სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?
"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?

ფილ­მი „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ მწე­რალ აკა მორ­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ 2005 წლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა. ის რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძემ გა­და­ი­ღო.

ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, გიო და გოგ­ლი­კო არი­ან, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რის თხოვ­ნით აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­მო­სა­ტა­ნად მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. გზად ყვე­ლა­ფე­რი იბ­ნე­ვა და ისი­ნი სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. დაჭ­რი­ლი გოგ­ლი­კო რჩე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან, ხოლო გიო გა­და­დის სომ­ხე­ბის მხა­რეს...

გიოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე, სამ­წუ­ხა­როდ, 42 წლის ასაკ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც სამ­სა­ხი­ო­ბო წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ბოლო დროს ის გა­ურ­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქტს.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­გო­ბარს, მსა­ხი­ობ ჯანო იზო­რი­ას და კი­ნო­რე­ჟი­სორს, პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ ავ­ტორს ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფილ­მი აღ­მოჩ­ნდა ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხი­ო­ბო ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ­ლი­თაც მსა­ხი­ო­ბი ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
09:53 / 25-07-2023

მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

ჯანო იზო­რია:

- „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ - ეს არის ერ­თა­დერ­თი კინო-ნა­მუ­შე­ვა­რი ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მეტი გაგ­რძე­ლე­ბა მის კა­რი­ე­რა­ში ამ კუ­თხით არც ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მი­ჭირს ჩემს ლე­ვან­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი და მისი ასე­თი სა­ხით გახ­სე­ნე­ბა...

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ფილ­მი, რაც ვახ­სე­ნეთ, ისე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან აი­ტა­ცა, სა­დაც ლე­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­უ­კე­თე­სო კი არა, სა­ოც­რე­ბა იყო.

მისი მე­გო­ბა­რი ვარ, ძმა­კა­ცი, ჯგუ­ფე­ლი, ერ­თად ჩა­ვი­რი­ცხეთ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მახ­სოვს, მშობ­ლე­ბი ერ­თად რო­გორ გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და იქი­დან მოვ­დი­ვართ.

გვქონ­და ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ჯგუფ­ში რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ლე­ვა­ნი ბრწყინ­ვა­ლე, კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მერე გა­რეგ­ნუ­ლა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ყო­ველ­მხრივ გა­მომ­ხატ­ვე­ლი. კარგ ოჯახ­ში და­ი­ბა­და - დედა - ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, მამა - ბა­ტო­ნი დევი, ძმა... უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი არი­ან...

- ასე­თი უნა­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი, ცუ­დია, რომ არ­ცერთ თე­ატ­რში არ იყო. რა­ტომ იკა­ვებ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე თავს?

- რა­ღაც არ უნ­დო­და, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი... არ ვი­ცით, ხვალ ვინ, რას, რო­გორ და რა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ... ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნდა, მას სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. რე­ა­ლო­ბას ზემგრძნო­ბი­ა­რედ აღიქ­ვამ­და... ამა­ვე დროს სა­ოც­რად ჯან­მრთე­ლი იყო, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის, ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლიც. კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში­სას, ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ტრავ­მა მი­ი­ღო, იდაყ­ვი მოხ­ვდა და ეგ ამ­ბა­ვი ცოტა გა­ურ­თულ­და...

რო­გორ მახ­სოვს ის წლე­ბი, როცა სახ­ლში მას­თან ვრჩე­ბო­დი და იყო მთე­ლი ამ­ბე­ბი... წუ­ხელ კი გა­და­ღე­ბი­დან მო­ვე­დი, რეზო ჩხე­ი­ძის ჯგუფს სა­ერ­თო ჩატი გვაქვს და ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი იქი­დან შე­ვი­ტყვე. ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ლე­ბი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით წერ­დნენ. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ ლე­ვა­ნი აღარ არის...

არა­ვინ მი­წყენს, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბიც, თუ ვი­ტყვი, რომ ლე­ვანს, რო­გორც მსა­ხი­ობს, დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ქარ­თულ კი­ნო­ში...

მი­ზე­ზიც არ ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად რით გარ­და­იც­ვა­ლა და ვარ შოკ­ში. ახლა ვარ სე­ნაკ­ში, თე­ატ­რში, რე­პე­ტი­ცია მაქვს, ვემ­ზა­დე­ბი პრე­მი­ე­რის­თვის და თან, ამ ამ­ბის გამო ვარ ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი. რთუ­ლია სა­კუ­თარ ადა­მი­ან­ზე წარ­სულ­ში ილა­პა­რა­კო. ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა და ვარ­სკვლა­ვი იყო, ერთი რო­ლით იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა.

ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- სა­ოც­რად სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, შო­კი­ვი­თაა ჩემ­თვის... უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, კე­თი­ლი და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი... ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ასე მოხ­და - იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კას­ტინ­გი და მა­შინ ამო­ვარ­ჩიე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა და ჩვენს ფილმშიც ასე მოხ­ვდა. მერე კი იცით, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ამ ფილ­მს და თა­ვად ლე­ვანს...

- ე.ი. მა­შინ­ვე შე­ნიშ­ნეთ ის თვი­სე­ბე­ბი, რაც თქვენს პერ­სო­ნაჟს სჭირ­დე­ბო­და...

- რა­ღაც ეპი­ზო­დე­ბის ტეს­ტი კეთ­დე­ბო­და და ეს ტეს­ტე­ბი შე­ას­რუ­ლა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. ამი­ტომ გა­და­წყდა მისი აყ­ვა­ნა და მერე რაც გვინ­დო­და, ის გა­კეთ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ა­ში ამ ფილ­მით დარ­ჩე­ბა.

შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა ცოტა უც­ნა­უ­რად წა­ვი­და. ბოლო 10 წე­ლია, მას­თან ფაქ­ტობ­რი­ვად კონ­ტაქ­ტი არ მქონ­და. კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და. თით­ქოს ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ურ­ბო­და...

- რა­ტომ? გულ­ნატ­კე­ნი იყო რა­მე­ზე?

- არა მგო­ნია, ვფიქ­რობ, უფრო დეპ­რე­სია იყო... არა­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო, ერთი შე­ხედ­ვი­თაც ხვდე­ბო­და, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად თა­მა­შობ­და.

- ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ტრავ­მა მი­ი­ღო კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში­სა­სო...

- ერთი-ორ­ჯერ თქვა, ამ ტრავ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს თავ­ზე, ყბის მხა­რე სტკი­ო­და, მაგ­რამ ეს იყო სულ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ტკი­ვილ­მა გა­ი­ა­რა, ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­ვი­ღეთ. ასე­თი ტკი­ვი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს აწუ­ხებს ხოლ­მე. გა­და­ღე­ბა­ზე ამ კუ­თხით არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. მშვე­ნივ­რად იყო და მთე­ლი შე­მარ­თე­ბით მუ­შა­ობ­და. გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ყო­ველ­თვის იყო...

- ერ­თა­დერ­თი რე­ჟი­სო­რი ხართ, ვინც მისი ეს ერ­თა­დერ­თი როლი შე­მო­ი­ნა­ხეთ ეკ­რან­ზე...

- ლე­ვან­მა ძა­ლი­ან დიდი ტა­ლან­ტი და­კარ­გა თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბის გამო. ვწუხ­ვარ, რომ მან ეს ნიჭი მე­ტად არ გა­ნავ­რცო...

  • Ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ობ ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს და მე­გობ­რებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bacho
0

მაგრა მეწყინა. სულ რაღაცნაირი დადებითი აურის ადამიანი იყო.

ია
0

ბოლოს მახსოვს 10 წლის წინ თუ მასე რუსთავი ორზე, ირმა სოხაძეს ქონდა რაღაც მუსიკალური შეჯიბრი და იქ იმღერა მიშა მესხთან ერთად. ღმერთმა გაანათლოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?

"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?

ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ მწერალ აკა მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში“ 2005 წლის ეკრანიზაციაა. ის რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ გადაიღო.

ფილმის მთავარი გმირები, გიო და გოგლიკო არიან, რომლებიც მეგობრის თხოვნით აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად მიემგზავრებიან. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს...

გიოს როლის შემსრულებელი მსახიობი ლევან დობორჯგინიძე, სამწუხაროდ, 42 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც სამსახიობო წრეებში ამბობენ, ბოლო დროს ის გაურბოდა საზოგადოებასთან კონტაქტს.

AMBEBI.GE ესაუბრა ლევან დობორჯგინიძის მეგობარს, მსახიობ ჯანო იზორიას და კინორეჟისორს, პოპულარული ფილმის „გასეირნება ყარაბაღში“ ავტორს ლევან თუთბერიძეს. სამწუხაროდ, ეს ფილმი აღმოჩნდა ლევანის ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი სამსახიობო ნამუშევარი, რომლითაც მსახიობი ისტორიას დარჩება.

ჯანო იზორია:

- „გასეირნება ყარაბაღში“ - ეს არის ერთადერთი კინო-ნამუშევარი ლევანის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, მეტი გაგრძელება მის კარიერაში ამ კუთხით არც ყოფილა. ძალიან მიჭირს ჩემს ლევანზე წარსულ დროში საუბარი და მისი ასეთი სახით გახსენება...

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფილმი, რაც ვახსენეთ, ისეთი ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა ძალიან აიტაცა, სადაც ლევანი შემოქმედებითად საუკეთესო კი არა, საოცრება იყო.

მისი მეგობარი ვარ, ძმაკაცი, ჯგუფელი, ერთად ჩავირიცხეთ თეატრალურ ინსტიტუტში. მახსოვს, მშობლები ერთად როგორ გვგულშემატკივრობდნენ და იქიდან მოვდივართ.

გვქონდა ის ბედნიერება, რომ ჯგუფში რეზო ჩხეიძესთან ვყოფილიყავით. ლევანი ბრწყინვალე, კეთილშობილი, პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი იყო, მერე გარეგნულადაც შესანიშნავი, ყოველმხრივ გამომხატველი. კარგ ოჯახში დაიბადა - დედა - ქალბატონი მანანა, მამა - ბატონი დევი, ძმა... უსაყვარლესები არიან...

- ასეთი უნარების მსახიობი, ცუდია, რომ არცერთ თეატრში არ იყო. რატომ იკავებდა სამსახიობო კარიერაზე თავს?

- რაღაც არ უნდოდა, რაღაცნაირად შეიცვალა ცხოვრების სტილი... არ ვიცით, ხვალ ვინ, რას, როგორ და რანაირად ვიცხოვრებთ... ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა, მას სხვანაირი ცხოვრება არ შეეძლო. რეალობას ზემგრძნობიარედ აღიქვამდა... ამავე დროს საოცრად ჯანმრთელი იყო, სპორტული აღნაგობის, ყოფილი წყალბურთელიც. კალათბურთის თამაშისას, ფილმის გადაღებამდე ტრავმა მიიღო, იდაყვი მოხვდა და ეგ ამბავი ცოტა გაურთულდა...

როგორ მახსოვს ის წლები, როცა სახლში მასთან ვრჩებოდი და იყო მთელი ამბები... წუხელ კი გადაღებიდან მოვედი, რეზო ჩხეიძის ჯგუფს საერთო ჩატი გვაქვს და ეს სამწუხარო ამბავი იქიდან შევიტყვე. ჩვენი ჯგუფელები გულისტკივილით წერდნენ. ახლაც არ მჯერა, რომ ლევანი აღარ არის...

არავინ მიწყენს, ჩემი მეგობრები, ახალგაზრდა მსახიობებიც, თუ ვიტყვი, რომ ლევანს, როგორც მსახიობს, დიდი მომავალი ჰქონდა, რომ გაეგრძელებინა, გამორჩეული იქნებოდა ქართულ კინოში...

მიზეზიც არ ვიცი, კონკრეტულად რით გარდაიცვალა და ვარ შოკში. ახლა ვარ სენაკში, თეატრში, რეპეტიცია მაქვს, ვემზადები პრემიერისთვის და თან, ამ ამბის გამო ვარ ძალიან დამწუხრებული. რთულია საკუთარ ადამიანზე წარსულში ილაპარაკო. ქართული კინოს მშვენება და ვარსკვლავი იყო, ერთი როლით იმდენი რამ გააკეთა.

ლევან თუთბერიძე, რეჟისორი:

- საოცრად სამწუხარო ამბავია, შოკივითაა ჩემთვის... უწესიერესი ადამიანი იყო, კეთილი და ამავე დროს ძალიან ნიჭიერი... ჩვენი პირველი შეხვედრა ასე მოხდა - იყო ჩვეულებრივი კასტინგი და მაშინ ამოვარჩიე. განსაკუთრებულად ნიჭიერი აღმოჩნდა და ჩვენს ფილმშიც ასე მოხვდა. მერე კი იცით, როგორი წარმატება ხვდა ამ ფილმს და თავად ლევანს...

- ე.ი. მაშინვე შენიშნეთ ის თვისებები, რაც თქვენს პერსონაჟს სჭირდებოდა...

- რაღაც ეპიზოდების ტესტი კეთდებოდა და ეს ტესტები შეასრულა უმაღლეს დონეზე. ამიტომ გადაწყდა მისი აყვანა და მერე რაც გვინდოდა, ის გაკეთდა. სამწუხაროდ, ისტორიაში ამ ფილმით დარჩება.

შემდეგ მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა. ბოლო 10 წელია, მასთან ფაქტობრივად კონტაქტი არ მქონდა. კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა...

- რატომ? გულნატკენი იყო რამეზე?

- არა მგონია, ვფიქრობ, უფრო დეპრესია იყო... არადა, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ერთი შეხედვითაც ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა და ძალიან ბუნებრივად თამაშობდა.

- ფილმის გადაღებამდე ტრავმა მიიღო კალათბურთის თამაშისასო...

- ერთი-ორჯერ თქვა, ამ ტრავმასთან დაკავშირებით თითქოს თავზე, ყბის მხარე სტკიოდა, მაგრამ ეს იყო სულ ერთი დღის განმავლობაში და ტკივილმა გაიარა, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ. ასეთი ტკივილი ყველა ადამიანს აწუხებს ხოლმე. გადაღებაზე ამ კუთხით არაფერი შემიმჩნევია. მშვენივრად იყო და მთელი შემართებით მუშაობდა. გულჩათხრობილი ყოველთვის იყო...

- ერთადერთი რეჟისორი ხართ, ვინც მისი ეს ერთადერთი როლი შემოინახეთ ეკრანზე...

- ლევანმა ძალიან დიდი ტალანტი დაკარგა თავისი უცნაური ცხოვრების გამო. ვწუხვარ, რომ მან ეს ნიჭი მეტად არ განავრცო...

  • Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ლევან დობორჯგინიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მეგობრებს.