სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან და არც მიწასთან შეხება არ აქვს" - დავით ხიდაშელი უარყოფს, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარი 11 ლარად გადასცეს
"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან და არც მიწასთან შეხება არ აქვს" - დავით ხიდაშელი უარყოფს, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარი 11 ლარად გადასცეს

ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბიზ­ნეს­მენს რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნეთ­ში 104 000 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია 49 წლის ვა­დით მხო­ლოდ 11 ლა­რად გა­დას­ცა, ტყუ­ი­ლია.

რო­გორც და­ვით ხი­და­შელ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, მან მხო­ლოდ ნა­დი­რო­ბის ლი­ცენ­ზია შე­ი­ძი­ნა.

"ლი­ცენ­ზია ვი­ყი­დეთ ნა­დი­რო­ბის­თვის. არც ტყეს­თან, არც მი­წას­თან და არც ხალ­ხთან შე­ხე­ბა არ აქვს. პი­რი­ქით, ხალ­ხი უნდა და­ა­საქ­მონ, ტყის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად, თან ბევ­რი. წა­ი­კი­თხეთ და გა­ე­ცა­ნით პი­რო­ბებს. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მეტი არა­ფე­რია, მი­თუ­მე­ტეს ყვე­ლას შევ­თა­ვა­ზე ნა­ხე­ვარ წილ­ში შე­მოს­ვლა, მაგ­რამ არა­ვინ შე­მო­ვი­და“, - აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს „რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფის“ წევ­რებ­მა, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ და ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა, თა­მარ კორ­ძა­ი­ამ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით ხი­და­შელს 49 წლის ვა­დით, მხო­ლოდ 11 ლა­რად გა­დას­ცა რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის მას­შტა­ბი 104 712 ჰექ­ტა­რია. დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­წე­ბის და ტყე­ე­ბის გა­და­ცე­მა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­ყო­ფა რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე, არის ქვეყ­ნის მტრო­ბა და ღა­ლა­ტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
126

თუ ეს მატყუარა გადამგდები ბიძინა ივანიშვილი არ მოშორდა ამ ქვეყანას უფსკრულში ჩავიჩეხებით.მერე თვალეთ ოლიგარქები აქ და უთვალეთ მილიარდები ოცნების მხარდამჭერებო.როგორც რუსეთმა დახურა ყველა კრიტიკული სიტყვა და გამოათაყვანე რუსეთი ეგ დღე გველის ჩვენც.მერე ჭამეთ ხაშლამა და წამოწექით თათქარიძესავით.მეტი ღირებულება ჩვენ აღარ გვექნება.

ავტორი:

"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან და არც მიწასთან შეხება არ აქვს" - დავით ხიდაშელი უარყოფს, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარი 11 ლარად გადასცეს

"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან და არც მიწასთან შეხება არ აქვს" - დავით ხიდაშელი უარყოფს, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარი 11 ლარად გადასცეს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.

როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.

"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია, რომლის მასშტაბი 104 712 ჰექტარია. დეპუტატების შეფასებით, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.