პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგმა" 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა - ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია
"თეგეტა ჰოლდინგმა" 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა - ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია
  • თე­გე­ტა პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ის ის­ტო­რი­ა­ში რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, რო­მელ­მაც მწვა­ნე სტა­ტუ­სის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა
  • აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი ინ­ვეს­ტო­რია
  • ემი­სი­ის მხარ­დამ­ჭე­რი თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი იყო
  • ემი­სი­ის შე­დე­გად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 20 000 000 ლარი ჰოლ­დინ­გის მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვებს მოხ­მარ­დე­ბა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ის ლი­დერ­მა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა" ქარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლად ლა­რის „მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი“ წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­თავ­სა. ემი­ტი­რე­ბუ­ლია 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, რაც ად­გი­ლობ­რივ სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე ლარ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მწვა­ნე ბონ­დე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­რი­გე­ბა და ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ფასი კი TIBR6m+3.5%-ით გა­ნი­სა­ზღვრა.

ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ძირი თან­ხის სრუ­ლად და­ფარ­ვა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2 წლი­სა და 6 თვის შემ­დეგ, კუ­პო­ნის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი კი ნა­ხე­ვარ­წლი­უ­რად და­ი­ფა­რე­ბა.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ინ­ვეს­ტო­რი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი ჰოლ­დინ­გში პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სი­ის შე­დე­გად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად მწვა­ნე პრო­ექ­ტებს მოხ­მარ­დე­ბა, რაც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ თე­გე­ტას გრძელ­ვა­დი­ან ინ­ტე­რესს უს­ვამს ხაზს.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში თე­გე­ტა პრე­ცე­დენტს ქმნის - ამ შემ­თხვე­ვა­შიც ჩვე­ნი კომ­პა­ნია პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნეს­ში მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა და ამას­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლე­ბი ვართ ქარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლის ბა­ზარ­ზე, ვინც მწვა­ნე ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ემი­სია ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მწვა­ნე ბონ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ჩვენს კორ­პო­რა­ცი­ულ სო­ცი­ა­ლურ კულ­ტუ­რას­თან. არ­სე­ბუ­ლი ემი­სი­ის პროს­პექ­ტის ფარ­გლებ­ში კი კომ­პა­ნია იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ეკო­ლო­გი­უ­რი ტრან­სპორ­ტის სეგ­მენ­ტი კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­როს. ეს დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის

რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰოლ­დინ­გის მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი სრუ­ლად აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა შე­ი­ძი­ნა, რაც მი­უ­თი­თებს, რომ მსხვი­ლი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი თე­გე­ტას სა­მო­მავ­ლო პარტნი­ო­რად გა­ნი­ხი­ლავს“.

ემი­სი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო შე­ი­მუ­შა­ვა, რაც მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტავს კომ­პა­ნი­ის პო­ზი­ცი­ას, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოს შექ­მნის შე­სა­ხებ. ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე თე­გე­ტამ მო­ი­პო­ვა წამ­ყვა­ნი ESG კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ტი­კის მომ­წო­დე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ის Sustainalytics-ის მე­ო­რე მხა­რის მო­საზ­რე­ბა. ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტშია გა­წე­რი­ლი ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც კომ­პა­ნი­ამ პროს­პექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში უნდა შე­ას­რუ­ლოს:

  • მსუ­ბუ­ქი, სამ­გზავ­რო და სხვა ტი­პის ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტის იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია.
  • ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­სა­ტე­ნი სად­გუ­რე­ბის ფარ­თო ქსე­ლის მო­წყო­ბა (ჯამ­ში, 70 და­სა­მუხ­ტი სად­გუ­რი), რათა შე­იქ­მნას ხელ­მი­საწ­ვდო­მი ელექტრო ეკო­სის­ტე­მა ადეკ­ვა­ტუ­რი და­სა­ტე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რი­თაც ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა გა­მარ­ტივ­დე­ბა.

პრო­ცე­სე­ბის მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სათ­ვის ჰოლ­დინ­გი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ინ­ვეს­ტორს, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბანკს, ან­გა­რიშს წა­რუდ­გენს.

სი­უ­ზან გა­ბუ­რი, ADB-ს კერ­ძო სექ­ტო­რის ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (ADB) აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის კლი­მა­ტის ბან­კია და ეს ინ­ვეს­ტი­ცია ADB-ს იმ მხარ­და­ჭე­რის ნა­წი­ლია, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კლი­მა­ტი­სა და გენ­დერუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის სა­ხით ახორ­ცი­ე­ლებს. ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბაა და ვე­ლო­დე­ბით, რომ კი­დევ უფრო შე­უ­წყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მეტი მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ის გა­მოშ­ვე­ბას“.

სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლია Dentons. მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ტრან­ზაქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ პარტნი­ო­რი და მხარ­დამ­ჭე­რი თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი იყო.

მერი ჩა­ჩა­ნი­ძე, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ რო­გორც რე­გი­ო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ის ის­ტო­რი­ა­ში, ისე ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მწვა­ნე ბონ­დე­ბი სწო­რედ თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის

მხარ­და­ჭე­რით გან­თავ­სდა. ეს ემი­სია „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი­სა“ და თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის­თვის რი­გით მე-3 წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­თავ­სე­ბაა, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის­თვის კი - მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის რი­გით მე-5 გან­თავ­სე­ბა, რაც ხაზს უს­ვამს ჩვენ­სა და, ზო­გა­დად, თი­ბი­სი ჯგუ­ფის წვლილ­სა და ინ­ტე­რესს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ. მსოფ­ლი­ო­ში ESG და მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა. სულ უფრო მეტი ინ­ვეს­ტო­რი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ თა­ვი­ანთ პორ­ტფელ­ში მწვა­ნე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის წილს გაზ­რდი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ ტენ­დენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყოთ იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბი კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ქარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემი­სია თე­გე­ტამ 2019 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სა. მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა შე­ი­ძი­ნა.

გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ემი­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და 150 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი გა­ნა­თავ­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემი­სი­ის ფარ­გლებ­ში თე­გე­ტამ ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი ფი­ზი­კურ პი­რებ­საც შეს­თა­ვა­ზა.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე, კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით „თე­გე­ტას“ 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. „თე­გე­ტა“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB და სხვე­ბი. „თე­გე­ტა“ მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვე­ბი. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგმა" 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა - ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია

"თეგეტა ჰოლდინგმა" 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა - ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია
  • თეგეტა პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში რეგიონის მასშტაბით, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა
  • აზიის განვითარების ბანკი მწვანე ობლიგაციების მთავარი ინვესტორია
  • ემისიის მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო
  • ემისიის შედეგად მობილიზებული 20 000 000 ლარი ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს მოხმარდება

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა" ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის „მწვანე ობლიგაციები“ წარმატებით განათავსა. ემიტირებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ლარში განთავსებული მწვანე ბონდების ყველაზე მსხვილი გარიგება და ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების პირველი პრეცედენტია. ობლიგაციების ფასი კი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების ძირი თანხის სრულად დაფარვა გათვალისწინებულია 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ჰოლდინგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის - ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა.

მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების

რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს“.

ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციების ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ. ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე თეგეტამ მოიპოვა წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიის Sustainalytics-ის მეორე მხარის მოსაზრება. ჩარჩო დოკუმენტშია გაწერილი ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ პროსპექტით გათვალისწინებულ ვადაში უნდა შეასრულოს:

  • მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია.
  • ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა (ჯამში, 70 დასამუხტი სადგური), რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრო ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რითაც ელექტრომობილების მფლობელობა გამარტივდება.

პროცესების მეტი გამჭვირვალობისათვის ჰოლდინგი ვალდებულებების შესრულების შესახებ ობლიგაციების ინვესტორს, აზიის განვითარების ბანკს, ანგარიშს წარუდგენს.

სიუზან გაბური, ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ს იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას“.

სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია Dentons. მწვანე ობლიგაციების ტრანზაქციის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის

მხარდაჭერით განთავსდა. ეს ემისია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-3 წარმატებული განთავსებაა, თიბისი კაპიტალისთვის კი - მწვანე ობლიგაციების რიგით მე-5 განთავსება, რაც ხაზს უსვამს ჩვენსა და, ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით“.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

გასული წლის ბოლოს კომპანიამ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

რამდენიმე თვის წინ კი 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები განათავსა. აღნიშნული ემისიის ფარგლებში თეგეტამ ობლიგაციები ფიზიკურ პირებსაც შესთავაზა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS