პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურისტი, რომელმაც კოლიზეუმის კედელი დააზიანა, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ არ იცოდა თუ უძველესი ძეგლი იყო
ტურისტი, რომელმაც კოლიზეუმის კედელი დააზიანა, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ არ იცოდა თუ უძველესი ძეგლი იყო

კო­ლი­ზე­უ­მის ფა­სა­დის და­ზი­ა­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ტუ­რის­ტი აცხა­დებს, რომ ძეგლის სიძ­ვე­ლის შე­სა­ხებ არ იცო­და. მას იტა­ლი­ის პო­ლი­ცია 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, კვალ­მა ისი­ნი ინ­გლი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

ბრის­ტოლ­ში მცხოვ­რებ­მა 27 წლის ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტორ­მა, ივან დი­მიტ­როვ­მა რო­მის მერს, რო­ბერ­ტო გალ­ტი­ერს ბო­დი­შის თხოვ­ნის მიზ­ნით წე­რი­ლი მის­წე­რა.

წე­რი­ლის და­წე­რის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ დი­მიტ­როვ­მა კო­ლი­ზე­უ­მის შიდა კე­დელ­ზე გა­სა­ღე­ბით მისი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ხე­ლე­ბი ამო­კაწ­რა.

წე­რილ­ში დი­მიტ­რო­ვი წერ­და, რომ მან გა­აც­ნო­ბი­ე­რა რა ჩა­ი­დი­ნა:

"ამ სტრი­ქო­ნე­ბით მსურს გულ­წრფე­ლად მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში იტა­ლი­ე­ლებს და მთელ მსოფ­ლი­ოს იმ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეკუთ­ვნის. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ძეგლის სიძ­ვე­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ამ და­სა­ნა­ნი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ შე­ვი­ტყვე". - ამ­ბობს ტუ­რის­ტი.

ის მო­მენ­ტი, როცა კაცი კე­დელს აზი­ა­ნებ­და, ერთ-ერ­თმა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა კა­მე­რა­ზე და­ა­ფიქ­სი­რა და ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა. კად­რე­ბი სწრა­ფად გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში, მალე კი გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დი­მიტ­როვს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის 2.500-15 000 ევ­რომ­დე ჯა­რი­მა და 2-5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
0

კიდე კაი სახე არ უჩანს ეგრევე ვიცნობდით

ადამიანი
0

აი დიმირტოვი არ გაიშვას შენი ინგლისელობა საცოდავო ეგ თუ არ იცოდი აბა რას მიეთრეოდი იტალიაში რა უნდა გენახა .. აქაც რომ გვიკეთბენ წარწერებს რუსი ვანიები და სამწუხაროდ ქართველებიც!! ესაა უბედურება. და როგორ მიაგნეს.. ყოჩაღ!!!!!

ავტორი:

ტურისტი, რომელმაც კოლიზეუმის კედელი დააზიანა, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ არ იცოდა თუ უძველესი ძეგლი იყო

ტურისტი, რომელმაც კოლიზეუმის კედელი დააზიანა, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ არ იცოდა თუ უძველესი ძეგლი იყო

კოლიზეუმის ფასადის დაზიანებაში ბრალდებული ინგლისელი ტურისტი აცხადებს, რომ ძეგლის სიძველის შესახებ არ იცოდა. მას იტალიის პოლიცია 5 დღის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ, კვალმა ისინი ინგლისამდე მიიყვანა.

ბრისტოლში მცხოვრებმა 27 წლის ფიტნეს ინსტრუქტორმა, ივან დიმიტროვმა რომის მერს, რობერტო გალტიერს ბოდიშის თხოვნის მიზნით წერილი მისწერა.

წერილის დაწერის მიზეზი კი ის გახდა, რომ დიმიტროვმა კოლიზეუმის შიდა კედელზე გასაღებით მისი და მისი შეყვარებულის სახელები ამოკაწრა.

<iframe width="620" height="349" src="https://www.youtube.com/embed/6t-DssPK1s4" title="Tourist carves on 2,000-year-old Colosseum wall" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წერილში დიმიტროვი წერდა, რომ მან გააცნობიერა რა ჩაიდინა:

"ამ სტრიქონებით მსურს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში იტალიელებს და მთელ მსოფლიოს იმ მემკვიდრეობაზე მიყენებული ზიანისთვის, რომელიც ფაქტობრივად, მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. ძალიან მრცხვენია, რომ ძეგლის სიძველის შესახებ მხოლოდ ამ დასანანი საქციელის ჩადენის შემდეგ შევიტყვე". - ამბობს ტურისტი.

ის მომენტი, როცა კაცი კედელს აზიანებდა, ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა კამერაზე დააფიქსირა და ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში, მალე კი გამოძიებაც დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დიმიტროვს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის 2.500-15 000 ევრომდე ჯარიმა და 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა