პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება
ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება

ნე­ი­მა­რი ფეხ­ბურ­თის კი­დევ ერთი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვია, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რას სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­აგ­რძე­ლებს. ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არა­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ის ახა­ლი თა­ვის და­წე­რას სულ მალე და­ი­წყებს. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად იტა­ლი­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნომ გა­ავ­რცე­ლა. რო­მა­ნოს ცნო­ბით, ის "ალ ჰი­ლალს" შე­უ­ერ­თდე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი უკვე აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ო­და.

ფეხ­ბურ­თელ­ში "ალ ჰი­ლა­ლი" 86-მი­ლი­ონ ფუნტს იხ­დის. კონ­ტრაქ­ტი ორ­წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში ბრა­ზი­ლი­ელ სპორ­ტსმენს 180-მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დი­ან.

ამით ნე­ი­მა­რის ექ­ვსწლი­ა­ნი პა­რი­ზუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი სრულ­დე­ბა. მარ­თა­ლია მან პსჟ-ს რი­გებ­ში 118 გოლი გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა გუნდს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა­ში ვერ და­ეხ­მა­რა.

ნე­ი­მა­რის წას­ვლა ნიშ­ნავს, რომ პსჟ-ში გა­სუ­ლი სე­ზო­ნის "დიდი სა­მე­უ­ლი­დან" მხო­ლოდ კი­ლი­ან მბა­პე რჩე­ბა. რო­გორც იცით პა­რი­ზი მე­სი­მაც და­ტო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მბა­პეს, მისი მო­მა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი არ იყო. მას ხან რე­ალს, ზოგ­ჯერ კი არა­ბულ კლუ­ბებს უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მბა­პე პსჟ-ში რჩე­ბა და გუნდთან კონ­ტრაქტს გა­ა­ხან­გრძლი­ვებს, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ცნო­ბის­თვის, ნე­ი­მარ­მა კა­რი­ე­რა სან­ტოს­ში და­ი­წყო. 2013 წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­და­ვი­და, შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა კი პა­რი­ზი იყო - პსჟ-ს 2017 წლი­დან შე­უ­ერ­თდა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ბურჯი
3

ამათი ფეხბურთი ფულის შოვნააა....

ავტორი:

ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება

ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება

ნეიმარი ფეხბურთის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავია, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი არაბული ფეხბურთის ისტორიის ახალი თავის დაწერას სულ მალე დაიწყებს. ინფორმაცია თავდაპირველად იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. რომანოს ცნობით, ის "ალ ჰილალს" შეუერთდება.

მოგვიანებით კი, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე აღნიშნულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

ფეხბურთელში "ალ ჰილალი" 86-მილიონ ფუნტს იხდის. კონტრაქტი ორწლიანი იქნება და ამ პერიოდში ბრაზილიელ სპორტსმენს 180-მილიონ ევროს გადაუხდიან.

ამით ნეიმარის ექვსწლიანი პარიზული თავგადასავალი სრულდება. მართალია მან პსჟ-ს რიგებში 118 გოლი გაიტანა, თუმცა გუნდს საბოლოო ჯამში, მთავარი მიზნის მიღწევაში, ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ვერ დაეხმარა.

ნეიმარის წასვლა ნიშნავს, რომ პსჟ-ში გასული სეზონის "დიდი სამეულიდან" მხოლოდ კილიან მბაპე რჩება. როგორც იცით პარიზი მესიმაც დატოვა.

რაც შეეხება მბაპეს, მისი მომავალი ცნობილი არ იყო. მას ხან რეალს, ზოგჯერ კი არაბულ კლუბებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო ცნობების მიხედვით, მბაპე პსჟ-ში რჩება და გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, ნეიმარმა კარიერა სანტოსში დაიწყო. 2013 წელს ბარსელონაში გადავიდა, შემდეგი გაჩერება კი პარიზი იყო - პსჟ-ს 2017 წლიდან შეუერთდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე