ჩენ ინი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მე­ო­რე შეხ­ვედ­რაა, მათი ბოლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა 2019 წლის აპ­რილ­ში, ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში შედ­გა.

ფხე­ნი­ა­ნი­დან რუ­სეთ­ში ჩას­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 20 სა­ა­თი დას­ჭირ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კიმ ჩენ ინი მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობ­და.

მწვა­ნე მა­ტა­რე­ბე­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "მოძ­რა­ვი ცი­ხე­სი­მაგ­რე“, კი­მის დი­ნას­ტი­ის საყ­ვა­რე­ლი ტრან­სპორ­ტია. კი­მე­ბის ოჯა­ხის მა­ტა­რებ­ლით მოგ­ზა­უ­რო­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა იწყე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ კიმ ირ სე­ნის­გან, რო­მელ­საც ერთხელ საბ­ჭო­თა ლი­დერმა იო­სებ სტა­ლინ­მა მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნი აჩუ­ქა. ცნო­ბი­ლია, რომ კიმ ჩენ ინის მა­მას, კიმ ჩენ ირის ფრე­ნის შიში ჰქონ­და, ამი­ტომ ჩი­ნეთ­სა და რუ­სეთ­ში ყო­ველ­თვის მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობ­და.

2011 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, კიმ ჩენ ინმა თა­ვი­სი მა­ტა­რე­ბე­ლი მრა­ვა­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, მათ შო­რის იყო შეხ­ვედ­რა დო­ნალდ ტრამ­პთან.

მა­ტა­რებ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს უნა­ხავს, მათ შო­რის რუსი ჩი­ნოვ­ნი­კი კონ­სტან­ტი­ნე პუ­ლი­კოვ­სკია. მისი თქმით, მა­ტა­რებ­ლის პერ­სო­ნა­ლი მგზავ­რებს მდიდ­რუ­ლი მე­ნი­უ­თი უმას­პინ­ძლდე­ბა, ხოლო სტუმ­რე­ბის გარ­თო­ბა­ზე ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სუ­ლი, ჩი­ნუ­რი, კო­რე­უ­ლი, ია­პო­ნუ­რი და ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის შეკ­ვე­თა“, - წერს კონ­სტან­ტი­ნე პუ­ლი­კოვ­სკი წიგნ­ში "Orient Express.“

მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნე­ბი მო­ი­ცავს სა­ძი­ნებ­ლებს და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზებს, აღ­ჭურ­ვი­ლია კე­დელ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბი­თა და ტყა­ვის სა­ვარ­ძლე­ბით.

  • სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას სულ 90 სპე­ცი­ა­ლუ­რი ვა­გო­ნი ჰყავს. ლი­დე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს სამი მა­ტა­რე­ბე­ლი ტან­დემ­ში მოძ­რა­ობს: პირ­ვე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, მე­ო­რე­ში - უშუ­ა­ლოდ ლი­დე­რი და მისი გა­რე­მოც­ვა იმ­ყო­ფე­ბა, მე­სა­მე - მცვე­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. რო­დე­საც კი­მის მა­ტა­რე­ბე­ლი სად­გურს უახ­ლოვ­დე­ბა, სხვა ლი­ან­დაგ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მორ­თუ­ლია.

სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, კი­მის ამ­ჟა­მინ­დელ მა­ტა­რე­ბელს ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ფან­ჯრე­ბი, გა­მაგ­რე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი და ია­ტა­კი აქვს, რომ­ლე­ბიც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

  • ვინ არის წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რის შე­ჯავ­შნუ­ლი მა­ტა­რებ­ლით 7 დღე იმ­გზავ­რა?

რო­გორც ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა გი­ორ­გი თო­ლო­რა­ი­ამ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის იმ­ჟა­მინ­დელ ლი­დერ კიმ ჩენ ირ­თან ერ­თად მა­ტა­რებ­ლით იმოგ­ზა­უ­რა.

გი­ორ­გი თო­ლო­რა­ია კიმ ჩენ ირის­თან ერ­თად

"საბ­ჭო­თა სა­ელ­ჩო­ში, ფხე­ნი­ან­ში, ჩემი სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყის­ში შე­ჯავ­შნულ მა­ტა­რე­ბელ­ში 7 დღე გა­ვა­ტა­რე, რომ­ლი­თაც ჯერ მან­ჯუ­რია, შემ­დეგ კი ციმ­ბი­რი გა­ვი­ა­რეთ, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში და სა­უ­კე­თე­სო გუნდთან ერ­თად", - იხ­სე­ნებს თო­ლო­რა­ია უცხო­ურ გა­მო­ცე­მას­თან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა
14

 რაღადროის ტყვიაგაუმტარობით ბაქი ბიქობაა.....

Qeto
14

დიპლომატი ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი... კგბ შნიკი, კგბ შნიკი!

ავტორი:

რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის მატარებლის შესახებ: "ტყვიაგაუმტარი ციხესიმაგრე", რომლის ინტერიერიც გასაიდუმლოებულია და ქართველი, რომელმაც წლების წინ კორეელ ლიდერთან ერთად იმგზავრა?

რა არის ცნობილი კიმ ჩენ ინის მატარებლის შესახებ: "ტყვიაგაუმტარი ციხესიმაგრე", რომლის ინტერიერიც გასაიდუმლოებულია და ქართველი, რომელმაც წლების წინ კორეელ ლიდერთან ერთად იმგზავრა?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა რუსეთის საზღვარი 13 სექტემბერს გადაკვეთა. ეს კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მეორე შეხვედრაა, მათი ბოლო მოლაპარაკება 2019 წლის აპრილში, ვლადივოსტოკში შედგა.

ფხენიანიდან რუსეთში ჩასვლას დაახლოებით 20 საათი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში კიმ ჩენ ინი მატარებლით მგზავრობდა.

მწვანე მატარებელი, მეტსახელად "მოძრავი ციხესიმაგრე“, კიმის დინასტიის საყვარელი ტრანსპორტია. კიმების ოჯახის მატარებლით მოგზაურობისადმი მიდრეკილება იწყება ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელ კიმ ირ სენისგან, რომელსაც ერთხელ საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა მატარებლის ვაგონი აჩუქა. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ ირის ფრენის შიში ჰქონდა, ამიტომ ჩინეთსა და რუსეთში ყოველთვის მატარებლით მგზავრობდა.

2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა თავისი მატარებელი მრავალი გახმაურებული ვიზიტისთვის გამოიყენა, მათ შორის იყო შეხვედრა დონალდ ტრამპთან.

მატარებლის ინტერიერი სულ რამდენიმე ადამიანს უნახავს, მათ შორის რუსი ჩინოვნიკი კონსტანტინე პულიკოვსკია. მისი თქმით, მატარებლის პერსონალი მგზავრებს მდიდრული მენიუთი უმასპინძლდება, ხოლო სტუმრების გართობაზე ახალგაზრდა მომღერლები ზრუნავენ.

"შესაძლებელია რუსული, ჩინური, კორეული, იაპონური და ფრანგული სამზარეულოს ნებისმიერი კერძის შეკვეთა“, - წერს კონსტანტინე პულიკოვსკი წიგნში "Orient Express.“

მატარებლის ვაგონები მოიცავს საძინებლებს და საკონფერენციო დარბაზებს, აღჭურვილია კედელზე დამონტაჟებული განათებითა და ტყავის სავარძლებით.

  • სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეას სულ 90 სპეციალური ვაგონი ჰყავს. ლიდერის მოგზაურობის დროს სამი მატარებელი ტანდემში მოძრაობს: პირველი უსაფრთხოების შემოწმებას ახორციელებს, მეორეში - უშუალოდ ლიდერი და მისი გარემოცვა იმყოფება, მესამე - მცველებისთვისაა განკუთვნილი. როდესაც კიმის მატარებელი სადგურს უახლოვდება, სხვა ლიანდაგზე ელექტროენერგია გამორთულია.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ცნობით, კიმის ამჟამინდელ მატარებელს ტყვიაგაუმტარი ფანჯრები, გამაგრებული კედლები და იატაკი აქვს, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან დაცვას უზრუნველყოფენ.

  • ვინ არის წარმოშობით ქართველი დიპლომატი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის იმჟამინდელი ლიდერის შეჯავშნული მატარებლით 7 დღე იმგზავრა?

როგორც ირკვევა, რამდენიმე წლის წინ, ქართული წარმოშობის, რუსეთში მომუშავე ყოფილმა დიპლომატმა გიორგი თოლორაიამ ჩრდილოეთ კორეის იმჟამინდელ ლიდერ კიმ ჩენ ირთან ერთად მატარებლით იმოგზაურა.

გიორგი თოლორაია კიმ ჩენ ირისთან ერთად

"საბჭოთა საელჩოში, ფხენიანში, ჩემი სამსახურის დასაწყისში შეჯავშნულ მატარებელში 7 დღე გავატარე, რომლითაც ჯერ მანჯურია, შემდეგ კი ციმბირი გავიარეთ, ძალიან კომფორტულ გარემოში და საუკეთესო გუნდთან ერთად", - იხსენებს თოლორაია უცხოურ გამოცემასთან.

იხილეთ ასევე: