რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ლიდერებს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
"მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ - მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს არ იყო ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.
მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის”.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასევე გადაუხადა მადლობა მედვედევს "2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, "შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება”.
არც რუსები და არც დადავლეთი არაფერს დაგვიბრუნებს და მოგვცემს, ფაქტი სახეზეა, ჩვენ უნდა ჩვენიძალები შევძლოთ ეს, ოღონდ ასე ნაცებად და ქოცებად და ათას ნაწილაკებად კიარა, ერთიანი და ერთი იდეის ირგვლივ.. ძალა ერთობაშია.. ეს ჩვენი დევიზია მაგრამ ყველას ავიწყდება.. შევძელით და დავაფასეთ ჩვენი დროშა, ჰიმნი.. დროა დევიზიც გავითავისოთ.. დიდება საქართველოს..
ისტორიის ცოდნას არ ვუჩივი და ,კომპარტიის კურსებზეც ვერ ვივლიდი შენგან განსხვავებით, არ მოვესწარი , აი შენზე საღად კი ნამდვილად ვაზროვნებ და ისტორიის მოკლე ექსკურსსაც ჩაგიტარებ ,არ მეზარება,ამრიგად:
პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წლის 28 ივლისს.
ჟორდანიას მთავრობამ 1918 28 მაისს ფოთში, გერმანიასთან დადო ხელშეკრულება ,რის საფუძველზე საქართველოში ჩადგნენ გერმანიის სამხედრო ნაწილები კერძოდ:
29-ე ბავარიის სამეფოს ქვეითი პოლკის ორი ბატალიონი (N7 და N9 ქვეითი ბატ.) 15-ე ბავარიის სამეფოს ქვეითი პოლკი (N1 ქვეითი ბატ. და რკინიგზის დაცვის ბატ.) მოიერიშეთა X ბატალიონი მეტყვიამფრქვევეთა ასეული (12 ტყვიამფრქვევი) ნაღმმტყორცნელების ასეული (8 ნაღმმტყორცნელი) გარნიზონის ასეული (ყოფილი გერმანელი ტყვეები)
კავალერია ბავარიის VII ცხენოსანი ბრიგადა ბავარიის V მსუბუქი ცხენოსანი პოლკი ბავარიის IV მსუბუქი ცხენოსანი პოლკი
სხვა დანაყოფები ნაღღმტყორცნელების 176-ე ცალკეული ასეული სარეზერვო 65-ე საველე საარტილერიო პოლკის II ბატალიონი დაჯავშნული მანქანების რაზმი (10-ზე მეტი მანქანა) 28-ე საავიაციო რაზმი 1750-ე მეკავშირეთა რაზმი
ჯამში: 3.000-ზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი
მოგვიანებით გერმანული კონტიგენტი 19000 მებრძოლამდე გაიზარდა.
მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 1918 წლის 11 ნოემბერს,როდესაც საფრანგეთში ქალაქ კომპენიეში ხელი მოეწერა გერმანიის იმპერიული არმიის კაპიტულაციას.
კაპიტულაციის პირობების შესაბამისად გერმანია იძულებული გახდა ქვეყნიდან გაეყვანა თავისი სამხედრო ნაწილები . ბოლო გერმანელმა ჯარისკაცმა საქართველო 1918 წლის დეკემბერში დატოვა. მათ ნაცვლად საქართველოში ბრიტანეთის სამხედრო მისი ჩადგა,რომელმაც უკვე თავის მხრივ საბჭოთა რუსეთს სარფიანი სავაჭრო პირობების სანაცვლოდ მთელი კავკასია მიყიდა თხასავით, საქართველოსა და თავისი მოკავშირე სომხების ჩათვლით.
ეს არის მაგ პერიოდის მოკლე რეზიუმე პატივცემულო ინტრიგანო და შემდეგისთვის გაითვალისწინე ,როდესაც პოლემიკაში დააპირებ შემოსვლას. სარკაზმიც ჯობია სხვას შემოუნახო,თორემ იმ ირონიაზე ან სარკაზმზე საცოდავი საყურებელი ,რომელსაც ინტელექტი და ცოდნა არ უმაგრებს ზურგს ,ცოტა რამე თუ მოძებნება! :))