პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კის გარ­და, თურ­ქეთ­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ის­რა­ელ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც აზა­რაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბა მსურ­ვე­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­დე­გი თვი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

მი­სი­ვე თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი წე­ლი­წად­ში 30 მლნ ლა­რამ­დეა.

"სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა სრულ­ყო­ფი­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, მსოფ­ლი­ოს 3 ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კას­თან გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ჩა­ტარ­და ფას­თა კვლე­ვა და შე­დე­გად, ეს­პა­ნე­თის, ის­რა­ე­ლის და თურ­ქე­თის კლი­ნი­კე­ბი­დან მშობ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვად შე­არ­ჩი­ონ რო­მელ კლი­ნი­კა­ში უნ­დათ ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც სრუ­ლად და­ვა­ფი­ნან­სებთ. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­წლი­უ­რად 300-მდე ბავ­შვია, ვინც ამ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ სრულ­ყო­ფი­ლად და­ვა­ფი­ნან­სოთ ამ კლი­ნი­კებ­ში მათი მკურ­ნა­ლო­ბა. დღეს იყო ბი­უ­ჯეტ­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, მო­წო­ნე­ბუ­ლი იქნა მთავ­რო­ბის მხრი­დან“,- გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­ში ბავ­შვის და ერთი თან­მხლე­ბის ცხოვ­რე­ბის თან­ხე­ბიც შე­დის, ხოლო ის­რა­ელ­ში - არა.

"ამ სამი კლი­ნი­კი­დან თურ­ქე­თის და ეს­პა­ნე­თის შემ­თხვე­ვა­ში (ეს­პა­ნეთ­ში ასე­ვე პრო­ტო­ნო­თე­რა­პი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა) შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ტა­რი­ფებ­ში შე­დის ბავ­შვის და ერთი თან­მხლე­ბის ცხოვ­რე­ბა, ის­რა­ელ­ში არ შე­დის, და­ნარ­ჩე­ნი ხარ­ჯე­ბი რა­ცაა, სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი და­ფა­რავს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, ხომ არ იგეგ­მე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის კლი­ნი­კებ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

"ეს არის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში გვექ­ნე­ბა ბავ­შვთა სრულ­ყო­ფი­ლი ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრი. ამ ეტაპ­ზე 300 ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კა და პლუს სამი ქვეყ­ნის სამი კლი­ნი­კა აკ­მა­ყო­ფი­ლებს“,- გა­ნა­ცხა­და ზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

წამლის ხარჯი არ შედის დაფინანსებაში?

 

გულა
0

ისეთ ფეხზე გაგეკეთებინოთ, მალე არცერთ ბავშვს არ დაჭირვებოდეს!

ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში მკურნალობის პროცესის დაწყება მსურველებს, სავარაუდოდ, შემდეგი თვიდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.

"სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა.

"ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის, დანარჩენი ხარჯები რაცაა, სოლიდარობის ფონდი დაფარავს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სხვა ქვეყნების კლინიკებთანაც მოლაპარაკებები, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული კლინიკების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.

"ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ ქვეყანაში გვექნება ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიის ცენტრი. ამ ეტაპზე 300 ბავშვის მკურნალობის საჭიროებას საქართველოში არსებული კლინიკა და პლუს სამი ქვეყნის სამი კლინიკა აკმაყოფილებს“,- განაცხადა ზარაშვილმა.