დღეს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიმართა. ის ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამიტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ. საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული განცხადების გამო გააკრიტიკა და "ტვიტერზე" დაწერა:
"მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ? საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს და Twitter-ზე კეთილი სურვილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს" - წერს იგი სოციალურ ქსელში.
სად მოგროვდა ამდენი სულელი. ასეთი მაგრები არიან ვითომ.
საქართველოში თუ ფოფილხარ ისე შეგიყვარდება რომ გულიდან ვერ ამოიღებ, ვერ დაივიწყებ, ვერ მიატოვებ! ამაზე მიუთითებს ამდენი ყოფილი ელჩის 24 საათიანი ფიქრი და "ზრუნვა" საქართველოზე )))))))))))