პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის
რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის

რუ­სე­თის აე­რო­პორ­ტე­ბის ნა­წილ­ში რე­ი­სე­ბის გა­და­ი­დო. მი­ზე­ზი არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხეა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცით, ქვე­ყა­ნა­ში ამოქ­მედ­და გეგ­მა, ე.წ. სა­ფა­რი.

  • გეგ­მა "სა­ფა­რი" სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დე­ბა­ში მოჰ­ყავთ მა­შინ, როცა რა­ი­მე ობი­ექ­ტი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვეთს. დამ­რღვე­ვი ობი­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ია­რა­ღი, ან სხვა საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა. ასე­ვე, გეგ­მა მოქ­მე­დე­ბა­შია მა­ში­ნაც, რო­დე­საც სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ამო­უც­ნო­ბი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი “ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტია”. გეგ­მის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სა­ჰა­ე­რო ხო­მალდმა, გარ­და სამ­ძებ­რო, სა­მაშ­ვე­ლო და დამ­რღვე­ვის წი­ნა­აღ­მდე­ეგ მოქ­მე­დი­სა, უნდა გა­და­დოს რე­ი­სი, ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაჯ­დო­მა.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის მოქ­მე­დე­ბის ფარ­გლებ­ში, მოს­კო­ვის ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში გა­და­ი­დო ფრე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს დი­ლით 5:00 და 6:00 სა­ათ­ზე უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო იგი­ვე ეხე­ბა რამ­დე­ნი­მე ღა­მის რე­ის­საც. რე­ი­სე­ბი ასე­ვე გა­და­ი­დო შე­რე­მე­ტო­ვოს აე­რო­პორ­ტშიც.

შე­ფერ­ხე­ბა არის დე­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტშიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვნუ­კო­ვო­ში გა­და­ი­დო 24 რე­ი­სი, ხოლო დე­მო­დე­დო­ვო­ში - 31.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ მოს­კო­ვის ოლ­ქის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ვოსკრე­სენ­სკის ურ­ბა­ნულ რა­ი­ონ­ში დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბას მოს­კო­ვის მერი, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნი ავ­რცე­ლებს.

"დღეს, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ვოსკრე­სენ­სკის რა­ი­ონ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და“, - წერს მერი.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი და და­ზი­ა­ნე­ბა არ არის.

ავტორი:

რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის

რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის

რუსეთის აეროპორტების ნაწილში რეისების გადაიდო. მიზეზი არსებული საფრთხეა. რუსული მედიის ინფორმაცით, ქვეყანაში ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი.

  • გეგმა "საფარი" საჰაერო სივრცის გამოყენებას ეხება და მთავრობის დადგენილებით, მოქმედებაში მოჰყავთ მაშინ, როცა რაიმე ობიექტი რუსეთის სახელმწიფო საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს. დამრღვევი ობიექტის წინააღმდეგ გამოიყენება იარაღი, ან სხვა საბრძოლო ტექნიკა. ასევე, გეგმა მოქმედებაშია მაშინაც, როდესაც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი საჰაერო ხომალდი “ან სხვა მატერიალური ობიექტია”. გეგმის მიხედვით, ყველა საჰაერო ხომალდმა, გარდა სამძებრო, სამაშველო და დამრღვევის წინააღმდეეგ მოქმედისა, უნდა გადადოს რეისი, ან განახორციელოს დაუყოვნებლივ დაჯდომა.

სწორედ აღნიშნული გეგმის მოქმედების ფარგლებში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში გადაიდო ფრენები, რომლებიც დღეს დილით 5:00 და 6:00 საათზე უნდა შესრულებულიყო იგივე ეხება რამდენიმე ღამის რეისსაც. რეისები ასევე გადაიდო შერემეტოვოს აეროპორტშიც.

შეფერხება არის დემოდედოვოს აეროპორტშიც. არსებული ინფორმაციით, ვნუკოვოში გადაიდო 24 რეისი, ხოლო დემოდედოვოში - 31.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ ცნობას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებს.

"დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“, - წერს მერი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ არის.