სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და უკრაინელების მოთხოვნა
"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და  უკრაინელების მოთხოვნა

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ბერ­დი­ანსკში ორი მო­ზარ­დი ტიგ­რან ჰო­ვა­ნე­სი­ა­ნი და ნი­კი­ტა ხან­გა­ნო­ვი მოკ­ლეს. ოკუ­პან­ტე­ბი მათ მე­ლი­ტო­პო­ლის რკი­ნიგ­ზა­ზე დი­ვერ­სი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მო­ზარ­დებს შე­მოდ­გო­მი­დან დევ­ნიდ­ნენ. რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ისი­ნი არა­ერ­თხელ აწა­მეს და მათი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის სი­მუ­ლა­ცი­აც მო­ა­წყვეს.

პარ­ტი­ზა­ნე­ბი ბერ­დი­ანსკში

აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ბერ­დი­ანსკი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქი იყო, რო­მე­ლიც რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან მა­ლე­ვე და­ი­პყრეს.

ოკუ­პა­ცი­ის პირ­ველ თვე­ებ­ში ბერ­დი­ანსკის მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის, ნაღ­დი ფუ­ლის და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და. სი­ტუ­ა­ცი­ის ოდ­ნავ "დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის“ შემ­დეგ კი ქა­ლაქ­ში პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და:

გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, უც­ნობ­მა პი­რებ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ოლეგ ბო­ი­კო, მისი მე­უღ­ლე და მო­ად­გი­ლე მოკ­ლეს. ხოლო 13 დე­კემ­ბერს, პარ­ტი­ზა­ნებ­მა სატ­რანსფორ­მა­ტო­რო ქვე­სად­გუ­რი აა­ფეთ­ქეს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ყა­ზარ­მებს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და.

  • ტიგ­რან ოჰა­ნე­სი­ა­ნი და ნი­კი­ტა ხან­გა­ნო­ვი

ტიგ­რა­ნი და ნი­კი­ტა 2006 წელს და­ი­ბად­ნენ. ორი­ვე მო­ზარ­დი ერ­თსა და იმა­ვე სკო­ლა­ში და­დი­ო­და.

”პრობ­ლე­მუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლან, საკ­მა­ოდ მშვი­დი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ”, - ამ­ბობს ტიგ­რა­ნი­სა და ნი­კი­ტას ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ნი­კი­ტა ბერ­დი­ანსკში მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ტიგ­რა­ნი კი - დე­დას­თან, მა­მი­ნაც­ვალ­თან, დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. ტიგ­რა­ნის დას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ამი­ტომ ბავ­შვის სამ­კურ­ნა­ლოდ ოჯა­ხი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და კი­ევ­ში.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ბერ­დი­ანსკი და­ი­კა­ვა, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბა ჯერ ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რი, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ოჯახ­მა გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა და მკურ­ნა­ლო­ბის იქ გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ტიგ­რან­მა წას­ვლა­ზე უარი თქვა და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ბე­ბი­ას­თან დარ­ჩა.

ტიგ­რა­ნის დედა ოქ­სა­ნა სტა­რო­ვე­რო­ვა, უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ ია­ნი­ნა სო­კო­ლო­ვას­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ომის და­წყე­ბი­დან პირ­ველ დღე­ებ­ში ტიგ­რა­ნი მო­ხა­ლი­სე­თა შე­სარ­ჩევ საბ­ჭო­შიც კი წა­ვი­და, მაგ­რამ 15 წლის ბიჭს მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრეს.

  • დი­ვერ­სი­ის საქ­მე

ახალ­გაზ­რდე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­სუ­ლი წლის 30 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. ღა­მით ტიგ­რა­ნის სახ­ლთან მან­ქა­ნე­ბის მთე­ლი კო­ლო­ნა გა­ჩერ­და - ჯი­პე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი, ძაღ­ლე­ბი. ძებ­ნა მთე­ლი ღამე გაგ­რძელ­და.

უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ეს იმით ახ­სნეს, რომ სახ­ლში "სა­ში­ში ტე­რო­რის­ტი“ ცხოვ­რობ­და. ამ პრო­ცეს­ში სცე­მეს ტიგ­რა­ნის ბე­ბი­ას, მო­ზარდს კი თავ­ზე შავი ნა­ჭე­რი ჩა­მო­ა­ფა­რეს და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

იმა­ვე დღეს ნი­კი­ტა ხან­გა­ნო­ვის სახ­ლში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ იქ ვე­რა­ვინ იპო­ვეს.

რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტიგ­რა­ნი ბერ­დი­ანსკის ცენ­ტრში, გრე­ჩეს­კა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის უზარ­მა­ზარ ოთხსარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

5 ოქ­ტომ­ბერს იგი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და და­ა­ვა­ლეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ტიგ­რან­მა ოჯახს უთხრა, რომ პა­ტიმ­რო­ბის დროს მას ელექტრო­შო­კით აწა­მებ­დნენ. ტიგ­რა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, სამ­ხედ­რო­ებ­მა ნი­კი­ტაც და­ა­კა­ვეს და მა­მას­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. და­კი­თხეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით. ბი­ჭე­ბის სახ­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩხრეკ­დნენ, მაგ­რამ ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

  • გამ­გზავ­რე­ბის მცდე­ლო­ბა

დე­კემ­ბერ­ში მო­ზარ­დებს უთხრეს, რომ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. მა­ლე­ვე, RIA Novosti - მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, ტიგ­რა­ნი­სა და ნი­კი­ტას ბუნ­დო­ვა­ნი სა­ხე­ე­ბით, რო­მელ­შიც ბი­ჭე­ბი რკი­ნიგ­ზა­ზე დი­ვერ­სი­ის მო­წყო­ბას აღი­ა­რებ­დნენ.

იან­ვარ­ში ტიგ­რა­ნის მთე­ლი ოჯა­ხი გერ­მა­ნი­ი­დან მის წა­საყ­ვა­ნად დაბ­რუნ­და. ბერ­დი­ანსკში რამ­დე­ნი­მე დღის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის გავ­ლით, ისევ უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

როს­ტოვ­ში სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, მათი მან­ქა­ნა ტა­გან­როგ­ში რუ­სე­თის საგ­ზაო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა - ტიგ­რა­ნი მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­თხავ­დნენ. შემ­დეგ კი დე­დას­თან ერ­თად როს­ტო­ვის ოლ­ქის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტთან მი­იყ­ვა­ნეს და დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­დას­ცეს. ოჯა­ხი მა­რი­უ­პოლ­ში წა­იყ­ვა­ნეს, ისევ გა­ჩხრი­კეს და შემ­დეგ ბერ­დი­ანსკში და­აბ­რუ­ნეს. უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბი ბე­ბი­ას ჩა­ა­ბა­რეს, ტიგ­რა­ნი კი დე­დას­თან და მა­მი­ნაც­ვალ­თან ერ­თად სა­კან­ში გა­მო­კე­ტეს. სა­ბო­ლო­ოდ, ტიგ­რა­ნის გარ­და, ქა­ლა­ქი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ყვე­ლას მი­ე­ცა.

24 მა­ისს ბი­ჭებს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­ზარ­დებ­მა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს.

არას­რულ­წლო­ვა­ნებს ად­ვო­კა­ტე­ბი და­უ­ნიშ­ნეს. ტიგ­რა­ნის ოჯა­ხის თქმით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ახალ­გაზ­რდებს და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. ახ­ლობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ ეპო­ვათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი, მაგ­რამ ამ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბას არა­ვინ თან­ხმდე­ბო­და - რეპ­რე­სი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­ვის რის­კი ძა­ლი­ან დიდი იყო.

ტიგ­რა­ნი­სა და ნი­კი­ტას საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვამ გა­აძ­ლი­ე­რა უკ­რა­ი­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მეს თვალს ადევ­ნებ­დნენ. მათი წყა­ლო­ბით, მო­ზარ­დე­ბის ბედი ევ­რო­პა­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი.

  • სრო­ლა შმი­დტის პარკთან

ტიგ­რა­ნი და ნი­კი­ტა ყო­ველ­დღე აგ­რძე­ლებ­დნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ცხა­დე­ბას. ივ­ნის­ში, ტიგ­რა­ნის სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ეს­კორ­ტი მი­ვი­და. მაგ­რამ ბიჭ­მა ნი­კი­ტას­თან ერ­თად გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ემა­ლე­ბოდ­ნენ სა­ო­კუ­პა­ციო პო­ლი­ცი­ას.

24 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:17 სა­ათ­ზე ბერ­დი­ანსკის მცხოვ­რებ­ლებ­მა სრო­ლის ხმა გა­ი­გეს. ხმე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ყვე­ლა­ზე დიდ, ლე­ი­ტე­ნანტ შმი­დტის სა­ხე­ლო­ბის პარკში გა­ის­მა.

სრო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის აღ­წე­რი­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ ტე­ლეგ­რამ­ში გავ­რცელ­და: "კაცი (შე­საძ­ლოა სამ­ხედ­რო), შავგვრე­მა­ნი, და­ბა­ლი, ყა­ვის­ფე­რი პე­რან­გით.“

ერთი სა­ა­თის შემ­დეგ ოკუ­პან­ტე­ბის პრო­პა­გან­დის­ტულ ერთ-ერთ "ტე­ლეგ­რა­მარხზე" მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და:

”და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა ოჯა­ხებ­თან ერ­თად ქა­ლა­ქის სა­ნა­პი­რო­ზე ის­ვე­ნებ­და, ორმა ტე­რო­რის­ტმა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გახ­სნა. ტე­რო­რის­ტე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს“, გან­ცხა­დე­ბა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის სა­ხე­ლიც - "ტიგ­რან ოჰა­ნე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადრე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ან­ტი­რუ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის“. უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ მა­შინ­ვე ივა­რა­უ­და, რომ მე­ო­რე მოკ­ლუ­ლი შე­საძ­ლოა მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი, ნი­კი­ტა ხან­გა­ნო­ვი ყო­ფი­ლი­ყო.

  • "ეს სიკ­ვდი­ლია, ბი­ჭე­ბო"

იმა­ვე სა­ღა­მოს, ტიგ­რა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და.

ჩა­ნა­წერ­ში ახალ­გაზ­რდა, ია­რა­ღით ხელ­ში, ამ­ბობს: "ეს ყვე­ლა­ფე­რი სიკ­ვდი­ლია, ბი­ჭე­ბო. მშვი­დო­ბით! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!"

  • "მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი“

მო­ზარ­დე­ბის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლა­დი ცნო­ბე­ბი­დან მა­ლე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტიგ­რან­მა სიკ­ვდი­ლამ­დე ჩა­წე­რა. მათ­მა ში­ნა­არსმა ახ­ლობ­ლე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი გა­ა­ო­ცა.

ერთ-ერთ მათ­გან­ში ტიგ­რა­ნი ამ­ბობს:

"გა­მარ­ჯო­ბა, ძმაო. რამ­დე­ნი­მე რუსი მოვ­კა­ლით“. მე­ო­რე­ში გვეს­მის სი­ტყვე­ბი: "აქ ავ­ტო­მა­ტი მაქვს, სის­ხლი მომ­დის, და­ვი­ჭე­რი...“

ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­გან მე­მარ­ჯვე­ნე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არას­დროს მო­უს­მე­ნი­ათ. მით უფრო გა­საკ­ვი­რია, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე ნა­ხევ­რად სო­მე­ხი ტიგ­რა­ნი თეთ­რი რა­სის უპი­რა­ტე­სო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და. არა­ნა­ი­რი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ტიგ­რა­ნი და ნი­კი­ტა რო­მე­ლი­მე ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, არ არ­სე­ბობს.

  • გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი

სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია ბი­ჭე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად თვით­მკვლე­ლო­ბას ასა­ხე­ლებს.

მათი თქმით, ტიგ­რან ოჰა­ნე­სი­ან­მა დაჭ­რა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და მოკ­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ამის შემ­დეგ ეს­რო­ლა ნი­კი­ტას, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას, ად­ვო­კა­ტი ან­დრეი ია­კოვ­ლე­ვი მი­უ­თი­თებს ტიგ­რა­ნი­სა და ნი­კი­ტას ცხედ­რე­ბის ფო­ტო­ებ­ზე. მისი თქმით, ტიგ­რანს ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა ყვე­ლაფ­რის ფა­სად ცდი­ლობს და­მა­ლოს, რა მოხ­და 24 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს, ბერ­დი­ანსკის ცენ­ტრში.

პრობ­ლე­მა ის არის, რომ მოკ­ლუ­ლი ტიგ­რა­ნი­სა და ნი­კი­ტას ცხედ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ჯერ არ გა­და­უ­ცი­ათ. პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დე­ბი 29 ივ­ნისს უნდა და­ეკ­რძა­ლათ, მაგ­რამ მორ­გმა, უბ­რა­ლოდ, უარი თქვა და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ცხედ­რე­ბის გა­და­ცე­მა­ზე.

30 ივ­ნისს, უკ­რა­ი­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი მე­ლი­ტო­პოლ­ში, და­მა­ტე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის საქ­მეს ბო­ლომ­დე იკ­ვლევ­დნენ, აპი­რე­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­აგ­რო­ვონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად.

ნი­კი­ტა­სა და ტიგ­რა­ნის დაკ­რძალ­ვის თა­რი­ღი ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის. ორი დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მათი ცხედ­რე­ბი ოჯა­ხის­თვის ჯერ კი­დევ არ გა­და­უ­ცი­ათ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მო­ზარ­დე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ითხო­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qqq
4

უფროს ადამიანებს უნდა დაეცვათ ეს ბავშვები, ანუ ამ ყველაფერში არ უნდა ,,ახლართულიყვნენ'', უფროსებს ჭკუა უნდა დაერიგებინათ......მე გული მეტკინა,.....რა იცოცხლეს??? არც არაფერი.....წამიერი ყოფილა ამათი ყოფნა დედამიწაზე...მდაააააააააააა....

კომბლეს
2

კვების რაციონით გავხარ კამოს

ავტორი:

"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და უკრაინელების მოთხოვნა

"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და  უკრაინელების მოთხოვნა

რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკში ორი მოზარდი ტიგრან ჰოვანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი მოკლეს. ოკუპანტები მათ მელიტოპოლის რკინიგზაზე დივერსიის მომზადებაში ადანაშაულებდნენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოზარდებს შემოდგომიდან დევნიდნენ. რუსმა სამხედროებმა ისინი არაერთხელ აწამეს და მათი სიკვდილით დასჯის სიმულაციაც მოაწყვეს.

პარტიზანები ბერდიანსკში

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერდიანსკი, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიპყრეს.

ოკუპაციის პირველ თვეებში ბერდიანსკის მოსახლეობა ძირითადი საკვები პროდუქტების, ნაღდი ფულის და აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიდა. სიტუაციის ოდნავ "დასტაბილურების“ შემდეგ კი ქალაქში პარტიზანული მოძრაობა გააქტიურდა:

გასული წლის სექტემბერში, უცნობმა პირებმა საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო, მისი მეუღლე და მოადგილე მოკლეს. ხოლო 13 დეკემბერს, პარტიზანებმა სატრანსფორმატორო ქვესადგური ააფეთქეს, რომელიც რუსეთის სამხედრო ყაზარმებს ენერგიით ამარაგებდა.

  • ტიგრან ოჰანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი

ტიგრანი და ნიკიტა 2006 წელს დაიბადნენ. ორივე მოზარდი ერთსა და იმავე სკოლაში დადიოდა.

”პრობლემური მოსწავლეები არასდროს ყოფილან, საკმაოდ მშვიდი და შრომისმოყვარე ბავშვები იყვნენ”, - ამბობს ტიგრანისა და ნიკიტას ყოფილი მასწავლებელი.

ნიკიტა ბერდიანსკში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ტიგრანი კი - დედასთან, მამინაცვალთან, დასთან და ბებიასთან ერთად. ტიგრანის დას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ბავშვის სამკურნალოდ ოჯახი რეგულარულად მიემგზავრებოდა კიევში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბერდიანსკი დაიკავა, კიევში გამგზავრება ჯერ ძალიან პრობლემური, შემდეგ კი სრულიად შეუძლებელი გახდა. გოგონას ჯანმრთელობისთვის ოჯახმა გერმანიაში წასვლა და მკურნალობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა. თხოვნის მიუხედავად, ტიგრანმა წასვლაზე უარი თქვა და მშობლიურ ქალაქში, ბებიასთან დარჩა.

ტიგრანის დედა ოქსანა სტაროვეროვა, უკრაინელ ჟურნალისტ იანინა სოკოლოვასთან საუბრისას ამბობს, რომ ომის დაწყებიდან პირველ დღეებში ტიგრანი მოხალისეთა შესარჩევ საბჭოშიც კი წავიდა, მაგრამ 15 წლის ბიჭს მიღებაზე უარი უთხრეს.

  • დივერსიის საქმე

ახალგაზრდების პრობლემები გასული წლის 30 სექტემბერს დაიწყო. ღამით ტიგრანის სახლთან მანქანების მთელი კოლონა გაჩერდა - ჯიპები, შეიარაღებული ხალხი, ძაღლები. ძებნა მთელი ღამე გაგრძელდა.

უსაფრთხოების ძალებმა ეს იმით ახსნეს, რომ სახლში "საშიში ტერორისტი“ ცხოვრობდა. ამ პროცესში სცემეს ტიგრანის ბებიას, მოზარდს კი თავზე შავი ნაჭერი ჩამოაფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

იმავე დღეს ნიკიტა ხანგანოვის სახლში რუსი სამხედროები მივიდნენ, მაგრამ იქ ვერავინ იპოვეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ტიგრანი ბერდიანსკის ცენტრში, გრეჩესკაიას ქუჩაზე მდებარე პოლიციის უზარმაზარ ოთხსართულიან შენობაში ჰყავდათ დაკავებული.

5 ოქტომბერს იგი მოულოდნელად გაათავისუფლეს და დაავალეს, რომ პროკურატურაში ყოველდღიურად გამოცხადებულიყო.

გათავისუფლების შემდეგ ტიგრანმა ოჯახს უთხრა, რომ პატიმრობის დროს მას ელექტროშოკით აწამებდნენ. ტიგრანის გათავისუფლებიდან მალევე, სამხედროებმა ნიკიტაც დააკავეს და მამასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკითხეს და გაათავისუფლეს - ასევე პროკურატურაში გამოცხადების ვალდებულებით. ბიჭების სახლებს რეგულარულად ჩხრეკდნენ, მაგრამ ბრალი ოფიციალურად რამდენიმე თვის განმავლობაში არ წაუყენებიათ.

  • გამგზავრების მცდელობა

დეკემბერში მოზარდებს უთხრეს, რომ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. მალევე, RIA Novosti - მ გამოაქვეყნა ვიდეო, ტიგრანისა და ნიკიტას ბუნდოვანი სახეებით, რომელშიც ბიჭები რკინიგზაზე დივერსიის მოწყობას აღიარებდნენ.

იანვარში ტიგრანის მთელი ოჯახი გერმანიიდან მის წასაყვანად დაბრუნდა. ბერდიანსკში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, რუსეთის გავლით, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ.

როსტოვში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მათი მანქანა ტაგანროგში რუსეთის საგზაო პოლიციამ გააჩერა - ტიგრანი მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. შემდეგ კი დედასთან ერთად როსტოვის ოლქის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს გადასცეს. ოჯახი მარიუპოლში წაიყვანეს, ისევ გაჩხრიკეს და შემდეგ ბერდიანსკში დააბრუნეს. უმცროსი შვილები ბებიას ჩააბარეს, ტიგრანი კი დედასთან და მამინაცვალთან ერთად საკანში გამოკეტეს. საბოლოოდ, ტიგრანის გარდა, ქალაქიდან გასვლის უფლება ყველას მიეცა.

24 მაისს ბიჭებს ბრალი წარუდგინეს. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში მოზარდებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, სარკინიგზო ხაზები დააზიანეს.

არასრულწლოვანებს ადვოკატები დაუნიშნეს. ტიგრანის ოჯახის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდებს დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებდა. ახლობლები ცდილობდნენ ეპოვათ დამოუკიდებელი ადვოკატები, მაგრამ ამ საქმეზე მუშაობას არავინ თანხმდებოდა - რეპრესიების ქვეშ მოქცევის რისკი ძალიან დიდი იყო.

ტიგრანისა და ნიკიტას საქმის სასამართლოში წარდგენის პერსპექტივამ გააძლიერა უკრაინელი უფლებადამცველების ძალისხმევა, რომლებიც ამ საქმეს თვალს ადევნებდნენ. მათი წყალობით, მოზარდების ბედი ევროპასა და შეერთებულ შტატებში გახდა ცნობილი.

  • სროლა შმიდტის პარკთან

ტიგრანი და ნიკიტა ყოველდღე აგრძელებდნენ პროკურატურაში გამოცხადებას. ივნისში, ტიგრანის სახლში შეიარაღებული ესკორტი მივიდა. მაგრამ ბიჭმა ნიკიტასთან ერთად გაქცევა მოახერხა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემალებოდნენ საოკუპაციო პოლიციას.

24 ივნისს, დაახლოებით 19:17 საათზე ბერდიანსკის მცხოვრებლებმა სროლის ხმა გაიგეს. ხმები ქალაქის ცენტრში მდებარე ყველაზე დიდ, ლეიტენანტ შმიდტის სახელობის პარკში გაისმა.

სროლაში მონაწილე პირის აღწერილობა ადგილობრივ ტელეგრამში გავრცელდა: "კაცი (შესაძლოა სამხედრო), შავგვრემანი, დაბალი, ყავისფერი პერანგით.“

ერთი საათის შემდეგ ოკუპანტების პროპაგანდისტულ ერთ-ერთ "ტელეგრამარხზე" მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა:

”დაახლოებით საღამოს 7 საათზე, როდესაც მოსახლეობა ოჯახებთან ერთად ქალაქის სანაპიროზე ისვენებდა, ორმა ტერორისტმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. ტერორისტები გაანადგურეს“, განცხადებაში დასახლებული იყო ერთ-ერთი მოკლულის სახელიც - "ტიგრან ოჰანესიანი, რომელიც ადრე დაკავებული იყო ანტირუსული საქმიანობისთვის“. უკრაინულმა მედიამ მაშინვე ივარაუდა, რომ მეორე მოკლული შესაძლოა მისი თანაკლასელი და მეგობარი, ნიკიტა ხანგანოვი ყოფილიყო.

  • "ეს სიკვდილია, ბიჭებო"

იმავე საღამოს, ტიგრანის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა.

ჩანაწერში ახალგაზრდა, იარაღით ხელში, ამბობს: "ეს ყველაფერი სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!"

  • "მემარჯვენეები“

მოზარდების დაღუპვის შესახებ პირველადი ცნობებიდან მალევე, ინტერნეტში კიდევ რამდენიმე შეტყობინება გამოჩნდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტიგრანმა სიკვდილამდე ჩაწერა. მათმა შინაარსმა ახლობლები და უფლებადამცველები გააოცა.

ერთ-ერთ მათგანში ტიგრანი ამბობს:

"გამარჯობა, ძმაო. რამდენიმე რუსი მოვკალით“. მეორეში გვესმის სიტყვები: "აქ ავტომატი მაქვს, სისხლი მომდის, დავიჭერი...“

ბიჭების ახლობლები და დამცველები ამბობენ, რომ მათგან მემარჯვენე შეხედულებები არასდროს მოუსმენიათ. მით უფრო გასაკვირია, რომ სიკვდილამდე ნახევრად სომეხი ტიგრანი თეთრი რასის უპირატესობის შესახებ საუბრობდა. არანაირი სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ტიგრანი და ნიკიტა რომელიმე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ, არ არსებობს.

  • გარდაცვალების მიზეზი

საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია ბიჭების გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს.

მათი თქმით, ტიგრან ოჰანესიანმა დაჭრა სამართალდამცველი და მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შემდეგ ესროლა ნიკიტას, შემდეგ კი თავი მოიკლა.

თვითმკვლელობის ვერსიის გაანალიზებისას, ადვოკატი ანდრეი იაკოვლევი მიუთითებს ტიგრანისა და ნიკიტას ცხედრების ფოტოებზე. მისი თქმით, ტიგრანს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ახლა ყველაფრის ფასად ცდილობს დამალოს, რა მოხდა 24 ივნისის საღამოს, ბერდიანსკის ცენტრში.

პრობლემა ის არის, რომ მოკლული ტიგრანისა და ნიკიტას ცხედრები ახლობლებისთვის ჯერ არ გადაუციათ. პირველი ინფორმაციით, მოზარდები 29 ივნისს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ მორგმა, უბრალოდ, უარი თქვა დაღუპულთა ახლობლებისთვის ცხედრების გადაცემაზე.

30 ივნისს, უკრაინელი უფლებადამცველების თქმით, მოზარდების ცხედრები მელიტოპოლში, დამატებით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

უფლებადამცველები, რომლებიც არასრულწლოვანების საქმეს ბოლომდე იკვლევდნენ, აპირებენ დამოუკიდებლად შეაგროვონ მტკიცებულებები მათი გარდაცვალების გარემოებების დასადგენად.

ნიკიტასა და ტიგრანის დაკრძალვის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი ცხედრები ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ გადაუციათ. უკრაინელები მოზარდებისთვის ეროვნული გმირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.