სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს
"ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლით ჩა­მო­ვე­დი - გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს პრე­მი­ერ­თან ლი ცი­ან­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს და ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნემ­დე გაზ­რდა მო­ი­ტანს ცვლი­ლე­ბებ­სა და კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთ­ში.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, დიდი პა­ტი­ვი და სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩემ­თვის დღეს თქვენ­თან შეხ­ვედ­რა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა ვთქვა რომ დი­დად ვა­ფა­სებთ ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მე­გობ­რო­ბას.

ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლით ჩა­მო­ვე­დი - გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა.

ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, მე მქონ­და პა­ტი­ვი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა შევ­ხვედ­რო­დი პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინს ქ. ჩენგდუ­ში და უსა­ზღვროდ მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი თბი­ლი მი­ღე­ბი­სა და მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

ასე­ვე, მქონ­და პა­ტი­ვი დავ­სწრე­ბო­დი მსოფ­ლიო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც ფან­ტას­ტი­კუ­რი და დი­დად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო. კი­დევ ერთხელ მინ­და გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი­სა და თქვენ­და­მი.

ასე­ვე მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი გვერ­გო იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნემ­დე ზრდის.

მი­მაჩ­ნია, რომ ეს მო­ი­ტანს კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთ­ში. ასე­ვე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რაც უკვე ვახ­სე­ნე პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინ­თან, რომ სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ უჭერს მხარს ერთი ჩი­ნე­თის პრინ­ციპს. აქვე მინ­და გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

დი­დად ვა­ფა­სებთ ჩი­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას და სა­უ­ბარს, კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა!”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბატონო პრემიერო
0

თუ გაინტერესებთ რუგითი პატრიოტის აზრი- ვიდრე სერიოზულ შეთზნხმებებს მიაწერთ ხეკს თქვენ და სხვა ბიზნესმდნები საქართველოსი, ურიგო სრ იწნებზ წსიკითხოთ სრსლინუზ მემუარები თუ რსტომ არ მიიღო მან რჩევა შემოეყვანა ჩინელი კომუნისტები რომ " გაეხლიერებინა " საბჭოთა კომუნისტური პარტია და ხოგადად ეკობომიკა. 

წაიკჯთხეთ ვიდრე გვიანი არ არის!!!!!

ქვეყნის გულშემატკივარი
1

ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა სახიფათოა,არ არიან სანდო ხალხი,დიდი რაოდენობით მათი შემოსვლა ჩვენს ისედაც დაღმავალ გზაზე მიმავალ დემოგრაფიას მთლად გაანადგურებს. ბიზნესში და მშენებლობებში საკონტროლო პაკეტი საქართველომ არ უნდა დათმოს, თორემ მათი მეთოდებია ფულით ექსპანსია.

ავტორი:

"ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

"ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა" - ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.

"ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.

ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.

მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, - განაცხადა პრემიერმა.