პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას" - საქართველოს საგარეო უწყება ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს
"იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას" - საქართველოს საგარეო უწყება ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა - უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის უკი­დუ­რე­სი ფორ­მაა - ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა გა­დას­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს, "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის უკი­დუ­რე­სი ფორ­მაა“.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა ომის აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, ქარ­თუ­ლი მხა­რე, თა­ვის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აც­ნო­ბი­ე­რებს და "ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს უკ­რა­ი­ნის მხრი­დან გად­მოდ­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის სა­პა­სუ­ხო რა­ი­მე სა­ხის და­მა­ტე­ბი­თი რე­აქ­ცი­ის­გან და მას­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბი­სა­გან“.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმე­დოვ­ნებს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი გა­და­ხე­დავს სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო - და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით. ეს ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის უკი­დუ­რეს ფორ­მას და სამ­წუ­ხა­როა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი მი­მარ­თავს ამ ნა­ბიჯს მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხის მი­მართ. აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­გე­ბარს ხდის უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი.

მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ირ­გვლივ სპე­კუ­ლა­ცი­ებს წერ­ტი­ლი და­უს­ვა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ­ლი­თაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი. ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბით ზი­ანს აყე­ნებს ორი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და წარ­მო­ად­გენს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში პირ­და­პირ ჩა­რე­ვას.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი გა­და­ხე­დავს სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ძა­ლის­ხმე­ვას მი­მარ­თავს ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ.

კი­დევ ერთხელ გვინ­და ხაზი გა­ვუს­ვათ, რომ ურ­ყე­ვია სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ. ომის და­წყე­ბის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მხარ­და­ჭე­რას რო­გორც ორ­მხრივ დო­ნე­ზე, ისე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ში.

ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა­ზე მძი­მე წუ­თებ­შიც კი, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ასე­ვე გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა, გი­ორ­გი ზა­ქა­რაშ­ვილ­მა - დღეს ქ.კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დროს.

აქვე გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ომში მყო­ფი უკ­რა­ი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რას. სწო­რედ იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა ომის აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, ქარ­თუ­ლი მხა­რე, აც­ნო­ბი­ე­რებს რა თა­ვის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით და, გან­სა­კუთ­რე­ბით, პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს უკ­რა­ი­ნის მხრი­დან გად­მოდ­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის სა­პა­სუ­ხო რა­ი­მე სა­ხის და­მა­ტე­ბი­თი რე­აქ­ცი­ის­გან და მას­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბი­სა­გან, რაც ჩიხ­ში შე­იყ­ვანს არ­სე­ბულ ისე­დაც რთულ ვი­თა­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე ზელენსკის
0

იმედს ვიტოვებ რომ აზრზე მოხვალ ამხანაგო ვოლოდიმირ ზელენსკი!

ხათო
1

უკრაინის პრეზიდენტი რას ამბობს საერთოდ არ მაინტერესებს. მე ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა მინდა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს, მინიმუმ უსაფრთხოება შეინარჩუნოს. ისე კი, ზელენსკიც და სააკაშვილის გათავისუფლების მოსურნენი იმიტომ თავხედობენ, რომ ჩადენილი დანაშაულების შესაბამისი სასჯელი არ მიუსჯიათ. მისთვის სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯათ და ხმას აღარ ამოიღებდნენ. დასავლეთს გაუწიეს ანგარიში და მადლობის სანაცვლოდ ლანძღვა მიიღეს. 

ავტორი:

"იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას" - საქართველოს საგარეო უწყება ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

"იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას" - საქართველოს საგარეო უწყება ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა - ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს დღეს საქართველოს ელჩმა გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს კონსულტაციის მიზნით უკრაინის ტერიტორია დაატოვებინოს, "დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა“.

უწყების განცხადებით, იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, თავის დიდ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და "ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.