პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ვიცი, აეროპორტში მეგობარს დახვდნენ და ზღვაზე აპირებდნენ წასვლას" - ქუთაისის ავარიისას დაღუპული გოგონა ლანჩხუთიდან იყო
"როგორც ვიცი, აეროპორტში მეგობარს დახვდნენ და ზღვაზე აპირებდნენ წასვლას" - ქუთაისის ავარიისას დაღუპული გოგონა ლანჩხუთიდან იყო
  • ფო­ტო­ზე: ეკა სა­ნი­კი­ძე

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ქუ­თა­ი­სი­დან სამ­ტრე­დია ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და, როცა ბოძს შე­ე­ჯა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მან­ქა­ნა აფეთ­ქდა. ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ერთი სოფ­ლის 4 ახალ­გაზ­რდა ბიჭი შე­ე­წი­რა. ისი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბი­ჭე­ბი მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 2 გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და, ისი­ნიც მათი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთი გო­გო­ნა თურ­მე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ამ დრომ­დე მძი­მეა კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, და­შა­ვე­ბულ გო­გო­ნას სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს და ახლა ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ მის გა­დარ­ჩე­ნას. მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც მძი­მეა. გლო­ვაა სო­ფელ გე­გუთ­ში, სა­დაც 4 სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდას დას­ტი­რი­ან. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან: ლაშა წი­ქო­რა­ძე, მა­მუ­კა ბრეგ­ვა­ძე, გი­ორ­გი მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ჯუბა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ისი­ნი გე­გუ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას, ეკა სა­ნი­კი­ძე ლან­ჩხუ­თე­ლი იყო.

ასე­ვე ლან­ჩხუ­თე­ლია გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გუ­შინ­დე­ლი ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და. მას სხე­ულ­ზე დამ­წვრო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა და ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, გუ­შინ გო­გო­ნე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მათ კი­დევ ერთ მე­გო­ბარს აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ და ზღვა­ზე წას­ვლას აპი­რებ­დნენ, რა დრო­საც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

"შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა წა­ვი­და, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი. რო­გორც ვიცი, მე­გო­ბარს დახ­ვდნენ აე­რო­პორ­ტში და ზღვა­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ეკა ლან­ჩხუ­თე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წე­ლია, რაც ლან­ჩხუთ­ში გა­და­ვი­და, მა­ნამ­დე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და. მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე გო­გო­ნაც, რო­მე­ლიც ახლა კლი­ნი­კა­შია. ამ­ბო­ბენ, რომ დამ­წვრო­ბე­ბი აქვს სხე­ულ­ზე. იმე­დია, მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა" - გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი..

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოი
2

ნათელში იყვნენ ეს ახალგაზრდები. ისე, ბიჭების შესახებ ეწერა წინა სტატიაში და სურათებიც იდო, ამ გოგონაზე ახლა დაიწერა.

ნინო
17

ალბათ ჩაეძინა მძღოლს და ყველა მგზავრს. საშინელებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როგორც ვიცი, აეროპორტში მეგობარს დახვდნენ და ზღვაზე აპირებდნენ წასვლას" - ქუთაისის ავარიისას დაღუპული გოგონა ლანჩხუთიდან იყო

"როგორც ვიცი, აეროპორტში მეგობარს დახვდნენ და ზღვაზე აპირებდნენ წასვლას" - ქუთაისის ავარიისას დაღუპული გოგონა ლანჩხუთიდან იყო
  • ფოტოზე: ეკა სანიკიძე

ქუთაისის აეროპორტთან დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც შევიტყვეთ, ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგონა იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი გოგონა თურმე კლინიკაში გარდაიცვალა, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივი ამბობს, დაშავებულ გოგონას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ახლა ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას. მისი მდგომარეობაც მძიმეა. გლოვაა სოფელ გეგუთში, სადაც 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დასტირიან. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე, ისინი გეგუთელები იყვნენ, რაც შეეხება გარდაცვლილ გოგონას, ეკა სანიკიძე ლანჩხუთელი იყო.

ასევე ლანჩხუთელია გოგონა, რომელიც გუშინდელი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობები აღენიშნება და ამ დროისთვის კლინიკაში რჩება. გოგონას ახლობლების თქმით, გუშინ გოგონები მეგობრებთან ერთად მათ კიდევ ერთ მეგობარს აეროპორტში დახვდნენ და ზღვაზე წასვლას აპირებდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა.

"შოკირებულები ვართ, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგონა წავიდა, ზრდილობიანი. როგორც ვიცი, მეგობარს დახვდნენ აეროპორტში და ზღვაზე მიდიოდნენ. ეკა ლანჩხუთელია, დაახლოებით 6 წელია, რაც ლანჩხუთში გადავიდა, მანამდე ქუთაისში ცხოვრობდა. მძიმედ არის დაშავებული მეორე გოგონაც, რომელიც ახლა კლინიკაშია. ამბობენ, რომ დამწვრობები აქვს სხეულზე. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება" - გვიყვებიან გოგონას ახლობლები..

წაიკითხეთ ასევე: