მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს" - პაპუაშვილი
" ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს" - პაპუაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ის, რომ პრა­ი­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აგ­რე­სი­ის შე­დე­გად პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლის და­ხურ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ი­შა­ლა, პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა პო­ლი­ცია თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა იყო და მათ ამ მო­ვა­ლე­ო­ბას თავი კარ­გად გა­არ­თვეს, რად­გან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

„ვნა­ხეთ, რომ ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცია საკ­მა­ოდ ჭარ­ბად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ და ვნა­ხეთ, რომ არა­ვინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ამ ეს ამო­ცა­ნა შე­ას­რუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩაშ­ლას და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ვგმობთ და პო­ლი­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და. არ ვიცი ვინ­მე და­კა­ვე­ბუ­ლი არის თუ არა, მაგ­რამ რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ისე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი იყო.

ის, რომ აგ­რე­სი­ის შე­დე­გად ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ი­შა­ლა, ეს პრობ­ლე­მაა. პო­ლი­ცია თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ლი­მი­ტი აქვს. მე ვიცი, რომ პო­ლი­ცია წი­ნას­წარ ემ­ზა­დე­ბო­და, რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ არ­სე­ბობ­და. მთა­ვა­რი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­იც­ვეს“, - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
0

მაყუთის კეთების ლიმიტი სად გადის ოფროსო??? თუ ეგ ულიმიტოს მიაბით???

mimino
2

თავის დაგეგმილ ბრბოთა მოქმედებას როგორ დაშლიდნენ... თუმცა ერთ რამ ცხადია, ყოველდღე უჭირთ რაციონალური მოქმედება. ეს კიდევ არღვევს მათ შემართებას და ერთსულოვნებას... მალე საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

" ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს" - პაპუაშვილი

" ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს" - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების აგრესიის შედეგად პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა.

„ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა.

რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო.

ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.