"თბილისში რუსებისთვის ახალი სატრანზიტო ჰაბი იქმნება, რომლის მეშვეობითაც ევროპაში ფრენა გახდება შესაძლებელი“, - ამის შესახებ RBC-ს ვნუკოვოსა და აზიმუტის ავიახაზების თანამფლობელმა, ვიტალი ვანცევმა გასულ კვირას განუცხადა. "ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-დან რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის თვალსაზრისით, კარგ შეთავაზებებს აკეთებენ, ხსნიან ფრენებს ევროპაში - პარიზში, ნიცაში და რომში, სადაც პირდაპირი რეისები ახლა დაკეტილია. შედეგად, რუსები მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს თბილისში სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ“, - განაცხადა ვანცევმა.
"თურქეთ-რუსეთს შორის დღეში დაახლოებით, 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში, დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორ შეიძლება საქართველო გახდეს რისკების საფუძველი?!" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ვანცევის განცხადების კომენტირებისას. ცნობისთვის, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან რუსეთმა 2019 წელს ცნობილი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აკრძალა, რაც რუსეთის დუმის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ნახვას მოჰყვა. საერთაშორისო სანქციების შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა აკრძალვა 2023 წლის 15 მაისს გააუქმა და დაუშვა ავიამიმოსვლა, ამავე დღეს გააუქმა სავიზო რეჟიმიც.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კიდევ ერთმა რუსულმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით ფრენა. ამ პროცესებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ ისაუბრა. გთავზაობთ ამონარდს ინტერვიუდან:
- გმადლობთ ამ კითხვისთვის. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს. მიმაჩნია, რომ მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ქვეყანაში რუსების შემოსვლა. თბილისში ეგენი დიდად ვერ ხარობენ, აქ აშკარად კუდი აქვთ მოჭრილი, მაგრამ ბათუმში საშინელება ხდება. ახლახან ვიყავი და გული გამისკდა იმით, რაც იქ ვნახე, თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი რუსეთის მოქალაქეების მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისადმი.
ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, არ შეგვიძლია სრულად შევზღუდოთ მათი შემოსვლა, მაგრამ საზღვარზე უნდა დაწესდეს ძალიან მკაცრი კონტროლი. ვიღაცები არ უნდა შემოუშვან და რაც მთავარია, საქართველოში კანონი რუსების მიმართ სრული სიმკაცრით უნდა აღსრულდეს.
ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი კონფლიქტი ხდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის. მაგალითად, შესახლდებიან სახლში, არ უხდიან ფულს მეპატრონეს და არც ბინას ცლიან. პოლიცია მათ არ ასახლებს, მაშინ, როდესაც ლტოლვილებს ხშირად 24 საათში უბინაოდ ტოვებენ ხოლმე. რუსებმა საქართველოში უნდა იგრძნონ, რომ არაკეთილმოსურნე ქვეყნის ტერიტორიაზე არიან. თბილისში ამას გრძნობენ, თუმცა მიკვირს რიგი ქართველების, მათ შორის აჭარლების, ასე რომ უხარიათ მათი ჩამოსვლა და ამბობენ, ისინი უფრო ბევრ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ქართველებიო. ასე ფიქრი და მოქცევა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ამგვარმა მიდგომამ შეიძლება დაგვღუპოს. წაიკითხეთ სრულად
თუ აჭარლები არ ჩივიან , ამან საიდან მოიტანა, ფულს რომ არ იხდიან? აფერისტი და მედროვეა
უკვე რუსებისაა ბათუმის უძრავი ქონების ერთი მესამედი. მალე ქართველი ბათუმში სტუმარი გახდება როგორც ეს მოხდა სოხუმში.