პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება
"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება

შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი:

"მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ჩემ საქ­მე­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ არ იყოს მო­მარ­თუ­ლი, როცა ცალ­სა­ხაა, რომ ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბა, ვერ ვი­თარ­დე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თუ ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს ვკარ­გავთ.

ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს მე­ზობ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის ხელს გვიწ­ვდი­ან, რა­ზეც უარს ვამ­ბობთ, მთე­ლი მსოფ­ლიო გვი­თა­ნაგ­რძნობს, რუ­სე­თის გარ­და, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­ე­დი­ნე­ბა მათ მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ვინ უნდა გვი­თა­ნაგ­რძნოს, რო­მელ­თა სა­ხელ­საც მი­ე­წე­რე­ბა ქვეყ­ნის უმე­ტე­სი ტრა­გე­დია.

გარ­დაც­ვლილ­თა­გან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა, გმი­რე­ბი და ისი­ნი, ვინც და­სავ­ლურ გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დნენ, რო­მელ­თაც არ სურ­დათ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკუს­ვლით მი­დის, წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბით სპე­კუ­ლი­რებს, პროგ­რე­სი არ გა­აჩ­ნია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც ერთ წვენ­ში იხარ­შე­ბა. კვლავ უვი­ცო­ბამ, და­უ­დევ­რო­ბამ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან სა­კი­თხებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნამ შე­ი­წი­რა ეს ხალ­ხი, ქვე­ყა­ნა; კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წუ­თიც გა­დამ­წყვე­ტია, არ მას­ვე­ნებს აზრი, რომ გა­თე­ნე­ბამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო რო­მე­ლი­მეს გა­დარ­ჩე­ნა.

ვიცი რას ნიშ­ნავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა, თავ­და­პირ­ვე­ლი აგო­ნია და შემ­დგო­მი ჯო­ჯო­ხე­თი, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ რას გა­ნიც­დი­ან გარ­დაც­ვლილ­თა მშობ­ლე­ბი. მათი ხსოვ­ნის­თვის მა­ინც უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ მუდ­მი­ვი არა­ფე­რია, ხალ­ხი კი არ მსა­ხუ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ პი­რი­ქით... ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, უტო­პი­უ­რი სამ­ყა­როც კი დის­ტო­პი­ად იქ­ცე­ვა, რაც ყვე­ლა მთავ­რო­ბას და­ე­მარ­თა".

შე­გახ­სე­ნებთ, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში, უმ­ძი­მე­სი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­კე­თე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყო. 4 აგ­ვის­ტოს სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თო ჯარი. 7 აგ­ვის­ტოს დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ნა­პოვ­ნია 19 და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი. კვლავ გრძელ­დე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია და­კარ­გუ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად.

7 აგ­ვის­ტო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გლო­ვის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თავადი ₾ევანი
0

ჩემო სეხნიავ მოდი ხატე რა , რა საქმესაც აკეთებ ის აკეთე ღირსეულად, რუსები , უკრაინელები და სხვა დანარჩენები თავებს მიხედავენ შენი და ჩემი ზედმეტი კომენტარების გარეშეც , 2008 წელს ხომ რას ამბობ უკრაინელებს აივანზე საქართველოს დროშები ქონდა გამოფენილი ისე დარდობდნენ.მემგონი თვითონ უკრაინის ტელევიზიაც კი არ აშუქებს იმდენს რამდენსაც ჩვენი ტელევიზიები აშუქებენ მათზე , უკვე დამღლელია რა ... 

ანა
0

ლადო,ლადო კვერცხი დადო...ხომ არ გეცოდება ომში მყოფი რუსეთი? უკრაინა თავს დაესხა და ჩვენ როგორ დაგვეხმარება? ისე, ეს რუსეთუმეები წადით და ჩაეწერეთ რუსულ არმიაში,დაეხმარეთ უკრაინისაგან შევიწროვებულ მეზობელს,დაგიფასებენ ბელადები! აბა ომი გინდათ? 

ავტორი:

"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება

"მთელი მსოფლიო თანაგვიგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში" - შოვის ტრაგედიას ცნობილი მხატვარი ეხმაურება

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი:

"მაქსიმალურად ვცდილობ ჩემ საქმეზე ვკონცენტრირდე, მაგრამ შეუძლებელია მთელი ყურადღება საქართველოსკენ არ იყოს მომართული, როცა ცალსახაა, რომ ქვეყანა იღუპება, ვერ ვითარდება, ინტელექტუალურ თუ ბუნებრივ რესურსებს ვკარგავთ.

ეროვნული ტრაგედიის დროს მეზობლები დახმარების ხელს გვიწვდიან, რაზეც უარს ვამბობთ, მთელი მსოფლიო გვითანაგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში. თუმცა ვინ უნდა გვითანაგრძნოს, რომელთა სახელსაც მიეწერება ქვეყნის უმეტესი ტრაგედია.

გარდაცვლილთაგან მომავალი თაობაა, გმირები და ისინი, ვინც დასავლურ განათლებას იღებდნენ, რომელთაც არ სურდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც უკუსვლით მიდის, წარსული შეცდომებით სპეკულირებს, პროგრესი არ გააჩნია, რომლის მოსახლეობაც ერთ წვენში იხარშება. კვლავ უვიცობამ, დაუდევრობამ, არაპროფესიონალიზმმა და მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანამ შეიწირა ეს ხალხი, ქვეყანა; კრიტიკულ სიტუაციაში წუთიც გადამწყვეტია, არ მასვენებს აზრი, რომ გათენებამდე შესაძლებელი იყო რომელიმეს გადარჩენა.

ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, თავდაპირველი აგონია და შემდგომი ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ რას განიცდიან გარდაცვლილთა მშობლები. მათი ხსოვნისთვის მაინც უნდა გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია, ხალხი კი არ მსახურობს ხელისუფლებას, არამედ პირიქით... ცვლილების გარეშე, უტოპიური სამყაროც კი დისტოპიად იქცევა, რაც ყველა მთავრობას დაემართა".

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, უმძიმესი მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. კვლავ გრძელდება სამაშველო ოპერაცია დაკარგულების მოსაძებნად.

7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"