სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას" - ბათუმში, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი
"ზურა დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას" - ბათუმში, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

ბა­თუმ­ში, 4 ივ­ლისს, ე.წ. ბა­ნან­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ზე არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ზურა სა­ღი­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი, არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულს არა­ვი­თა­რი მო­ტი­ვი და სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქო­ნია, უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გა­ნეზ­რა­ხა.

ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი და­უბ­რკო­ლებ­ლად, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შეძ­ლებ­და ნა­პირ­ზე გა­ცურ­ვას, მისი მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში ყოფ­ნის დროს კი, რა­ი­მე საფრ­თხე, ან სა­შიშ­რო­ე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ლო­გი­კუ­რად მკაც­რი ბრალ­დე­ბით ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

"4 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში ახალ­გაზ­რდა და­ი­კარ­გა, რო­მე­ლიც შავ ზღვა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი 7 ივ­ლისს იპო­ვეს. პირ­ველ რიგ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, ვი­ზი­ა­რებთ და ვუ­თა­ნაგ­რძნობთ და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს ამ მძი­მე ტრა­გე­დი­ას. ბრალ­დე­ბუ­ლი მზად არის, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მის ნე­ბის­მი­ერ გა­დაც­დო­მა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­როს. ამ ტრა­გე­დი­ამ დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, გავ­რცელ­და არა­ერ­თი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბე­ბის, ცალ­მხრი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის და რა­დი­კა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ კი, მიგ­ვაჩ­ნია რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი დე­ტა­ლი იცო­დეს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რათა ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნე­ბი იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი.

6 ივ­ლისს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ კა­ტე­რის მძღო­ლი და­ა­კა­ვა, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბა 4 პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში (სსკ 19.109.ე.ლ) წა­უ­ყე­ნა, ხოლო 2 დამ­ხმა­რეს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის უმ­კაც­რე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია ეყ­რდნო­ბა მხო­ლოდ შემ­დეგ ფაქ­ტო­რებს, რო­გო­რი­ცაა ე.წ ბა­ნა­ნის ამოტ­რი­ა­ლე­ბის მა­ნევ­რს, მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნი­დან - ტივ­ტი­ვი­დან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნას და უსაფრ­თხო­ე­ბის ჟი­ლე­ტებ­თან წვდო­მის შე­ზღუდ­ვას.

ვი­საც შე­ხე­ბა აქვს ზღვას­თან და ზღვის ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­თან, იცის, რომ "ბა­ნა­ნის“ წყალ­ში ამოტ­რი­ა­ლე­ბა თით­ქმის, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა და არის სერ­ვი­სის ნა­წი­ლი. კა­ტერს უფ­ლე­ბა არ აქვს, მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ტივ­ტი­ვებს შიგ­ნით შე­მო­ვი­დეს, ანუ ნა­პირს 50 მეტრზე ახლო მან­ძილ­ზე მო­უ­ახ­ლოვ­დეს, "ბა­ნა­ნის“ ამოტ­რი­ა­ლე­ბა ხდე­ბა 50 მეტრზე უფრო შორს ნა­პი­რი­დან. ამი­ტომ, 50 მეტრზე უფრო შორს, ტივ­ტი­ვი­დან რა­მო­დე­ნი­მე ათე­ულ მეტრში "ბა­ნა­ნის“ ამოტ­რი­ა­ლე­ბა არ არის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი.

ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მგზავ­რებს უნდა ეც­ვათ უსაფრ­თხო­ე­ბის ჟი­ლე­ტე­ბი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ამ ნორ­მის დარ­ღვე­ვა ხში­რად ხდე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის ჟი­ლე­ტე­ბი და­მაგ­რე­ბუ­ლია "ბა­ნან­ზე“ და მგზავრს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც ჩა­იც­ვას სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ზღვა­ზე მო­ბა­ნა­ვე ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცუ­რავს და იმ­ყო­ფე­ბა ნა­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის აღ­ქმით ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ცურ­ვა იცის და წყნარ ამინ­დში ზღვა­ში 80-100 მეტ­რი მან­ძი­ლის გა­ცურ­ვას ად­ვი­ლად შეძ­ლებს. ასე იყო ამ შემ­თხვე­ვა­შიც. კა­ტე­რის მძღო­ლი და­ყოვ­ნდა "ბა­ნა­ნის“ ამობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ცუ­რავ­და და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ტო­ვა ად­გი­ლი. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი არის უკი­დუ­რე­სად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თუ რა მოხ­და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და, რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, ის მზად არის აგოს პა­სუ­ხი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თუკი დად­გინ­დე­ბა, რომ ტრა­გე­დია ნამ­დვი­ლად ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­და.

ბრალ­დე­ბულს არა­ვი­თა­რი მო­ტი­ვი და სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქო­ნია, უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გა­ნეზ­რა­ხა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ კა­ტე­რის მძღოლ­თან რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. ასე­თი უგუ­ლო ქცე­ვა კი, რო­გორც წარ­მო­ჩე­ნი­ლია ბრალ­დე­ბა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­სა­ბა­მოა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბას­თან. მას წარ­სულ­ში სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით გა­უ­რის­კავს და ზღვა­ში გა­და­ურ­ჩე­ნია ადა­მი­ა­ნე­ბი და ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც რომ ჰქო­ნო­და, წყალ­ში მყოფ­თა­გა­ნი რო­მე­ლი­მეს საფრ­თხის ქვეშ ყოფ­ნის შე­სა­ხებ, ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბო­და მას.

ბრალ­დე­ბუ­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი და­უბ­რკო­ლებ­ლად, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შეძ­ლებ­და ნა­პირ­ზე გა­ცურ­ვას, მისი მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში ყოფ­ნის დროს რა­ი­მე საფრ­თხე, ან სა­შიშ­რო­ე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. სამ­მა ახალ­გაზ­რდამ დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შეძ­ლო ნა­პირ­ზე გას­ვლა. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ბრალ­დე­ბულ­მა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, შეძ­ლებ­და თუ არა ნა­პირ­ზე გა­ცურ­ვას წყალ­ში მყო­ფე­ბი­დან ერთ-ერთი და სწო­რად ვერ გან­სა­ზღვრა შეძ­ლებ­და თუ არა ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ნა­პირ­ზე გას­ვლას, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ან რა­ი­მე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა­ლო­გი­კუ­რი და აბ­სურ­დუ­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი შე­საძ­ლოა შე­ი­ცავ­დეს გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რაც სსკ 116-ე მუხ­ლით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით).

ნაც­ვლად ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა, ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთა­ვა­ზობს რა­დი­კა­ლურ სუ­ბი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბებს და ერთ ტრა­გე­დი­ას კი­დევ სხვა ტრა­გე­დი­ებს უმა­ტებს. ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ლო­გი­კუ­რად მკაც­რი ბრალ­დე­ბით ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო 2 ახალ­გაზ­რდა თით­ქოს, მათ და­ნა­შა­უ­ლი და­ფა­რეს. და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა მხო­ლოდ მე-2 დღეს, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო პო­ლი­ცი­ამ.

დღეს არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი არ არის ამომ­წუ­რა­ვი და ვერ იძ­ლე­ვა პა­სუხს არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე.

დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და კა­ნო­ნი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ და მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რათა პა­სუ­ხი გა­ე­ცეს არ­სე­ბულ კი­თხვებს, უტყუ­ა­რად დად­გინ­დეს სი­მარ­თლე.

აქვე გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვინც ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუნ­დაც, რა­ი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, ან 4 ივ­ლისს, სა­ღა­მოს, 18:00-19:00 სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში ბა­თუ­მის "პირ­სის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზღვა­ში ფოტო, ვი­დეო მა­სა­ლა აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, მოგ­ვა­წო­დოს. ჩვენ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას და­ვი­ცავთ და მხო­ლოდ იმ მო­ნა­ცემს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც საქ­მეს­თან კავ­შირ­შია“, - ნათ­ქვა­მია არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 4 ივ­ლისს, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, სა­სე­ირ­ნო-გა­სარ­თობ სწრაფ­მა­ვალ კა­ტარ­ღა­ზე მიბ­მულ სა­ბუქ­სი­რე - წყლის ატ­რაქ­ცი­ონ - ე.წ. "ბა­ნან­ზე“, გარ­თო­ბის მიზ­ნით 4 მო­ზარ­დი აიყ­ვა­ნეს.

ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა წყლის ატ­რაქ­ცი­ონ ე.წ "ბა­ნა­ნი­დან“ ბავ­შვე­ბის გად­მოგ­დე­ბის მიზ­ნით, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, წყლის ატ­რაქ­ცი­ო­ნის ამოტ­რი­ა­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, ბოლო მცდე­ლო­ბი­სას კი, უჟი­ლე­ტო ბავ­შვე­ბი ზღვა­ში ჩა­ვარ­დნენ.

სამ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ნა­პი­რო­ზე უსაფრ­თხოდ გას­ვლა მო­ა­ხერ­ხეს და სიკ­ვდილს გა­და­ურჩნენ, ხოლო ერთი მო­ზარ­დი ზღვა­ში და­იხ­რჩო და მისი გვა­მი 7 ივ­ლისს იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 6 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე, სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

განზრახ თუ არა, გულგრილობის გამო ალბათ.

ნინი
4

ისე ლაპარაკობთ კომენტარებში, თითქოს იქ იყავით და იცით რა მოხდა სინამდვილეში.. კატერის მძღოლი რომ არ იცნობდა და ვერ გაიგო რა დაემართა შემდგომ, ვინც მასთან ერთად იყო და გამოვიდა, მეგობრები, მათ მაშინვე რატომ არ მოისაკლისეს ,მეორე დღეს რატომ დაიწყეს ძებნა? 

ავტორი:

"ზურა დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას" - ბათუმში, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

"ზურა დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას" - ბათუმში, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

ბათუმში, 4 ივლისს, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურა საღინაძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულს არავითარი მოტივი და საფუძველი არ ჰქონია, უცნობი ახალგაზრდების განზრახ მკვლელობა განეზრახა.

ჩოფიკაშვილის თქმითვე, ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებდა ნაპირზე გაცურვას, მისი მხედველობის არეში ყოფნის დროს კი, რაიმე საფრთხე, ან საშიშროება დაფიქსირებული არ ყოფილა.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით ჰყავთ დაკავებული.

"4 ივლისს, ბათუმში ახალგაზრდა დაიკარგა, რომელიც შავ ზღვაში, გარდაცვლილი 7 ივლისს იპოვეს. პირველ რიგში, დაზარალებული ოჯახის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ. თითოეული ჩვენგანი, ისევე, როგორც ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ადამიანი, ვიზიარებთ და ვუთანაგრძნობთ დაზარალებულ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას. ბრალდებული მზად არის, კანონის ფარგლებში და კანონის შესაბამისად მის ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხისმგებლობა იკისროს. ამ ტრაგედიამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, გავრცელდა არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებების, ცალმხრივი ინფორმაციის და რადიკალური შეფასებების საპასუხოდ კი, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ, რათა ობიექტური დასკვნები იყოს გაკეთებული.

6 ივლისს, პროკურატურამ კატერის მძღოლი დააკავა, რომელსაც ბრალდება 4 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში (სსკ 19.109.ე.ლ) წაუყენა, ხოლო 2 დამხმარეს, დანაშაულის შეუტყობინებლობაში. გამოძიების მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის უმკაცრესი კვალიფიკაცია ეყრდნობა მხოლოდ შემდეგ ფაქტორებს, როგორიცაა ე.წ ბანანის ამოტრიალების მანევრს, მაფრთხილებელი ნიშნიდან - ტივტივიდან მოშორებით ყოფნას და უსაფრთხოების ჟილეტებთან წვდომის შეზღუდვას.

ვისაც შეხება აქვს ზღვასთან და ზღვის ატრაქციონებთან, იცის, რომ "ბანანის“ წყალში ამოტრიალება თითქმის, ყველა შემთხვევაში ხდება და არის სერვისის ნაწილი. კატერს უფლება არ აქვს, მაფრთხილებელი ტივტივებს შიგნით შემოვიდეს, ანუ ნაპირს 50 მეტრზე ახლო მანძილზე მოუახლოვდეს, "ბანანის“ ამოტრიალება ხდება 50 მეტრზე უფრო შორს ნაპირიდან. ამიტომ, 50 მეტრზე უფრო შორს, ტივტივიდან რამოდენიმე ათეულ მეტრში "ბანანის“ ამოტრიალება არ არის არაორდინალური.

ვითვალისწინებთ, რომ ატრაქციონზე უსაფრთხოების წესების შესაბამისად მგზავრებს უნდა ეცვათ უსაფრთხოების ჟილეტები, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ნორმის დარღვევა ხშირად ხდება. უსაფრთხოების ჟილეტები დამაგრებულია "ბანანზე“ და მგზავრს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებითაც ჩაიცვას საჭიროების შემთხვევაში.

ზღვაზე მობანავე ახალგაზრდა, რომელიც ვიზუალურად ცურავს და იმყოფება ნაპირიდან დაახლოებით, 50 მეტრის მოშორებით, ნებისმიერი გონიერი ადამიანის აღქმით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცურვა იცის და წყნარ ამინდში ზღვაში 80-100 მეტრი მანძილის გაცურვას ადვილად შეძლებს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. კატერის მძღოლი დაყოვნდა "ბანანის“ ამობრუნების შემდეგ, დარწმუნდა, რომ ყველა ახალგაზრდა ცურავდა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ადგილი. თავად ბრალდებული არის უკიდურესად გაკვირვებული, თუ რა მოხდა ამ სიტუაციაში და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის მზად არის აგოს პასუხი კანონის შესაბამისად, თუკი დადგინდება, რომ ტრაგედია ნამდვილად ამ სიტუაციაში მოხდა.

ბრალდებულს არავითარი მოტივი და საფუძველი არ ჰქონია, უცნობი ახალგაზრდების განზრახ მკვლელობა განეზრახა. დაზარალებულებიც ადასტურებენ, რომ კატერის მძღოლთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ. ასეთი უგულო ქცევა კი, როგორც წარმოჩენილია ბრალდებაში, აბსოლუტურად შეუსაბამოა ბრალდებულის პიროვნებასთან. მას წარსულში საკუთარი სიცოცხლით გაურისკავს და ზღვაში გადაურჩენია ადამიანები და ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონოდა, წყალში მყოფთაგანი რომელიმეს საფრთხის ქვეშ ყოფნის შესახებ, ის აუცილებლად დაეხმარებოდა მას.

ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებდა ნაპირზე გაცურვას, მისი მხედველობის არეში ყოფნის დროს რაიმე საფრთხე, ან საშიშროება დაფიქსირებული არ ყოფილა. სამმა ახალგაზრდამ დახმარების გარეშე შეძლო ნაპირზე გასვლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულმა ვერ გაითვალისწინა, შეძლებდა თუ არა ნაპირზე გაცურვას წყალში მყოფებიდან ერთ-ერთი და სწორად ვერ განსაზღვრა შეძლებდა თუ არა ერთ-ერთი ახალგაზრდა ნაპირზე გასვლას, ეს მოცემულობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ან განზრახ მკვლელობა, ან რაიმე განზრახი დანაშაული. ბრალდება იურიდიული თვალსაზრისით არალოგიკური და აბსურდულია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს გაუფრთხილებელი დანაშაულის ნიშნებს, რაც სსკ 116-ე მუხლით არის გათვალისწინებული (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).

ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, ბრალდების მხარე საზოგადოებას სთავაზობს რადიკალურ სუბიექტურ შეფასებებს და ერთ ტრაგედიას კიდევ სხვა ტრაგედიებს უმატებს. ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით ჰყავთ დაკავებული და სრულიად უდანაშაულო 2 ახალგაზრდა თითქოს, მათ დანაშაული დაფარეს. დაკარგულის ძებნა მხოლოდ მე-2 დღეს, ოჯახის წევრების განცხადების შემდეგ დაიწყო პოლიციამ.

დღეს არსებული გამოძიების შედეგები არ არის ამომწურავი და ვერ იძლევა პასუხს არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზე.

დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ და კანონიერ საშუალებას ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ, რათა პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს, უტყუარად დადგინდეს სიმართლე.

აქვე გვინდა მოვუწოდოთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით, თუნდაც, რაიმე უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს, ან 4 ივლისს, საღამოს, 18:00-19:00 საათის პერიოდში ბათუმის "პირსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში ფოტო, ვიდეო მასალა აქვს გადაღებული, მოგვაწოდოს. ჩვენ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას დავიცავთ და მხოლოდ იმ მონაცემს გამოვიყენებთ, რომელიც საქმესთან კავშირშია“, - ნათქვამია არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. "ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა წყლის ატრაქციონ ე.წ "ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი, უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.

სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.