პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე
"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე

ბირ­თვუ­ლი ომი გა­ა­ნად­გუ­რებს სამ­ყა­როს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ომი გა­ა­ნად­გუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს. რუ­სეთ­თან ომი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­ნად­გუ­რებს. ამი­ტომ, ჩვენ ზუს­ტად ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ, როცა ომს ვა­რი­დებთ ამ ქვე­ყა­ნას, რო­გო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ეკის­რე­ბათ ნა­ტო­ელ პო­ლი­ტი­კო­სებს, როცა ბირ­თვულ ომს არი­დე­ბენ სა­კუ­თარ ქვეყ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რა ტი­პის გლო­ბა­ლუ­რი ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ნა­ტოს­თან კონფრონ­ტა­ცი­ამ და შე­სა­ბა­მი­სად რა გან­სხვა­ვე­ბაა ამ ორ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შო­რის, კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რომ "ნა­ტოს ეში­ნია ბირ­თვუ­ლი ომის, ჩვენ გვე­ში­ნია უბ­რა­ლოდ ომის იმი­ტომ, რომ რაც გა­ა­ნად­გუ­რებს სამ­ყა­როს, იგი­ვე გა­ა­ნად­გუ­რებს ჩვენ ქვე­ყა­ნას“.

"მე შიშ­ზე ვსა­უბ­რობ ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც. ჩვენც კი არ გვე­ში­ნია, ასე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სიფრ­თხი­ლე, რა­საც ჩვენ ვი­ჩენთ, უბ­რა­ლოდ ამის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ. ახლა რა გან­სხვა­ვე­ბაა?! - ნა­ტოს ეში­ნია ბირ­თვუ­ლი ომის, ჩვენ გვე­ში­ნია უბ­რა­ლოდ ომის იმი­ტომ, რომ რაც გა­ა­ნად­გუ­რებს სამ­ყა­როს, იგი­ვე გა­ა­ნად­გუ­რებს ჩვენ ქვე­ყა­ნას. თუ ბირ­თვუ­ლი ომი გა­ა­ნად­გუ­რებს სამ­ყა­როს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ომი გა­ა­ნად­გუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს. ნატო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ნა­ტო­ზე, მათ იმის ეში­ნი­ათ, რი­სიც უნდა ეში­ნო­დეთ. სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ნა­ტოს პო­ლი­ტი­კო­სებს ეში­ნი­ათ ბირ­თვუ­ლი ომის და ამი­ტომ არ შე­დი­ან რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში. ზუს­ტად ასე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ ომ­თან მი­მარ­თე­ბით, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეხე­ბა საქ­მე. ჩვენ ზუს­ტად იგი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ ჩვე­უ­ლებ­რივ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც არ უნდა მოხ­დეს, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც გრძნობს ნატო სა­კუ­თარ წევრ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა მიყ­ვე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლად პო­ლი­ტი­კას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რა თქმა უნდა, უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რია, რომ პი­რი­ქით, ისე არ გა­ი­წე­ლოს პრო­ცე­სი, რომ თვი­თონ პრო­ცე­სი გახ­დეს რის­კი უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბა ნატო-ს წევ­რო­ბის­კენ და თან მუდ­მი­ვად არა­წევ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, ქვეყ­ნის­თვის მუდ­მივ რისკს წარ­მო­ად­გენს.

მი­სი­ვე თქმით, გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რის­კებს შე­ამ­ცი­რებს.

"სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვი რის­კის ქვეშ არის - რე­ა­ლუ­რად ეს ასეა. ვიდ­რე თან გა­მო­ხა­ტავ სურ­ვილს, მის­წრა­ფე­ბას წევ­რო­ბის­კენ და თან ხარ არა­წევ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა თქმა უნდა, მუდ­მი­ვი რის­კი გაქვს. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, მით უფრო დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რის­კე­ბი.

ამი­ტომ და­ვი­ტო­ვოთ იმე­დი, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა - ეს არის მთა­ვა­რი." - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
5

მართალია

მაკო
7

ყველა რეფორმა რომ სწორად და დროულად გატარებულიყო, ერთი ამ მეორე სამარცხვინო მთავრობისგან, აი ეგ იქნებოდა გარანტია. ამაზე ილაპარაკოს ამ სინდისისგან დაცლილმა ქოჩორამ. მაგრამ არაააა, თავზეხელაღებულები ბელადების გასაპრავებლად ჩალიჩობდნენ ნაცები, ახლა ეს სუბიექტი და მისი ბანდა ჭორვილელისთვის.

ავტორი:

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე

ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რა ტიპის გლობალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საქართველოსთან და ნატოსთან კონფრონტაციამ და შესაბამისად რა განსხვავებაა ამ ორ პასუხისმგებლობას შორის, კობახიძემ განმარტა, რომ "ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას“.

"მე შიშზე ვსაუბრობ ჩვენთან მიმართებითაც. ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, უბრალოდ ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა?! - ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. ნატო-ს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელი ნატოზე, მათ იმის ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნატოს პოლიტიკოსებს ეშინიათ ბირთვული ომის და ამიტომ არ შედიან რუსეთთან კონფრონტაციაში. ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ომთან მიმართებით, როცა საქართველოს ეხება საქმე. ჩვენ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვეულებრივ ომთან დაკავშირებით, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობასაც გრძნობს ნატო საკუთარ წევრ ქვეყნებთან მიმართებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ქვეყანა მიყვება პრაგმატულად პოლიტიკას.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ პირიქით, ისე არ გაიწელოს პროცესი, რომ თვითონ პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისათვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.

მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები.

ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ: