ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.
„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მიშამ, შინაგანად ფუქსავატმა, ზერელე და გაუწონასწორებელმა პიროვნებამ, რომელმაც ბოლომდე და სიღრმისეულად არცერთი დისციპლინა არ იცის, ზედაპირულია, ანგარიშგაუწევლად, აფრქვევს რაც პირს მოადგება, ქვეყნის მართვის პროცესი დაიყვანა სახურავებზე მთავრობის სხდომების გამართვამდე და ვიდეოკამერის და ტრიბუნის აქეთ იქით თრევისას კარდინალური "რეფორმების " დაანონსებაზე, რომელთაც კატასტროფული შდეგები მოჰყვა , მაგალითი უამრავი, მთავარი მაინც კონსტიტუციის ისეთ კოსტუმად ქცევაა კობახიძესაც რომ მოადგა , მაგრამ მაინც გადასახადების რაოდენობის შემცირების და ერთმანეთში გადარევის , სოცგადასახდის გაუქმების, საშემოსავლოს "შემცირების" და მსგავსების დაბრეხვება ღია ეთერში , არასერიოზული კაცია , მათ შორის პირად ცხოვრებაში, დაუოკებელი ლტოლვები აქვს და ზოგადად მაოხრებელი გზირია , ან ეს ყველაფერი როლია და მაღალი დონის შემსრულებელი აგენტია , მტერი, დუშმანია, დავალებას ასრულებს, როლია, მინახავს კამერის გარეშე სერიოზული და აზრიანიც, ინტუიტიურად გრძნობს რომელი სახელმწიფო ინსტიტუსის რა ინსტრუმენტით მიაღწიოს აბსოლუტურ დამორჩილებას , უმაღლეს დონეზე აქვს შესრულებული ქვეყნის და საზოგადოების მუთაქად ამოდების მიზნით არარეზიდენტის გადასახდის და იმ პირთა ქონების გადასახის შემოღების და აღსრულების ეპოპეია, ვისი წლიური ოჯახური შემოსავალიც 40 ათას ლარს ასცდა , ან თუნდაც ლარის ბლუმბერგზე გატანა , რკინიგზის ობლიგაციები და სხვა და სხვა , თან პირადი გამორჩენაც არ ავიწყდება, რომელი ინვესტორი მოვა, აქ ამ ამბების მცოდნე, აქ ბიზნესს ვინ მოიტანს, არადა მე ვარ თავად გიჟი, თუ ეს მამჩვენებია !
არა მგონია ყურადღებით აკვირდებოდეთ, ასე რომ იყოს დაინახავდით რომ მას არც კომფორტი აკლია და არც მზრუნველობა. იმ უამრავი ბოროტი დანაშაულის ფონზე კი რაც მან ქართველი ხალხის საზიანოდ ჩაიდინა და დღესაც სჩადის, მისი სასჯელი მეტად მსუბუქი და თითქმის სიმბოლურია.