სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს" - რა თქვა ხორვატიის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე
"მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს" - რა თქვა ხორვატიის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე

სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ამ­ბი­ცია, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის და ნატო-ს წევ­რი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ მის­წრა­ფე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ ხორ­ვა­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ან­დრეი პლენ­კო­ვიჩ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ხორ­ვა­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს. ამას­თან, და­ი­ნა­ხა­ვენ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ პროგ­რეს­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე წინსვლას.

"დღეს სა­უ­ბა­რი გვქონ­და ხორ­ვა­ტი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ჩვენ შე­ვე­ხეთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას, იმ ამ­ბი­ცი­ებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე, ვი­სა­უბ­რეთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. შე­ვე­ხეთ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ხორ­ვა­ტია და სა­ქარ­თვე­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ნიშ­ნით, ძა­ლი­ან მსგავ­სია. სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ამ­ბი­ცია, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის და ნატო-ს წევ­რი.

ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ მის­წრა­ფე­ბებს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ წელს, ევ­რო­პულ საბ­ჭო­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო ამ გზა­ზე შედ­გე­ბი­ან. მოლ­დო­ვა და უკ­რა­ი­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე­ე­ბი არი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს კი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭა და 12 ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნე­სა­ზღვრა. ეს ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა­შია გა­წე­რი­ლი. მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ას­რუ­ლებს. იმე­დი მაქვს, გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვნა­ხავთ პროგ­რესს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე წინსვლა გვექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ხორ­ვა­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს" - რა თქვა ხორვატიის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე

"მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს" - რა თქვა ხორვატიის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე

საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ამასთან, დაინახავენ ინსტიტუციურ პროგრესსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას.

"დღეს საუბარი გვქონდა ხორვატიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის გეოგრაფიის ნიშნით, ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონეები არიან, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებაში ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვექნება“, - აღნიშნა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.