სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“
როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“

ბან­გლა­დეშ­ში, მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ზე ბან­დე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად 48 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბით მო­ვაჭ­რე დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი კოქ­სის ბა­ზარ­ში და­ბა­ნა­კე­ბულ რო­ჰინ­ჯას ეთ­ნი­კურ ჯგუფს ეს­ხმი­ან თავს.

"ღა­მით ვერ ვი­ძი­ნებ. ბა­ნა­კის და­ტო­ვე­ბა გვინ­და. არ ვიცი, რა მო­მა­ვა­ლი გვე­ლო­დე­ბა მე და ჩემს შვი­ლებს", - ამ­ბობს ერთ-ერთი ლტოლ­ვი­ლი BBC- სთან სა­უბ­რი­სას.

ჯგუ­ფებს ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბათ გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით ხალ­ხის გა­ტა­ცე­ბა, იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბა და ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გი.

"მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია ყო­ველ­გვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე - ეს ქმნის სივ­რცეს კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის. ისი­ნი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ძა­ლა­დო­ბენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და Human Rights Watch-ის აზი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ მი­ნაკ­ში გან­გუ­ლიმ.

ბან­გლა­დე­შის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კე­ბის და­სა­ცა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ბა­ტა­ლი­ო­ნის 2000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ნა­თავ­სა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­ან­მარ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა.

ერთ-ერთი ლტოლ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი 4 ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ:

"დღე და ღამე მავ­თულხლარ­თე­ბი­თა და ჯო­ხე­ბით მცემ­დნენ. მე­გო­ნა, ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი“ - ამ­ბობს 21 წლის ახალ­გაზ­რდა.

ბან­გლა­დე­შის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ მათი შეშ­ფო­თე­ბა რო­ჰინ­ჯას რა­ი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ან­მა­რი და ბან­გლა­დე­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის შე­საძ­ლო რე­პატ­რი­ა­ცი­ა­ზე 2017 წელს შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ ყო­ფი­ლა.

რო­ჰინ­ჯას ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის დევ­ნა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან, ხოლო ძა­ლა­დობ­რი­ვი ციკ­ლი 1978 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა - ამის მი­ზე­ზი კი მათი რე­ლი­გი­აა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
4

მავთულხლართი შენ ხარ.კბილიანი მავთული ჰქვია მაგას.

გიგა
112

სლავა უკრაინლებო ეს რომ გააპროტესტოთ ვერა?!

ავტორი:

როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“

როჰინჯა: მსოფლიოს უდიდესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც გაუგონარი სისასტიკეები ხდება - "დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“

ბანგლადეშში, მსოფლიოს უდიდეს ლტოლვილთა ბანაკზე ბანდების თავდასხმის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ადამიანებით მოვაჭრე დაჯგუფებები კოქსის ბაზარში დაბანაკებულ როჰინჯას ეთნიკურ ჯგუფს ესხმიან თავს.

"ღამით ვერ ვიძინებ. ბანაკის დატოვება გვინდა. არ ვიცი, რა მომავალი გველოდება მე და ჩემს შვილებს", - ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი BBC- სთან საუბრისას.

ჯგუფებს ასევე ბრალად ედებათ გამოსასყიდის მიღების მიზნით ხალხის გატაცება, იძულებით ქორწინება და ბავშვთა ტრეფიკინგი.

"მილიონი ადამიანია ყოველგვარი შესაძლებლობების გარეშე - ეს ქმნის სივრცეს კრიმინალებისთვის. ისინი განუწყვეტლივ ძალადობენ. აუცილებელია მათი პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა Human Rights Watch-ის აზიის დირექტორის მოადგილემ მინაკში განგულიმ.

ბანგლადეშის ხელისუფლების თქმით, ლტოლვილთა ბანაკების დასაცავად შეიარაღებული პოლიციის ბატალიონის 2000-ზე მეტი თანამშრომელი განათავსა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ძალადობის შესაჩერებლად ლტოლვილების მიანმარში დაბრუნებაა.

ერთ-ერთი ლტოლვილი ამბობს, რომ დაჯგუფების წევრები 4 ღამის განმავლობაში აწამებდნენ:

"დღე და ღამე მავთულხლართებითა და ჯოხებით მცემდნენ. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი“ - ამბობს 21 წლის ახალგაზრდა.

ბანგლადეშის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი შეშფოთება როჰინჯას რაიონებში უსაფრთხოების გაუარესებასთან დაკავშირებით რეალობად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ მიანმარი და ბანგლადეში ლტოლვილების შესაძლო რეპატრიაციაზე 2017 წელს შეთანხმდნენ, მაგრამ მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ ყოფილა.

როჰინჯას ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წევრების დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ხოლო ძალადობრივი ციკლი 1978 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება - ამის მიზეზი კი მათი რელიგიაა.