პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს
როგორ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მთა­ვა­რი რის­კე­ბია: დე­ჰიდ­რა­ტა­ცია (გა­უ­წყლოვ­ნე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში წლის დე­ფი­ცი­ტი); გა­და­ხუ­რე­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა; ასე­ვე სით­ბუ­რი გა­მო­ფიტ­ვა და სით­ბუ­რი დაკ­ვრა.

გარ­და ამი­სა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან: 75 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის ხან­დაზ­მუ­ლე­ბი; ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­შო­ბი­ლე­ბი; ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი; გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მის (მაგ., პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა, ინ­სულ­ტი) მქო­ნე პი­რე­ბი; ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი ; გარ­კვე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი, მ.შ. პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტროლ­ზე; ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი (ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი) პი­რე­ბი; ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პი­რე­ბი (მაგ., მძი­მე ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი).

"რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ სი­ცხეს:

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სახ­ლში სიგ­რი­ლე

შე­ე­ცა­დეთ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიგ­რი­ლე. სახ­ლში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ა­მოწ­მეთ დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღა­მით 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ. დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 320C, ხოლო ღა­მით კი 240C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის; აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.

ღა­მით გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და და­ტო­ვეთ ღია დი­ლამ­დე, სა­ნამ გა­რეთ სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა (თუ ეს სა­ხი­ფა­თო არ არის).

დღი­სით შე­ამ­ცი­რეთ სახ­ლში სი­ცხის შეღ­წე­ვა - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი და და­რა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მზის მხა­რეს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მორ­თეთ ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა.

მზის მხა­რეს ჩა­მო­ა­ფა­რეთ დამჩრდი­ლა­ვი ფარ­დე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი, და­რა­ბე­ბი.

ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად სახ­ლს და­ა­ტე­ნი­ა­ნებს.

თუ სახ­ლში გაქვთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბი, რათა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს აგა­ცი­ლებთ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხეს.

ვენ­ტი­ლა­ტო­რი გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბა 350C-ს. ხოლო თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­მა­ტე­ბა 350C-ს, იგი ვერ მო­გიხ­სნით სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.

მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

თავი აა­რი­დეთ სი­ცხეს; გა­და­დით ცხე­ლი ოთა­ხი­დან გრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით. თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ე­ცა­დეთ დღის 2-3 სა­ა­თი გა­ა­ტა­როთ გრილ ად­გი­ლას. მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩა­ში გას­ვლას დღის ყვე­ლა­ზე ცხელ პე­რი­ოდ­ში.

მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ მის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ლით ყვე­ლა­ზე გრი­ლი პე­რი­ო­დი: 04:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.

დარ­ჩით/გა­ჩერ­დით ჩრდილ­ში - არ და­ტო­ვოთ ბავ­შვე­ბი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში!

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლი გრი­ლად და ტე­ნი­ა­ნად -

მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი, ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი, სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი, და სხვა.

ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის, ღია ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი ან კეპი, ან ქოლ­გა და მზის­გან დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

იხ­მა­რეთ სა­წო­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რე­უ­ლი და არა­ვი­თა­რი ბა­ლი­ში, რათა სი­ცხის დაგ­რო­ვე­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გარ­და ალ­კოჰო­ლის, ტკბი­ლი და კო­ფე­ი­ნი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა.

საკ­ვე­ბი მი­ი­ღეთ ხში­რად და მცი­რე ულუ­ფე­ბით. მო­ე­რი­დეთ ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოყოლა
0

საიდან ამდენი სიბრძნე? თავი კი არა, მინისტრთა საბჭოს შენობა ადევს ამის დამწერს მხრებზე. აფერუმ! 

გივი
0

გუშინ ღამე ფანჯრები სულ ღია იყო, მაგრამ 31 გრადუსს არ ჩამოცდა ტემპერატურა სახლში. :)

ავტორი:

როგორ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

როგორ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).

"როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.

მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.

ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.

დარჩით/გაჩერდით ჩრდილში - არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად -

მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.

იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.