პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?
მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?

ავ­სტრა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ კან­ბე­რას მო­ქა­ლა­ქე, 45 წლის მუ­ჰა­მედ არი­ფი და­ა­კა­ვა. მა­მა­კა­ცი ამ­ტკი­ცებ­და, რომ თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, რო­მელ­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აი­ტა­ნა და სა­ცაა აა­ფეთ­ქებ­და.

თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც 199 მგზავ­რი და 12 ეკი­პა­ჟის წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, სიდ­ნე­ი­დან მა­ლა­ი­ზი­ა­ში, კერ­ძოდ, კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ფრე­ნი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ, არიფ­მა ხმა­მა­ღა­ლი ლოც­ვა და ყვი­რი­ლი და­ი­წყო. პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ისევ სიდ­ნე­ი­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მუ­ჰა­მედ არი­ფი აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თვითმფრი­ნავ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, არიფს "სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი“ აქვს.

მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს თვითმფრი­ნა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ ცრუ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 10 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორს
0

ვაი შენს პატრონს. კანბერა რომ ავსტრალიის დედაქალაქია არ იცი? ესაა უცოდინრობის პიკი. და ეს იტყვის ჟურნალისტი ვარო. ეგრევე გასაგდები ხარ

0

"კანბერას მოქალაქე"-სადაურია

ავტორი:

მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?

მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და მალე თვითმფრინავს ააფეთქებდა - რა მოხდა სიდნეი - კუალა-ლუმპურის რეისზე?

ავსტრალიის პოლიციამ კანბერას მოქალაქე, 45 წლის მუჰამედ არიფი დააკავა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელზეც იმყოფებოდა, ასაფეთქებელი ნივთიერება აიტანა და საცაა ააფეთქებდა.

თვითმფრინავი, რომელშიც 199 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, სიდნეიდან მალაიზიაში, კერძოდ, კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმხილველების თქმით, ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, არიფმა ხმამაღალი ლოცვა და ყვირილი დაიწყო. პილოტი იძულებული გახდა ისევ სიდნეიში დაბრუნებულიყო. მუჰამედ არიფი აეროპორტში დააკავეს, თუმცა თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ადვოკატის განცხადებით, არიფს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები“ აქვს.

მას ბრალი წაუყენეს თვითმფრინავის დაზიანების საფრთხის შესახებ ცრუ განცხადების გავრცელებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.