"უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის - ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე მის ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს.
"უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.
ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.
ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,- წერს სააკაშვილი.
მთავრობაში,რომ გყავდა დიდი პატივისცემით რუსეთის აგენტი ვლადიმერ სანაკოევი! რატომ ვერ გამოავლინეთ თუ ასეთი მაგრები იყავით. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში გაპარული სანაკოევი ღიად ამბობდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ვიყავი ჩანერგილი სააკაშვილის მთაქვრობაშიო! აქედან გამოიტანეთ დასკვნა როგორ ებრძოდნენ რუსეთს!
ყველაზე მეტი რუსეთის სასიკეთო საქმეები შენ და ბიძაშენმა აკეთეთ, ლანგარზე მიართვი ტერიტორიები თუ სტრატეგიული ობიექტები და დღესაც როგორ ამოაძირკვინო ეს ქვეყანა სულ მაგაზე მუშაობ და კიდევ შენი სალაპარაკო თუ ვინმეა. აი რომ არ ისვენებ და ყველას თავი მოაძულე ამ ქვეყანაში,იმიტომ ბრძანდები სანატორიუმში.ისე, იმდენ ადამიანს გააძრე ცოცხლად ტყავი და დაღუპე ეს ქვეყანა, ციხეში უნდა ბრძანდებოდე და მაინც ბედის უმადური ხარ.