სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება": მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ
"ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება": მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ

„ჩემ­თვის ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ბოლო 10 წელი სწავ­ლას­თან შე­ხე­ბა აღარ მქო­ნია, წარ­სულ­ში კი გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა სფე­რო­ში მი­ვი­ღე“, — ამ­ბობს ოლექ­სან­დრა ლისა უკ­რა­ი­ნი­დან. EU4Youth პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, მან წელს პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში მდე­ბა­რე ნა­ტო­ლი­ნის ევ­რო­პის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა.

ოლექ­სან­დრა ერთ-ერ­თია აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის იმ 40 სტუ­დენ­ტი­დან, ვინც EU4Youth პროგ­რა­მის სას­ტი­პენ­დიო შე­საძ­ლებ­ლო­ბით ისარ­გებ­ლა.

„შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ნა­ტო­ლი­ნის ევ­რო­პის კო­ლე­ჯში სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს ვთა­ვა­ზობთ, უნი­კა­ლუ­რია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­სულ სტუ­დენ­ტებს ვაჩ­ვევთ არას­ტან­დარ­ტულ აზ­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც არ არის შე­ზღუ­დუ­ლი ამა თუ იმ დის­ციპ­ლი­ნით და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბით. ჩვენ, ამა­ვე დროს, ვუ­ბიძ­გებთ მათ, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კას ფარ­თო პერ­სპექ­ტი­ვი­დან შე­ხე­დონ“, — გან­მარ­ტავს ნა­ტო­ლი­ნის ევ­რო­პის კო­ლე­ჯის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ია­კუბ კუ­ბი­ცა.

კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრის წო­დე­ბას ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ევ­რო­პე­ის­ტი­კა­ში იღე­ბენ. ისი­ნი კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის შიდა და გარე პო­ლი­ტი­კა­ზე და ისეთ კონ­კრე­ტულ თე­მა­ტურ სფე­რო­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მიგ­რა­ცია, ციფ­რუ­ლი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია თუ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ომის კონ­ტექ­სტში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლა.

კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შე­უძ­ლი­ათ, კო­ლე­ჯში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­რონ. ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი სიღ­რმი­სე­უ­ლად ეც­ნო­ბი­ან ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი და მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან.

„პროგ­რა­მა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვით გა­დავ­წყვი­ტე, რო­მელ­თაც დიდ პა­ტივს ვცემ. მინ­დო­და, ცოდ­ნა გა­მეღრმა­ვე­ბი­ნა და ამეთ­ვი­სე­ბი­ნა ის ახა­ლი უნა­რე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მოლ­დო­ვა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჩემი ახალ­გაზ­რდა ქვეყ­ნის ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცესს შე­ვუ­წყობ­დი ხელს. არას­ტა­ბი­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოლ­დო­ვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია დღეს ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს“, — ამ­ბობს მოლ­დო­ვე­ლი ია­ნი­ნა ჟა­პა­ლაუ, რო­მე­ლიც ექ­ვსი წელი რუ­მი­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხიც იქ მი­ი­ღო.

რი­თაა უნი­კა­ლუ­რი ეს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა 10-თვი­ა­ნი დიპ­ლო­მის­შემ­დგო­მი კურ­სია ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ევ­რო­პე­ის­ტი­კა­ში. მას­ში ჩარ­თვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რო­მელ­თაც უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვთ მა­გის­ტრის ან ოთხწ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი. კურ­სის მი­ზა­ნია, ერთ სივ­რცე­ში შეკ­რი­ბოს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი: სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­მარ­თა­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კა, ლინგვის­ტი­კა, ის­ტო­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და, ასე­ვე, STEM მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი — მათ შო­რის მე­დი­ცი­ნა და ბი­ო­ლო­გია. ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ევ­რო­პე­ის­ტი­კით, ევ­რო­კავ­ში­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბით და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ის­ტო­რი­ი­თა თუ მე­ქა­ნიზ­მე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რას, პირ­ვე­ლი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტე­ბი იღე­ბენ ფუნ­და­მენ­ტურ ცოდ­ნას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. მე­ო­რე სე­მესტრში, ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, სტუ­დენ­ტე­ბი ირ­ჩე­ვენ ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შემ­დე­გი ოთხი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან: ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და პო­ლი­ტი­კა; ევ­რო­კავ­ში­რი და მსოფ­ლიო; ევ­რო­კავ­ში­რი და მისი კომ­პლექ­სუ­რი სა­მე­ზობ­ლო­ე­ბი; ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რია და ცი­ვი­ლი­ზა­ცია.

„ევ­რო­პის კო­ლე­ჯი ცნო­ბი­ლია მისი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი flying faculty-ით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ კო­ლე­ჯში სწავ­ლე­ბის მიზ­ნით მთე­ლი ევ­რო­პი­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან თე­ო­რე­ტი­კო­სი და პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს ორ სას­წავ­ლო ვი­ზიტს ევ­რო­კავ­შირ­სა და მის სა­მე­ზობ­ლო­ებ­ში. აქ სტუ­დენ­ტე­ბი 30-მდე ქვეყ­ნი­დან იყ­რი­ან თავს, ამი­ტომ კამ­პუს­ში სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რას­თან გა­საც­ნო­ბად ეროვ­ნუ­ლი დღე­ე­ბი ეწყო­ბა ხოლ­მე. ჩემს მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­და­რე­ბით, აქა­უ­რი აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მა იმი­თაა უნი­კა­ლუ­რი, რომ კო­ლე­ჯში და­ნერ­გი­ლია ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა და გეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის­წავ­ლო დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­გან“, — აღ­ნიშ­ნავს კო­ლე­ჯის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ცი­სა­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე.

შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა მო­ი­ცავს წე­ლი­წად­ში ორ სა­გა­მოც­დო სე­სი­ას, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი ხუთი-შვი­დი გა­მოც­დის­გან შედ­გე­ბა. ნიშ­ნე­ბის და­წე­რი­სას 20-ქუ­ლი­ა­ნი ფრან­კო­ფო­ნი­უ­რი (ბელ­გი­უ­რი/ფრან­გუ­ლი) სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, სტუ­დენ­ტე­ბი ცი­სა­ნას მიერ ნახ­სე­ნე­ბი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტე­ბი­თაც აგ­რო­ვე­ბენ ECTS-ის კრე­დი­ტებს.

„სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტი ჩემ­თვის სრუ­ლი სი­ახ­ლე იყო. ადრე არას­დროს მქო­ნია გა­მოც­დე­ბი ‘ღია წიგ­ნის’ მე­თო­დით ან სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის სა­ხით. ჩემ­თვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, თუმ­ცა უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ზე­პირ ან ‘და­ხუ­რუ­ლი წიგ­ნის’ მე­თო­დით ჩა­სა­ბა­რე­ბელ გა­მოც­დებს ვა­ნი­ჭებ“, — ამ­ბობს ოლექ­სან­დრა ლისა უკ­რა­ი­ნი­დან.

კურ­სის ბო­ლოს სტუ­დენ­ტმა უნდა და­წე­როს სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც მო­ცუ­ლო­ბით სა­ბა­კა­ლავ­რო თე­ზისს უტოლ­დე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 12,000-იდან 18,000-მდე სი­ტყვას მო­ი­ცავს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნიშ­ვნა თე­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით: აირ­ჩი­ეთ თემა, რომ­ლის შე­სა­ხებ უკვე გაქვთ გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა, რად­გან ეს ახა­ლი თე­მის კვლე­ვის­თვის სა­ჭი­რო დროს და­გა­ზოგ­ვი­ნებთ. ამას­თან, ეცა­დეთ მას­ზე მუ­შა­ო­ბა ადრე და­ი­წყოთ, მე­ო­რე სე­მესტრს ნუ და­ე­ლო­დე­ბით“, — გირ­ჩევთ ოლექ­სან­დრა.

სწავ­ლის პრო­ცე­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მე­დი­ას­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­თან. „გარ­და ამი­სა, ჩვენ სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მიღ­მაც ვთა­ვა­ზობთ აქ­ტი­ვო­ბებს — მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბის ვი­ზი­ტებს. წელს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გვქონ­და პირ­და­პი­რი ვი­დე­ო­ჩარ­თვა პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან, რო­მელ­მაც მათ შე­კი­თხვებს გას­ცა პა­სუ­ხი. ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დამ თა­ვი­სი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. ამას­თა­ნა­ვე, კამ­პუს­ში გვეწ­ვია მონ­ტე­ნეგ­როს პრე­ზი­დენ­ტი, აკა­დე­მი­უ­რი წელი კი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გახ­სნა“, — ამ­ბობს ია­კუბ კუ­ბი­ცა.

რო­გორ უნდა შე­ი­ტა­ნოთ გა­ნა­ცხა­დი და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გთა­ვა­ზობთ პროგ­რა­მა

2024/25 აკა­დე­მი­უ­რი წლი­სათ­ვის ონ­ლა­ინ­გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა და 2024 წლის იან­ვრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

კან­დი­და­ტებს უნდა ჰქონ­დეთ მა­გის­ტრის ან ოთხწ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ხა­რის­ხი. კო­ლე­ჯში ჩა­სა­რი­ცხად მათ ონ­ლა­ინ­გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­ი­ტა­ნონ. დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის ნახ­ვა აქაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენობ­რი­ვი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა: სა­მუ­შაო ენე­ბია ინ­გლი­სუ­რი და ფრან­გუ­ლი; კან­დი­და­ტებ­მა ერთი სა­მუ­შაო ენა, სულ მცი­რე, B2 დო­ნე­ზე უნდა იცოდ­ნენ, ხოლო მე­ო­რე სა­მუ­შაო ენა — სულ მცი­რე, B1 დო­ნე­ზე.

ქვეყ­ნე­ბის­თვის კვო­ტე­ბი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. კო­ლე­ჯში მი­ღე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 21 წე­ლია. „ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა ის არის, რომ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა თქვე­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ბოლო წელ­საც შე­გიძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, წელს გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის და­წყე­ბას ოქ­ტომ­ბერ­ში ვა­პი­რებთ და ეს პრო­ცე­სი მო­მა­ვა­ლი აკა­დე­მი­უ­რი წლის იან­ვრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ბოლო წელს 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იწყე­ბენ, გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა 2024/25 აკა­დე­მი­უ­რი წლი­სათ­ვის უკვე დამ­დეგ ოქ­ტომ­ბერს შე­უძ­ლი­ათ“, — გან­მარ­ტავს ნა­ტო­ლი­ნის ევ­რო­პის კო­ლე­ჯის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ია­კუბ კუ­ბი­ცა.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტე­ბის ზედა ასა­კობ­რივ ზღვარს, EU4Youth პროგ­რა­მა 35 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებ­ზეა გათ­ვლი­ლი. მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი სას­ტი­პენ­დიო სქე­მა, რო­მელ­საც ევ­რო­პის კო­ლე­ჯი კან­დი­და­ტებს სთა­ვა­ზობს. ევ­რო­პის კო­ლე­ჯი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის სტი­პენ­დი­ებს სთა­ვა­ზობს.

გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე ჩვენს დრო­ში ახალ­გაზ­რდე­ბი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის არ­ჩე­ვი­სას მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა თუ უპი­რა­ტე­სო­ბებ­საც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­პის კო­ლე­ჯი სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს მხარ­და­ჭე­რის მძლავრ ქსელს, რო­მე­ლიც 18,000-მდე კურსდამ­თავ­რე­ბულს აერ­თი­ა­ნებს.

„ჩვე­ნი შიდა სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა 90% პირ­ველ ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბას ან პირ­ველ ანა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოს კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბი­დან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­უ­ლობს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კო­ლე­ჯში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რონ კა­რი­ე­რის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და და­ეს­წრონ პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინ­გებს, ამას­თან, თა­ვად ჩვენც ვამ­ყა­რებთ კონ­ტაქ­ტებს კომ­პა­ნი­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან“, — ამ­ბობს ია­კუბ კუ­ბი­ცა.

ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­სას კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს იშ­ვი­ა­თად უხ­დე­ბათ იმის გან­მარ­ტე­ბა, თუ რა არის ევ­რო­პის კო­ლე­ჯი. „შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ევ­რო­პის კო­ლე­ჯი ამ სფე­რო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დია“, — დას­ძენს კუ­ბი­ცა.

ნა­ტო­ლი­ნის კო­ლე­ჯში, მისი არ­სე­ბო­ბის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან 340-მდე სტუ­დენტს აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ბოლო სამი აკა­დე­მი­უ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სტუ­დენ­ტებს და­მა­ტე­ბი­თი სას­ტი­პენ­დიო სქე­მით სარ­გებ­ლო­ბა პროგ­რა­მის, „EU4Youth: ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბა, III ფაზა“, ფარ­გლებ­ში შე­უძ­ლი­ათ. ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბულ ამ პროგ­რა­მას აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში — აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ბე­ლა­რუს­ში, მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი ლი­ე­ტუ­ვის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო (CPMA) ახორ­ცი­ე­ლებს. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გარ­და, სტი­პენ­დია მთლი­ა­ნად ფა­რავს სა­ცხოვ­რებ­ლის და კვე­ბის ხარ­ჯებს.

„არ შე­გე­შინ­დეს გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის!“

ჩვენ წლე­ვან­დელ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ვთხო­ვეთ, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ რჩე­ვე­ბი გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. აი, რა გვი­პა­სუ­ხეს მათ:

„რო­გორც კი ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენ გარ­შე­მო არი­ან სა­ოც­რად ნა­თე­ლი გო­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი: სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი და მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ისი­ნი სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის და იმ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცე­მენ, რომ­ლე­ბიც მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს და ამ გზით მოქ­მე­დე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ გამ­ბე­და­ო­ბას შეგ­მა­ტე­ბენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი აზ­რის სი­ცხა­დეს შეგ­ძენს, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, ის­წავ­ლი, რო­გორ დას­ვა კი­თხვე­ბი და რო­გორ შე­ხე­დო ყვე­ლა­ფერს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით“.

ია­ნი­ნა ჟა­პა­ლაუ (მოლ­დო­ვა). მას აქვს ორი ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი (ერთი ევ­რო­პე­ის­ტი­კა­ში) და მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. გარ­და ამი­სა, ნა­ტო­ლი­ნის კო­ლე­ჯში სწავ­ლამ­დე მან Erasmus+ პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„არ შე­გე­შინ­დეს, ფრან­გუ­ლი ენის (ან რო­მე­ლი­მე სხვა საგ­ნის) არა­საკ­მა­რის­მა ცოდ­ნამ არ და­გაბ­რკო­ლოს გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­სას. იყა­ვი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, გა­მო­ი­ყე­ნე უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ის­წავ­ლე უცხო ენე­ბი“.

ოლექ­სან­დრა ლისა (უკ­რა­ი­ნა). მან თა­ვი­სი წინა ხა­რის­ხი 2012 წელს მი­ი­ღო, გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნამ­დე კი ვი­ნი­ცა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და.

„თუ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვას აპი­რებ, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ის­წავ­ლო. მაგ­რამ არ და­გა­ვი­წყდეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბა. ნა­ტო­ლი­ნის კო­ლე­ჯში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უნი­კა­ლუ­რია, აქ და­წყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა კი — სა­მუ­და­მო“.

ცი­სა­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე (სა­ქარ­თვე­ლო). 2019 წელს მან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

EU4Youth პროგ­რა­მამ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რე­გი­ონ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ცხრა პრო­ექ­ტი და­ი­წყო. ეს პრო­ექ­ტე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უჭერს მხარს. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს ახა­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი ტემ­პით შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

ავ­ტო­რი: ოლგა კონ­სე­ვი­ჩი

ავტორი:

"ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება": მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ

"ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება": მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ

„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.

ოლექსანდრა ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ 40 სტუდენტიდან, ვინც EU4Youth პროგრამის სასტიპენდიო შესაძლებლობით ისარგებლა.

„შესაძლებლობა, რომელსაც ნატოლინის ევროპის კოლეჯში სწავლის მსურველებს ვთავაზობთ, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოსულ სტუდენტებს ვაჩვევთ არასტანდარტულ აზროვნებას, რომელიც არ არის შეზღუდული ამა თუ იმ დისციპლინით და მიკერძოებული წარმოდგენებით. ჩვენ, ამავე დროს, ვუბიძგებთ მათ, ევროკავშირისა და მსოფლიო პოლიტიკას ფართო პერსპექტივიდან შეხედონ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

კოლეჯის სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდებას ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში იღებენ. ისინი კონცენტრირდებიან ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკაზე და ისეთ კონკრეტულ თემატურ სფეროებზე, როგორიცაა მიგრაცია, ციფრული და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ, კოლეჯში მიღებული განათლება მშობლიური ქვეყნების განვითარებას მოახმარონ. ამის მიზეზი ისაა, რომ სტუდენტები სიღრმისეულად ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოების საკითხები და მისი თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

„პროგრამაზე განაცხადის შეტანა იმ ადამიანების რჩევით გადავწყვიტე, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. მინდოდა, ცოდნა გამეღრმავებინა და ამეთვისებინა ის ახალი უნარები, რომელთა დახმარებითაც მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ ჩემი ახალგაზრდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრირების პროცესს შევუწყობდი ხელს. არასტაბილური საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროინტეგრაცია დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, — ამბობს მოლდოველი იანინა ჟაპალაუ, რომელიც ექვსი წელი რუმინეთში ცხოვრობდა და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხიც იქ მიიღო.

რითაა უნიკალური ეს სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა 10-თვიანი დიპლომისშემდგომი კურსია ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში. მასში ჩართვა უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრის ხარისხი. კურსის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს ადამიანები, რომლებსაც განათლება შემდეგ სფეროებში აქვთ მიღებული: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, ისტორია, ჟურნალისტიკა და, ასევე, STEM მიმართულებები — მათ შორის მედიცინა და ბიოლოგია. ძირითადი მოთხოვნაა დაინტერესება ევროპეისტიკით, ევროკავშირის ფუნქციონირებით და ევროინტეგრაციის ისტორიითა თუ მექანიზმებით.

რაც შეეხება პროგრამის სტრუქტურას, პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები იღებენ ფუნდამენტურ ცოდნას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. მეორე სემესტრში, ცოდნის გასაღრმავებლად, სტუდენტები ირჩევენ ერთ მიმართულებას შეთავაზებული შემდეგი ოთხი სპეციალიზაციიდან: ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკა; ევროკავშირი და მსოფლიო; ევროკავშირი და მისი კომპლექსური სამეზობლოები; ევროპული ისტორია და ცივილიზაცია.

„ევროპის კოლეჯი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული flying faculty-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლეჯში სწავლების მიზნით მთელი ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები. პროგრამა მოიცავს ორ სასწავლო ვიზიტს ევროკავშირსა და მის სამეზობლოებში. აქ სტუდენტები 30-მდე ქვეყნიდან იყრიან თავს, ამიტომ კამპუსში სხვადასხვა კულტურასთან გასაცნობად ეროვნული დღეები ეწყობა ხოლმე. ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან შედარებით, აქაური აკადემიური პროგრამა იმითაა უნიკალური, რომ კოლეჯში დანერგილია ინტერდისციპლინური მიდგომა და გეძლევა შესაძლებლობა, ისწავლო დარგის ექსპერტებისგან“, — აღნიშნავს კოლეჯის კურსდამთავრებული საქართველოდან, ცისანა ნემსიწვერიძე.

შეფასების სისტემა მოიცავს წელიწადში ორ საგამოცდო სესიას, რომელთაგან თითოეული ხუთი-შვიდი გამოცდისგან შედგება. ნიშნების დაწერისას 20-ქულიანი ფრანკოფონიური (ბელგიური/ფრანგული) სისტემა გამოიყენება. გარდა ამისა, სტუდენტები ცისანას მიერ ნახსენები სასწავლო ვიზიტებითაც აგროვებენ ECTS-ის კრედიტებს.

„საგამოცდო ფორმატი ჩემთვის სრული სიახლე იყო. ადრე არასდროს მქონია გამოცდები ‘ღია წიგნის’ მეთოდით ან საშინაო დავალების სახით. ჩემთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა უპირატესობას მაინც ზეპირ ან ‘დახურული წიგნის’ მეთოდით ჩასაბარებელ გამოცდებს ვანიჭებ“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან.

კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მოცულობით საბაკალავრო თეზისს უტოლდება და დაახლოებით 12,000-იდან 18,000-მდე სიტყვას მოიცავს.

„მნიშვნელოვანი შენიშვნა თეზისთან დაკავშირებით: აირჩიეთ თემა, რომლის შესახებ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, რადგან ეს ახალი თემის კვლევისთვის საჭირო დროს დაგაზოგვინებთ. ამასთან, ეცადეთ მასზე მუშაობა ადრე დაიწყოთ, მეორე სემესტრს ნუ დაელოდებით“, — გირჩევთ ოლექსანდრა.

სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან. „გარდა ამისა, ჩვენ სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმაც ვთავაზობთ აქტივობებს — მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტებს. წელს ჩვენი სტუდენტების ინიციატივით გვქონდა პირდაპირი ვიდეოჩართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა. ამასთანავე, კამპუსში გვეწვია მონტენეგროს პრეზიდენტი, აკადემიური წელი კი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გახსნა“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ პროგრამა

2024/25 აკადემიური წლისათვის ონლაინგანაცხადების მიღება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრიატის ხარისხი. კოლეჯში ჩასარიცხად მათ ონლაინგანაცხადი უნდა შეიტანონ. დეტალური ინსტრუქციების ნახვა აქაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება: სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული; კანდიდატებმა ერთი სამუშაო ენა, სულ მცირე, B2 დონეზე უნდა იცოდნენ, ხოლო მეორე სამუშაო ენა — სულ მცირე, B1 დონეზე.

ქვეყნებისთვის კვოტები არ არის გათვალისწინებული. ორგანიზატორების თანახმად, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ კულტურული მრავალფეროვნება. კოლეჯში მიღების მინიმალური ასაკი 21 წელია. „ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ განაცხადის შეტანა თქვენი საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელსაც შეგიძლიათ. მაგალითად, წელს განაცხადების მიღების დაწყებას ოქტომბერში ვაპირებთ და ეს პროცესი მომავალი აკადემიური წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სტუდენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელს 2023 წლის შემოდგომაზე იწყებენ, განაცხადის შეტანა 2024/25 აკადემიური წლისათვის უკვე დამდეგ ოქტომბერს შეუძლიათ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

რაც შეეხება კანდიდატების ზედა ასაკობრივ ზღვარს, EU4Youth პროგრამა 35 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სასტიპენდიო სქემა, რომელსაც ევროპის კოლეჯი კანდიდატებს სთავაზობს. ევროპის კოლეჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტების სხვადასხვა სახის სტიპენდიებს სთავაზობს.

გამოწვევებით სავსე ჩვენს დროში ახალგაზრდები სასწავლო პროგრამის არჩევისას მის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებსა თუ უპირატესობებსაც აქცევენ ყურადღებას. ამის გათვალისწინებით, ევროპის კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერის მძლავრ ქსელს, რომელიც 18,000-მდე კურსდამთავრებულს აერთიანებს.

„ჩვენი შიდა სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 90% პირველ ანაზღაურებად სტაჟირებას ან პირველ ანაზღაურებად სამუშაოს კოლეჯის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში პოულობს. რასაკვირველია, კოლეჯში სწავლის პერიოდში სტუდენტებს შეუძლიათ, კონსულტაციები გაიარონ კარიერის მართვის სპეციალისტებთან და დაესწრონ პროფესიულ ტრენინგებს, ამასთან, თავად ჩვენც ვამყარებთ კონტაქტებს კომპანიებსა და ორგანიზაციებთან“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას კურსდამთავრებულებს იშვიათად უხდებათ იმის განმარტება, თუ რა არის ევროპის კოლეჯი. „შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის კოლეჯი ამ სფეროში ცნობილი ბრენდია“, — დასძენს კუბიცა.

ნატოლინის კოლეჯში, მისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 340-მდე სტუდენტს აქვს მიღებული განათლება. ბოლო სამი აკადემიური წლის განმავლობაში კი სტუდენტებს დამატებითი სასტიპენდიო სქემით სარგებლობა პროგრამის, „EU4Youth: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა, III ფაზა“, ფარგლებში შეუძლიათ. ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებულ ამ პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) ახორციელებს. სწავლის საფასურის გარდა, სტიპენდია მთლიანად ფარავს საცხოვრებლის და კვების ხარჯებს.

„არ შეგეშინდეს განაცხადის შეტანის!“

ჩვენ წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ რჩევები განაცხადების შეტანის პროცესის შესახებ. აი, რა გვიპასუხეს მათ:

„როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ, აღმოაჩენ, რომ შენ გარშემო არიან საოცრად ნათელი გონების მქონე ადამიანები: სტუდენტები, პროფესორები და მაღალი დონის პროფესიონალები. ისინი საკუთარი აზრების გაზიარების და იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას მოგცემენ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ გზით მოქმედებისთვის აუცილებელ გამბედაობას შეგმატებენ. ეს ადამიანები და საგანმანათლებლო პროცესი აზრის სიცხადეს შეგძენს, მაგრამ, იმავდროულად, ისწავლი, როგორ დასვა კითხვები და როგორ შეხედო ყველაფერს კრიტიკული თვალით“.

იანინა ჟაპალაუ (მოლდოვა). მას აქვს ორი ბაკალავრის ხარისხი (ერთი ევროპეისტიკაში) და მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ნატოლინის კოლეჯში სწავლამდე მან Erasmus+ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

„არ შეგეშინდეს, ფრანგული ენის (ან რომელიმე სხვა საგნის) არასაკმარისმა ცოდნამ არ დაგაბრკოლოს განაცხადის შეტანისას. იყავი ცნობისმოყვარე, გამოიყენე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ისწავლე უცხო ენები“.

ოლექსანდრა ლისა (უკრაინა). მან თავისი წინა ხარისხი 2012 წელს მიიღო, განაცხადის შეტანამდე კი ვინიცაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მუშაობდა.

„თუ პროგრამაში ჩართვას აპირებ, ჩემი რჩევა იქნება, ძალიან ბევრი ისწავლო. მაგრამ არ დაგავიწყდეს საგანმანათლებლო პროცესის სოციალური ცხოვრებით დაბალანსება. ნატოლინის კოლეჯში მიღებული გამოცდილება უნიკალურია, აქ დაწყებული მეგობრობა კი — სამუდამო“.

ცისანა ნემსიწვერიძე (საქართველო). 2019 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში მუშაობდა.

EU4Youth პროგრამამ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად ცხრა პროექტი დაიწყო. ეს პროექტები ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობას უჭერს მხარს. ასევე დაგეგმილია ინოვაციური მეთოდების შემუშავება, რომლებიც ახალგაზრდებს ახალი ცოდნისა და უნარების მათთვის ხელსაყრელი ტემპით შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

ავტორი: ოლგა კონსევიჩი