პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე..." - რას წერს მეგობარი შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილ უნიჭიერეს ბიჭზე?
"გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე..." - რას წერს მეგობარი შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილ უნიჭიერეს ბიჭზე?

შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ. 25 წლის ახალ­გაზ­რდა, სან დი­ე­გოს უნი­ვე­რის­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლი გუ­შინ სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ წნორ­ში დაკ­რძა­ლეს. წნორ­ში არ­სე­ბუ­ლი "ცოდ­ნის კა­ფის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთი მო­ლაშ­ვი­ლი და­ვი­თის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და ის მშნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში

ქეთი მო­ლაშ­ვი­ლი:

"ცოდ­ნის კაფე" რომ შევ­ქმე­ნით მე და ნა­ნამ, იმ ღა­მეს როცა გავ­ხსე­ნით და მარ­ტო დავ­რჩით, ყვე­ლა რომ გა­ვი­ცი­ლეთ და მოდი, და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო რომ ვთქვით, ვი­ყა­ვით ორი კინ­კი­ლა გოგო. თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს და ნეტა შევ­ძლებ­თო? - ერ­თმა­ნეთს ვე­კი­თხე­ბო­დით. მერე ვთქვით, რომ თუ ვერ შევ­ძლებ­დით, აგერ 1 წელ­ში დავ­კე­ტავ­დით და ეგ იქ­ნე­ბო­და.

ერთ დღეს აკა­კი მო­ვი­და და თქვა, აი, ჩემს კლა­სე­ლებ­საც უნ­დათ დას­წრე­ბა და თან დათო არის, ჩემი მე­გო­ბა­რი, იმას წიგ­ნე­ბის კი­თხვა უყ­ვარს და მო­ე­წო­ნე­ბა ეს ად­გი­ლიო. ასე მო­ვი­და დათო ჩვენ­თან. და­თოს მოჰ­ყვა მთე­ლი კლა­სი. მა­შინ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ. დათო რო­გო­რია და ასე­თი, თბი­ლი­სი­დან რომ მო­დი­ო­და, მა­შინ­ვე მომ­წერ­და, კა­ფე­ში ხართ? ზურგჩან­თით ჯერ ცოდ­ნის კა­ფე­ში მოგ­ვად­გე­ბო­და, შე­ეხ­მი­ა­ნე­ბო­და მთელს სა­მე­გობ­როს და ყვე­ლა­ნი იქ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. დას­ხდე­ბოდ­ნენ და რაზე აღარ ლა­პა­რა­კობ­დნენ.

საჭ­მლის დრო მო­ვი­დო­და? ყვე­ლა ერ­თად გა­ვამ­ზა­დებ­დით, ვჭამ­დით, დავ­რე­ცხავ­დით, და­ვა­სუფ­თა­ვებ­დით. ჰოდა იყო ასე, თა­ვი­დან ორი კინ­კი­ლა გო­გოს შექ­მნი­ლი "ცოდ­ნის კაფე", სულ მალე ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ცოდ­ნის კა­ფეს გუნ­დად აქ­ცი­ეს. ასე გახ­და "ცოდ­ნის კაფე" ის, რაც არის. მას შემ­დეგ, მე და ნანა ღამე მარ­ტო­ე­ბი აღარ დავ­რჩე­ნილ­ვართ, არც აღა­რაფ­რის შეგ­ვში­ნე­ბია.

ამი­ტო­მაც გა­დარ­ჩა და არ და­ი­კე­ტა. სა­ღა­მო­ო­ბით ერ­თად ვა­ლა­გებ­დით, ვწმენ­დით, ვგეგ­მავ­დით და ერ­თად მივ­დი­ო­დით სახ­ლში. აი, ჩემი თავი ჰო ჭკვი­ა­ნი მე­გო­ნა, მეთ­ქი "ცოდ­ნის კაფე" გავ­ხსე­ნით, რავი, და­თოს და მის სა­მე­გობ­როს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხეს ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ასე გან­ვი­თა­რე­ბა მეთ­ქი.

მო­დი­ოდ­ნენ და რა­ღაც თა­მა­შებს თა­მა­შობ­დნენ, ჰო წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, და­ვითს რომ ცოდ­ნა ჰქონ­და, ვერც გა­ი­აზ­რებთ, თან ხომ მაგ­რად უკ­ვირ­და, რა­ტომ არ ვი­ცო­დით მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი­ღაც წერ­ტილ­ში, რო­მე­ლი­ღაც მთა­ზე რო­დის ავი­და რო­მე­ლი­ღაც მთას­ვლე­ლი. მე იმათ ჭკვი­ა­ნი ვე­გო­ნე, მოდი, ჩვენ­თან ერ­თად ითა­მა­შეო. რა­ღა­ცა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებს თა­მა­შობ­დნენ, მე კი­დევ მე­ში­ნო­და, მეთ­ქი ახლა თუ ვე­თა­მა­შე და დათო მიხ­ვდა რომ არა­ფე­რი არ ვიცი, მაგ­რად დამ­ცი­ნებს, ხოდა არ ვი­თა­მა­შებ, სადა მაქვს ორი თავი.

მერე იყო უამ­რა­ვი გა­და­ბარ­გე­ბა და ყველ­გან ერ­თად ვი­ყა­ვით. პან­დე­მი­ის დროს, ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ი­კე­ტა, იმ­დე­ნად მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი იყ­ვნენ ცოდ­ნის კა­ფე­ზე, მა­ინც მო­დი­ოდ­ნენ, მა­ინც ის­ხდნენ "ცოდ­ნის კა­ფე­ში" და აგ­რძე­ლებ­დნენ ფილ­მე­ბი­სა თუ ჯა­დოს­ნუ­რად ჭკვი­ა­ნუ­რი თა­მა­შე­ბის თა­მაშს.

და­თოს უყ­ვარს Pink Floyd, ამე­რი­კა­ში რომ ვი­ყა­ვიო, იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე მათი ორი­გი­ნა­ლი ფირ­ფი­ტაო და გვა­ჩუ­ქა მა­შინ, როცა "ცოდ­ნის კა­ფეს" გუნ­დის წევ­რად იგ­რძნო თავი. და­ვით­მა რომ და­გა­ფა­სა და ასე სა­ჩუ­ქა­რი გა­ჩუ­ქა, დიდი ამ­ბით მი­ვი­ღეთ. პა­ტა­რა ამ­ბა­ვი არაა და­ვი­თის­გან ასე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი. ასე ვი­ქე­ცით ერთ გუნ­დად.

ჰოდა, ამი­ტომ გვტკი­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ზუს­ტად ვიცი, სა­ბო­ლო­ოდ, ცოდ­ნის კა­ფე­ში ახალ­გაზ­რდე­ბი კი გავ­ზარ­დეთ, მაგ­რამ იმა­თაც არა­ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი აქვთ ჩვენს მსოფლხედ­ვე­ლო­ბის გაზ­რდა­ში თუ ცოტა მეტი არა, ვიდ­რე ჩვენ. და­თოს აქვს ყვე­ლა­ზე დიდი იუ­მო­რი და რად­გან ქი­ზი­ყე­ლია, ყვე­ლა­ზე პირ­და­პირ გე­ტყვის ყვე­ლა­ფერს. აი, ასე, მშვი­დად, ლა­ღად და ღი­მი­ლით სა­ხე­ზე, ისე ზუს­ტად გე­ტყვის რა­ღა­ცას, გინ­და იქვე რამე ბა­ლი­ში მო­ძებ­ნო და თავი ჩაყო სირ­ცხვი­ლით გა­წით­ლე­ბულ­მა. ისეთ რა­მეს გე­ტყვის, უცებ ვერ გა­ი­აზ­რებ და მერე სი­ცი­ლით კვდე­ბი, ეგ რა­ა­ა­ა­აა მი­თხრაო.

ღმერ­თოო, ისე მწა­რე რა­ღა­ცას იტყვის ხოლ­მე ვინ­მე­ზე, დათო კარ­გი რაა, ესე რო­გორ ლა­პა­რა­კობ, ვე­ტყვი ხოლ­მე და კარ­გი მა­შინ და აბა და­ფიქ­რდი, მასე არა­აო? და ზუს­ტად ისეა, რო­გორც დათო ამ­ბობს. და­გი­ნა­ხავს, სკა­ნერ­ში გა­გა­ტა­რებს და ზუს­ტად იცის ვინ ხარ, რა ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გაქვს და თუ არ მო­ე­წო­ნე­ბი, აგ­კენ­წლავს. არა, თუ მო­ე­წო­ნე­ბი, მა­ინც აგ­კენ­წლავს, ეგე­თია რა, და­თოა. ამი­ტომ და­მაკ­ლდა ძა­ლი­ან, თან ჰო სულ ჩვე­ნი იმე­დი ჰქონ­დათ,სა­მა­გი­დო თა­მა­შებ­ზეც ბო­ლოს რომ მწერ­და, აი, ვის მივ­მარ­თოთ, რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო, მე კი ვწერ­დი,

მაგ­რამ ვინც ვუ­თხა­რი, ეგე­ნი უკვე ვი­ცი­თო. მოკ­ლედ, გეგ­მებს ვა­წყობ­დით ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ზე სა­ო­ცა­რი თა­მა­ში რომ შექ­მნეს, ვის და­ე­ბეჭ­და, ბო­ლოს ვე­ღარ შე­ვეხ­მი­ა­ნე და მეთ­ქი აქ რომ ჩა­მო­ვა, დავ­სხდეთ, და­ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა უნდა თა­მა­შის და­ბეჭდ­ვას, ამ­ხე­ლა ცოდ­ნის კაფე ავა­შე­ნეთ.

ჰოდა, დათო ვე­ღარ ჩა­მო­ვი­და. ჰოდა, ამი­ტო­მაა გულ­ში რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­და. სევ­და იმი­სა, რომ დათო ამ ქვეყ­ნად აღა­რაა და იმე­დი იმი­სა, რომ მისი სა­მე­გობ­რო, ჩვენ თა­ო­ბა­ზე 100 000-ჯერ უფრო ჭკვი­ა­ნე­ბი, ლა­ღე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი, მიგ­ვიყ­ვა­ნენ ღირ­სე­ულ სა­ქარ­თვე­ლომ­დე. მშვი­დო­ბით, და­ვით, თქვენ ჩემი პირ­ვე­ლი და­ნაკ­ლი­სი ხართ სა­მე­გობ­რო­დან და ღმერ­თო რა მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლა! ეს პოს­ტი და­თო­სია, და­ნარ­ჩენ ჩემ ორ მე­გო­ბარს ვერც ვახ­სე­ნებ, სა­მი­ვე ისე დი­დია, რო­გორ ვა­კად­რო ერთ ამ­ბავ­ში ჩა­ტე­ვა..."

და­ვით ბე­რი­აშ­ვი­ლი ტრა­გე­დი­ის დროს, შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, და-ძმა სოფო და გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. მათ­გან გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ამო­იც­ნეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(((
0

ნათელი მის სულს!

???
3

რა გვჭირს? 

ავტორი:

"გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე..." - რას წერს მეგობარი შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილ უნიჭიერეს ბიჭზე?

"გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე..." - რას წერს მეგობარი შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილ უნიჭიერეს ბიჭზე?

შოვში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი გარდაცვლილი დავით ბერიაშვილი გახლდათ. 25 წლის ახალგაზრდა, სან დიეგოს უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული იყო. გარდაცვლილი გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მშობლიურ ქალაქ წნორში დაკრძალეს. წნორში არსებული "ცოდნის კაფის“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი დავითის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ ეხმარებოდა ის მშნიშვნელოვანი პროექტის განხორცილებაში

ქეთი მოლაშვილი:

"ცოდნის კაფე" რომ შევქმენით მე და ნანამ, იმ ღამეს როცა გავხსენით და მარტო დავრჩით, ყველა რომ გავიცილეთ და მოდი, დავილაპარაკოთო რომ ვთქვით, ვიყავით ორი კინკილა გოგო. თვალებგაფართოებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ნეტა შევძლებთო? - ერთმანეთს ვეკითხებოდით. მერე ვთქვით, რომ თუ ვერ შევძლებდით, აგერ 1 წელში დავკეტავდით და ეგ იქნებოდა.

ერთ დღეს აკაკი მოვიდა და თქვა, აი, ჩემს კლასელებსაც უნდათ დასწრება და თან დათო არის, ჩემი მეგობარი, იმას წიგნების კითხვა უყვარს და მოეწონება ეს ადგილიო. ასე მოვიდა დათო ჩვენთან. დათოს მოჰყვა მთელი კლასი. მაშინ აბიტურიენტები იყვნენ. დათო როგორია და ასეთი, თბილისიდან რომ მოდიოდა, მაშინვე მომწერდა, კაფეში ხართ? ზურგჩანთით ჯერ ცოდნის კაფეში მოგვადგებოდა, შეეხმიანებოდა მთელს სამეგობროს და ყველანი იქ იკრიბებოდნენ. დასხდებოდნენ და რაზე აღარ ლაპარაკობდნენ.

საჭმლის დრო მოვიდოდა? ყველა ერთად გავამზადებდით, ვჭამდით, დავრეცხავდით, დავასუფთავებდით. ჰოდა იყო ასე, თავიდან ორი კინკილა გოგოს შექმნილი "ცოდნის კაფე", სულ მალე ამ ახალგაზრდებმა ცოდნის კაფეს გუნდად აქციეს. ასე გახდა "ცოდნის კაფე" ის, რაც არის. მას შემდეგ, მე და ნანა ღამე მარტოები აღარ დავრჩენილვართ, არც აღარაფრის შეგვშინებია.

ამიტომაც გადარჩა და არ დაიკეტა. საღამოობით ერთად ვალაგებდით, ვწმენდით, ვგეგმავდით და ერთად მივდიოდით სახლში. აი, ჩემი თავი ჰო ჭკვიანი მეგონა, მეთქი "ცოდნის კაფე" გავხსენით, რავი, დათოს და მის სამეგობროს რომ ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი, რანაირად მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა ასე განვითარება მეთქი.

მოდიოდნენ და რაღაც თამაშებს თამაშობდნენ, ჰო წარმოგიდგენიათ ჭკვიანი ადამიანები, დავითს რომ ცოდნა ჰქონდა, ვერც გაიაზრებთ, თან ხომ მაგრად უკვირდა, რატომ არ ვიცოდით მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, რომელიღაც მთაზე როდის ავიდა რომელიღაც მთასვლელი. მე იმათ ჭკვიანი ვეგონე, მოდი, ჩვენთან ერთად ითამაშეო. რაღაცა ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობდნენ, მე კიდევ მეშინოდა, მეთქი ახლა თუ ვეთამაშე და დათო მიხვდა რომ არაფერი არ ვიცი, მაგრად დამცინებს, ხოდა არ ვითამაშებ, სადა მაქვს ორი თავი.

მერე იყო უამრავი გადაბარგება და ყველგან ერთად ვიყავით. პანდემიის დროს, ყველაფერი რომ დაიკეტა, იმდენად მიჯაჭვულები იყვნენ ცოდნის კაფეზე, მაინც მოდიოდნენ, მაინც ისხდნენ "ცოდნის კაფეში" და აგრძელებდნენ ფილმებისა თუ ჯადოსნურად ჭკვიანური თამაშების თამაშს.

დათოს უყვარს Pink Floyd, ამერიკაში რომ ვიყავიო, იქიდან ჩამოვიტანე მათი ორიგინალი ფირფიტაო და გვაჩუქა მაშინ, როცა "ცოდნის კაფეს" გუნდის წევრად იგრძნო თავი. დავითმა რომ დაგაფასა და ასე საჩუქარი გაჩუქა, დიდი ამბით მივიღეთ. პატარა ამბავი არაა დავითისგან ასე ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად.

ჰოდა, ამიტომ გვტკივა განსაკუთრებულად. ზუსტად ვიცი, საბოლოოდ, ცოდნის კაფეში ახალგაზრდები კი გავზარდეთ, მაგრამ იმათაც არანაკლები წვლილი აქვთ ჩვენს მსოფლხედველობის გაზრდაში თუ ცოტა მეტი არა, ვიდრე ჩვენ. დათოს აქვს ყველაზე დიდი იუმორი და რადგან ქიზიყელია, ყველაზე პირდაპირ გეტყვის ყველაფერს. აი, ასე, მშვიდად, ლაღად და ღიმილით სახეზე, ისე ზუსტად გეტყვის რაღაცას, გინდა იქვე რამე ბალიში მოძებნო და თავი ჩაყო სირცხვილით გაწითლებულმა. ისეთ რამეს გეტყვის, უცებ ვერ გაიაზრებ და მერე სიცილით კვდები, ეგ რაააააა მითხრაო.

ღმერთოო, ისე მწარე რაღაცას იტყვის ხოლმე ვინმეზე, დათო კარგი რაა, ესე როგორ ლაპარაკობ, ვეტყვი ხოლმე და კარგი მაშინ და აბა დაფიქრდი, მასე არააო? და ზუსტად ისეა, როგორც დათო ამბობს. დაგინახავს, სკანერში გაგატარებს და ზუსტად იცის ვინ ხარ, რა შინაგანი სამყარო გაქვს და თუ არ მოეწონები, აგკენწლავს. არა, თუ მოეწონები, მაინც აგკენწლავს, ეგეთია რა, დათოა. ამიტომ დამაკლდა ძალიან, თან ჰო სულ ჩვენი იმედი ჰქონდათ,სამაგიდო თამაშებზეც ბოლოს რომ მწერდა, აი, ვის მივმართოთ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო, მე კი ვწერდი,

მაგრამ ვინც ვუთხარი, ეგენი უკვე ვიცითო. მოკლედ, გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა, ბოლოს ვეღარ შევეხმიანე და მეთქი აქ რომ ჩამოვა, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რა უნდა თამაშის დაბეჭდვას, ამხელა ცოდნის კაფე ავაშენეთ.

ჰოდა, დათო ვეღარ ჩამოვიდა. ჰოდა, ამიტომაა გულში რაღაცნაირი სევდა. სევდა იმისა, რომ დათო ამ ქვეყნად აღარაა და იმედი იმისა, რომ მისი სამეგობრო, ჩვენ თაობაზე 100 000-ჯერ უფრო ჭკვიანები, ლაღები, თავისუფლები, მიგვიყვანენ ღირსეულ საქართველომდე. მშვიდობით, დავით, თქვენ ჩემი პირველი დანაკლისი ხართ სამეგობროდან და ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა! ეს პოსტი დათოსია, დანარჩენ ჩემ ორ მეგობარს ვერც ვახსენებ, სამივე ისე დიდია, როგორ ვაკადრო ერთ ამბავში ჩატევა..."

დავით ბერიაშვილი ტრაგედიის დროს, შოვში მეგობრებთან, და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად ისვენებდა. მათგან გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს.

იხილეთ ასევე: