პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის რამდენიმე თაღლითი ადამიანის გადაწყვეტილება" - აფხაზეთის მორიგი საჩუქარი რუსეთს: როგორ ეხმაურებიან ადგილობრივები სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას?
"ეს არის რამდენიმე თაღლითი ადამიანის გადაწყვეტილება" - აფხაზეთის მორიგი საჩუქარი რუსეთს: როგორ ეხმაურებიან ადგილობრივები სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას?

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. ად­გი­ლობ­რივ­მა პარ­ლა­მენ­ტმა აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნის ფარ­გლებ­ში, მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ აე­რო­პორ­ტი 49 წლით, სა­მარ­თა­ვად რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს გა­და­ე­ცა.

"დო­კუ­მენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ანრი ბარ­ციც­მა წა­რად­გი­ნა... მას 30 დე­პუ­ტა­ტი­დან ორმა არ მის­ცა ხმა, ერ­თმა კი, თავი შე­ი­კა­ვა" - წერს გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი რუს ინ­ვეს­ტორს, რუ­სულ იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ებს, კერ­ძო პი­რებს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­და­ე­ცე­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მათ შე­ეძ­ლე­ბათ, აღად­გი­ნონ და 49 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით მარ­თონ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ლი­დე­რის, ას­ლან ბჟა­ნი­ას თქმით, აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა სამი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნა იყო.

  • გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზეა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათი მო­საზ­რე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თის რუ­სე­თის­თვის ჩა­ბა­რე­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს.

"სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცალ­კე­ულ პირ­თა ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის... ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო მო­ცუ­ლო­ბა - 6- 10 მლრდ რუბ­ლია, იჯა­რის ვადა 49 წე­ლია, თუმ­ცა პირ­ვე­ლი 25 წელი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პე­რი­ო­დია.

ამას­თან, ინ­ვეს­ტორს გა­და­ე­ცე­მა რო­გორც აე­რო­პორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი... თა­ვის მხრივ, აფხა­ზუ­რი მხა­რე თა­ვის თავ­ზე იღებს აე­რო­პორ­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნოს გზა, აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნოს ელექტრო­ე­ნერ­გია და კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი ჩა­უ­ტა­როს აგუ­ძე­რი­სა და დრან­დის ქვე­სად­გუ­რებს" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი უკვე გა­მოთ­ქვა რამ­დე­ნი­მე ინ­ვეს­ტორ­მა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ერთ-ერთი და ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი, მი­ლი­არ­დე­რი დე­რი­პას­კაა, პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტი.

თუმ­ცა, აფხა­ზეთ­ში სა­უბ­რობ­დნენ, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტით კი­დევ ერთი რუსი მი­ლი­არ­დე­რი, რო­მან ტრო­ცენ­კოც და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რუ­სეთს სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა იმი­ტომ სურს, რომ ამ­ჟა­მად რუს ტუ­რის­ტებს აფხა­ზეთ­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ სო­ჭის გავ­ლით შე­უძ­ლი­ათ, ხოლო უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სო­ჭის აე­რო­პორ­ტი დარ­ჩა ერ­თა­დერ­თი მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც შავი ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, რაც აღე­მა­ტე­ბა ვლა­დი­კავ­კა­ზის ახა­ლი აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ას.

აფხა­ზე­თის ვე­ტე­რან­თა და მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "აია­ა­ი­რას“ წარ­მო­მად­გენ­ლის ბეს­ლან ინაფ­შბას თქმით, ეს შე­თან­ხმე­ბა კი არა, მო­ნუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­არ­თმევს აფხა­ზეთს, რო­გორც აე­რო­პორ­ტს, ასე­ვე, მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებს, აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ერთ თა­ო­ბას და­უ­კარ­გავს ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

"კა­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბაა, ასე­თი­ვე პი­რო­ბე­ბით - რუს ინ­ვეს­ტო­რებს ყვე­ლა­ფე­რი მივ­ყი­დეთ, მიწა, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, თა­ნაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფას­ში და თან მად­ლო­ბე­ლი უნდა ვიყო, რად­გან თურ­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვქონ­და... აე­რო­პორ­ტი 2024 წლის ბო­ლოს­თვის ამოქ­მედ­დე­ბა და პირ­ველ ეტაპ­ზე წე­ლი­წად­ში 375 ათა­სამ­დე მგზავრს გა­ა­ტა­რებ­სო, ოღონდ და­ა­ვი­წყდათ ეთ­ქვათ, რომ მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვად", - წერს ინე­სა ბე­რია.

"იმე­დია, შემ­დგო­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე მოვა და თქვენს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გა­ა­უქ­მებს... ეს არის რამ­დე­ნი­მე თაღ­ლი­თი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში. რუ­სე­თი თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თებს, რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კი, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენ­ტში მსხდო­მი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­ის­ყი­დეს, უფრო გამ­დიდ­რდე­ბი­ან... ასეთ აფხა­ზე­თის ცხოვ­რე­ბას, 90-იან წლებ­ში გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლი ჯობ­და, ასე შერ­ცხვე­ნი­ლი, გა­ყი­დუ­ლი და და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი აფხა­ზი ხალ­ხის ნახ­ვას" - წერს ია­სონ აფხა­ზი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
0

10 ათასი კვადრატული მეტრი?

აეროპორტისთვის მეცოტავება...

საკრალური ბუჩქები
1

ამ ბუჩქებს ხელი დეედება და ვიღაცას წითელი ეენთება. )

ავტორი:

"ეს არის რამდენიმე თაღლითი ადამიანის გადაწყვეტილება" - აფხაზეთის მორიგი საჩუქარი რუსეთს: როგორ ეხმაურებიან ადგილობრივები სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას?

"ეს არის რამდენიმე თაღლითი ადამიანის გადაწყვეტილება" - აფხაზეთის მორიგი საჩუქარი რუსეთს: როგორ ეხმაურებიან ადგილობრივები სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას?

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. ადგილობრივმა პარლამენტმა აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის ფარგლებში, მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რაც ნიშნავს, რომ აეროპორტი 49 წლით, სამართავად რუსულ კომპანიებს გადაეცა.

"დოკუმენტი პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა და იუსტიციის მინისტრმა, ანრი ბარციცმა წარადგინა... მას 30 დეპუტატიდან ორმა არ მისცა ხმა, ერთმა კი, თავი შეიკავა" - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru.

გამოცემის ცნობით, ამ კანონის ფარგლებში, სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს, რუსულ იურიდიულ კომპანიებს, კერძო პირებს ან ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლის ფარგლებშიც მათ შეეძლებათ, აღადგინონ და 49 წლის განმავლობაში, შეღავათიანი პირობებით მართონ სოხუმის აეროპორტი.

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, აეროპორტის აღდგენა სამი ათეული წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო.

  • განსხვავებულ პოზიციაზეა ადგილობრივი პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი, მათი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარებას და მოსახლეობის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებას ნიშნავს.

"სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის... ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა - 6- 10 მლრდ რუბლია, იჯარის ვადა 49 წელია, თუმცა პირველი 25 წელი გადასახადებისგან თავისუფალი, შეღავათიანი პერიოდია.

ამასთან, ინვესტორს გადაეცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები... თავის მხრივ, აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს აეროპორტამდე მიიყვანოს გზა, აეროპორტის შენობაში შეიყვანოს ელექტროენერგია და კაპიტალური რემონტი ჩაუტაროს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურებს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, პროექტის განხორციელების სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ინვესტორმა. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი და ყველაზე რეალური, მილიარდერი დერიპასკაა, პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და უძრავი ქონების მაგნატი.

თუმცა, აფხაზეთში საუბრობდნენ, რომ მიმზიდველი პირობების შემთხვევაში, სოხუმის აეროპორტით კიდევ ერთი რუსი მილიარდერი, რომან ტროცენკოც დაინტერესდებოდა.

ადგილობრივების თქმით, რუსეთს სოხუმის აეროპორტის აღდგენა იმიტომ სურს, რომ ამჟამად რუს ტურისტებს აფხაზეთში მოხვედრა მხოლოდ სოჭის გავლით შეუძლიათ, ხოლო უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სოჭის აეროპორტი დარჩა ერთადერთი მოქმედი რუსული აეროპორტი, რომელიც შავი ზღვის კურორტებზე მდებარეობს.

სოხუმის აეროპორტის ფართობი დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრია, რაც აღემატება ვლადიკავკაზის ახალი აეროპორტის ტერიტორიას.

აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების "აიააირას“ წარმომადგენლის ბესლან ინაფშბას თქმით, ეს შეთანხმება კი არა, მონური ხელშეკრულებაა, რომელიც საბოლოოდ ჩამოართმევს აფხაზეთს, როგორც აეროპორტს, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიებს, აფხაზეთის მოქალაქეების არაერთ თაობას დაუკარგავს ფინანსურ დამოუკიდებლობას.

"კაბალური შეთანხმებაა, ასეთივე პირობებით - რუს ინვესტორებს ყველაფერი მივყიდეთ, მიწა, შენობა-ნაგებობა, თანაც შეღავათიანი ფასში და თან მადლობელი უნდა ვიყო, რადგან თურმე ალტერნატივა არ გვქონდა... აეროპორტი 2024 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და პირველ ეტაპზე წელიწადში 375 ათასამდე მგზავრს გაატარებსო, ოღონდ დაავიწყდათ ეთქვათ, რომ მხოლოდ ცალმხრივად", - წერს ინესა ბერია.

"იმედია, შემდგომი ხელისუფლება ძალიან მალე მოვა და თქვენს დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს გააუქმებს... ეს არის რამდენიმე თაღლითი ადამიანის გადაწყვეტილება, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში. რუსეთი თავის საქმეს გააკეთებს, რამდენიმე ჩვენი თანამემამულე კი, რომლებმაც პარლამენტში მსხდომი ქვეყნის მოღალატე დეპუტატები მოისყიდეს, უფრო გამდიდრდებიან... ასეთ აფხაზეთის ცხოვრებას, 90-იან წლებში გმირული სიკვდილი ჯობდა, ასე შერცხვენილი, გაყიდული და დაჩაჩანაკებული აფხაზი ხალხის ნახვას" - წერს იასონ აფხაზი.