მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაძვირდება თუ არა თურქული წამლები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
გაძვირდება თუ არა თურქული წამლები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის ევრო/ლი­რის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი კურ­სის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ფას­ზე არ აი­სა­ხე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თურ­ქუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბა­ზა­რის გახ­სნის შემ­დეგ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი 70-80%-ით გა­ი­აფ­და.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ ლა­რის კურ­სი, თურ­ქულ ლი­რას­თან მი­მარ­თე­ბით, 2023 წლი­დან 46%-ით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ფონ­ზე, თურ­ქეთ­ში გაძ­ვი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფას­ზე გავ­ლე­ნას ვერ იქო­ნი­ებს და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, თურ­ქულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნას და იმ­პორ­ტს ისევ და­ბალ ფა­სად შეძ­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თურ­ქეთ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი 2022 წელს რამ­დენ­ჯერ­მე და­კო­რექ­ტირ­და, თუმ­ცა ლი­რას­თან მი­მარ­თე­ბით, ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბის გამო, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქე­თი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

თურ­ქუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბა­ზა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, 2022 წლის იან­ვარ­ში გა­იხ­სნა. შე­დე­გად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბი 70-80%-ით გა­ი­აფ­და.

თურ­ქუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის გახ­სნის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ზო­გავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
0

რა ზღაპრებს გვიყვებით? როდემდე უნდა ატყუოთ საქართველოს მოსახლეობა?

ქე მაინც ნურაფერს დაწერთ და ნერვებს ნუ გვიშლით!

ეკა
0

არა და ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პრეპარატები საერთოდ არ შემოდის..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გაძვირდება თუ არა თურქული წამლები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

გაძვირდება თუ არა თურქული წამლები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება.

მათივე ცნობით, თურქული ფარმაცევტული ბაზარის გახსნის შემდეგ, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.

თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.