მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"
ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ინალ არ­ძინ­ბამ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"დღეს მათ შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 2,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ხვალ, სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბი­სა და უვი­ზო რე­ჟი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით? ეს ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ჩვენ­ზე და ჩვენს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე. ჩვენ უნდა ვი­ყოთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მოვ­ჩნდე­ბით გე­ო­პო­ლი­ტი­კის მიღ­მა”, - გა­ნა­ცხა­და არ­ძინ­ბამ გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის აქ­ტი­ვის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

მისი თქმით, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"ეს შე­ჯიბ­რი არ უნდა წა­ვა­გოთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ეფექ­ტუ­რად, ჰარ­მო­ნი­უ­ლად და დი­ნა­მი­კუ­რად მუ­შა­ო­ბა. ჩვენ არ გვაქვს და­ბა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა. კი­დევ ერთხელ ვიმ­ყო­ფე­ბით ის­ტო­რი­ულ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ხვალ“, - აღ­ნიშ­ნა არ­ძინ­ბამ.

მან­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბიჭ­ვინ­თა­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის თე­მა­ზე. მისი თქმით, "სა­კი­თხის გან­ხილ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რამ“ და­ა­ზა­რა­ლა აფხა­ზურ-რუ­სუ­ლი დი­ა­ლო­გი. რუ­სე­თი კი, მისი თქმით, არის "აფხა­ზე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ბირ­თვი“.

"თუ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას დავ­კარ­გავთ, ჩვენ დავ­კარ­გავთ ჩვენს მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს და მსოფ­ლიო ძა­ლას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და, აფხა­ზეთ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ახალ წყა­რო­ებ­ზე უნდა იფიქ­როს. ის ამ სა­კი­თხში ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას მხარ­და­ჭე­რის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
0

ამის პოლიტიკოსობა არ გაიშვას-რა ბირთვი რისი ბირთვი,30 წელია ხავსმა და ტყეღრემ წაგიღოთ იმას ვერ ხედავთ,რუსს შენთვის სცალია კიარა უკრაინას ვერ უმკლავდება დღემდე და თქვენ სანაპიროზე წამოწოლილებს გინდათ მძლავრი და მდგრადი ეკონომიკა ვერ მოგართვეს გუგულებივით რამდენი ხანი იჯდებით სხვის ბუდეში?აი ესახართ თქვენ -გენოციდიო როგორმე არ გაწყდეთ,მაგრამ რუსებმა კიარ ჩაგყლაპათ უკვე მოგინელათ

ბადრი
1

 ახლა ხომ ცენტრში ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

ინალ არძინბა: "აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"დღეს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის მიღმა”, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

"ეს შეჯიბრი არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიკურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ“, - აღნიშნა არძინბამ.

მანვე კომენტარი გააკეთა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე. მისი თქმით, "საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“.

"თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა მან.

როგორც არძინბამ განაცხადა, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. ის ამ საკითხში ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.