მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა" - რას აცხადებს გუბერნატორი?
"გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა" - რას აცხადებს გუბერნატორი?

რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მდი­ნა­რე ბუ­ბის კა­ლა­პოტ­ში ქვა­თაც­ვე­ნის გამო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ღა­მით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა დი­ლი­დან გა­ნახ­ლდა.

რო­გორც მარ­გვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე და­კარ­გულ 9 ადა­მი­ანს ეძე­ბენ.

"24 ადა­მი­ა­ნია ამოყ­ვა­ნი­ლი, ვე­ძებთ 9 და­კარ­გულ პი­როვ­ნე­ბას. ამის გარ­და გა­ი­ზარ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის არე­ა­ლი. დი­ლი­დან კვლავ გა­ნახ­ლდა მძი­მე ტექ­ნი­კის მუ­შა­ო­ბა. გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, მდი­ნა­რე ბუ­ბის კა­ლა­პოტ­ში ქვა­თაც­ვე­ნის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ასე­თი სტი­ქი­ე­ბის შემ­დეგ. ვი­ნა­ი­დან, გვი­ან ღა­მით ცუდი ხილ­ვა­დო­ბა იყო, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­და დი­ლამ­დე.

დი­ლით კი გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ვერ­ტმფრე­ნით და დრო­ნე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ხე­ო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ქვა­თაც­ვე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან გა­ნახ­ლდა“,- გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა" - რას აცხადებს გუბერნატორი?

"გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა" - რას აცხადებს გუბერნატორი?

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.

როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ.

"24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დამახასიათებელია ასეთი სტიქიების შემდეგ. ვინაიდან, გვიან ღამით ცუდი ხილვადობა იყო, სამუშაოები შეჩერდა დილამდე.

დილით კი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით დაათვალიერეს ხეობა და მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა“,- განაცხადა მარგველიძემ.