მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა
"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ "კნი­აზ ვლა­დი­მირ­ზე" ყოფ­ნი­სას, ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის მო­ტი­ვი გახ­და. ბჟა­ნი­ას თქმით, "რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ მეტი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო".

ლა­ი­ნე­რით, რო­მელ­ზეც 60-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, სო­ხუ­მი-სოჭი, სოჭი-სო­ხუ­მის კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა. მას სო­ხუმ­ში ბჟა­ნია თა­ვის გა­რე­მოც­ვას­თან ერ­თად დახ­ვდა, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნა, რომ "ტუ­რიზ­მის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია".

"ამი­ტომ, ყვე­ლას ახ­სოვ­დეს, მათ მი­მართ ზედ­მე­ტი მო­თხოვ­ნე­ბი უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, სა­ჭი­როა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ლო­ი­ა­ლუ­რი და თა­ვა­ზი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი და კო­რექ­ტუ­ლი ქცე­ვა. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მათ­თვის ხა­სი­ა­თის გა­ფუ­ჭე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

კომ­პა­ნია "Черноморские круизы"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე ტკა­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზურ მხა­რეს­თან სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი უნდა მო­აგ­ვა­რონ, ლა­ი­ნე­რის მგზავ­რებს კი "რუსი და აფხა­ზი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ლო­ი­ა­ლუ­რად უნდა მო­ექ­ცნენ".

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნიტრმა რო­ბერტ კი­უტ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ა­სა და "გაის" მო­უ­წო­და, რუ­სუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნომ­რე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ჩე­რონ.

რო­გორც ჩანს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა "სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით" ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი, ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში ჩა­ვი­და. რო­გორც არ­ძინ­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას ეუბ­ნე­ბა - "ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როს­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სას­წავ­ლად" იმ­ყო­ფე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, ბჟა­ნი­ას დი­დაქ­ტი­კუ­რი ტონი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რად­გან ისე­დაც "თავ­გა­სულ ტუ­რის­ტებს კი­დევ უფრო გა­ა­თა­მა­მებს".

მათი თქმით, ბჟა­ნი­ამ ასე­თი მი­მარ­თვით მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე და­ტო­ვა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი თემა - "არა­სა­თა­ნა­დო ჩაც­მის" შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ.

"ბა­რემ პირ­და­პირ მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბად გა­მოგ­ვა­ცხა­დონ და მივ­ხვდე­ბით რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც გვაქვს. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ამის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­დით მოს­კოვ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით და ამა­ზე ესა­უბ­რეთ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ტე­ლე­ფო­ნით?!" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა ჯი­კირ­ბა.

"ამა­ზე უკე­თესს რას გა­ვა­კე­თებთ, ბევ­რი რუსი ტუ­რის­ტი, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზოტ­რე­ბის ცვე­ნა და მათ გარ­შე­მო მოტ­რი­ა­ლე აფხა­ზე­ბი. თან თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და კულ­ტუ­რუ­ლად მო­ვექ­ცეთ, რომ არ გაგ­ვიბ­რაზ­დნენ და ვე­ლუ­რე­ბი არ გვე­ძა­ხონ. კი­დევ, ჩვენ­მა საგ­ზაო მი­ლი­ცი­ამ რუ­სულ ნომ­რე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი არ უნდა გა­ა­ჩე­როს, რომ მათი გეგ­მე­ბი არ აი­რი­ოს. სწო­რედ ასეთ აფხა­ზეთ­ზე ვოც­ნე­ბობ­დით", - ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს "ია­სონ აფხა­ზი".

"თუ გაბ­რაზ­დე­ბით, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაგ­ვახ­სე­ნებს, რომ მა­რია ზა­ხა­რო­ვა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­სად­გე­ნად, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა რომ აღ­დგეს, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით - ზღა­პა­რი, ნო­მე­რი ერთი. მე­ო­რე - თურ­ქეთ­თან აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თია, ვინც თა­ვი­სი­ვე წი­აღ­ში ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­რო­სი აღი­ა­რა (რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მთლი­ა­ნად თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი).. ბოლო ამ­ბებ­ზე ვსა­უბ­რობ, თო­რემ 30 წე­ლია სხვა­დას­ხვა მთავ­რო­ბა ერ­თნა­ირ ზღაპ­რებს გვიყ­ვე­ბა", - წერს ას­ლან გა­დი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუთაშხია
0

საწყალი, თავი მართლა პრეზიდენტი გონია ! რუსების გოშია!

tsiko
0

ორსიტყვიანი ანეგდოტი: დამოუკიდებელი აფხაზეთი. :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, საკრუიზო ლაინერ "კნიაზ ვლადიმირზე" ყოფნისას, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადება ადგილობრივ მოსახლეობაში მღელვარების მოტივი გახდა. ბჟანიას თქმით, "რუსი ტურისტების მიმართ მეტი თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო".

ლაინერით, რომელზეც 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სოხუმი-სოჭი, სოჭი-სოხუმის კომერციული რეისების შესრულება იგეგმება. მას სოხუმში ბჟანია თავის გარემოცვასთან ერთად დახვდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ "ტურიზმის სფეროს განვითარება პრიორიტეტია".

"ამიტომ, ყველას ახსოვდეს, მათ მიმართ ზედმეტი მოთხოვნები უნდა გამოვრიცხოთ, საჭიროა, მაქსიმალურად ლოიალური და თავაზიანი დამოკიდებულება კულტურული და კორექტული ქცევა. უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება", - განაცხადა ბჟანიამ.

კომპანია "Черноморские круизы"-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარესთან საორგანიზაციო საკითხები უნდა მოაგვარონ, ლაინერის მგზავრებს კი "რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ლოიალურად უნდა მოექცნენ".

ადგილობრივი მედია წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. შს მინიტრმა რობერტ კიუტმა ე.წ. მილიციასა და "გაის" მოუწოდა, რუსული სატრანსპორტო ნომრების მქონე ავტომობილები სამართალდამცველებმა მხოლოდ კანონდარღვევის შემთხვევაში გააჩერონ.

როგორც ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "სამუშაო ვიზიტით" ჯერ თურქეთში, შემდეგ კი, ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. როგორც არძინბა ადგილობრივ მედიას ეუბნება - "ჩრდილოეთ კვიპროსში საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად" იმყოფებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, ბჟანიას დიდაქტიკური ტონი გამაღიზიანებელია, რადგან ისედაც "თავგასულ ტურისტებს კიდევ უფრო გაათამამებს".

მათი თქმით, ბჟანიამ ასეთი მიმართვით მხოლოდ ქაღალდზე დატოვა რამდენიმე ხნის წინ გააქტიურებული თემა - "არასათანადო ჩაცმის" შემთხვევაში სანქციების დაკისრების შესახებ.

"ბარემ პირდაპირ მოსამსახურეებად გამოგვაცხადონ და მივხვდებით რა დანიშნულებაც გვაქვს. ბატონო პრეზიდენტო, ამისთვის იმყოფებოდით მოსკოვში სამუშაო ვიზიტით და ამაზე ესაუბრეთ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით?!" - წერს სოციალურ ქსელში ანა ჯიკირბა.

"ამაზე უკეთესს რას გავაკეთებთ, ბევრი რუსი ტურისტი, ნარკორეალიზოტრების ცვენა და მათ გარშემო მოტრიალე აფხაზები. თან თავაზიანობა უნდა გამოვიჩინოთ და კულტურულად მოვექცეთ, რომ არ გაგვიბრაზდნენ და ველურები არ გვეძახონ. კიდევ, ჩვენმა საგზაო მილიციამ რუსულ ნომრებიანი მანქანები არ უნდა გააჩეროს, რომ მათი გეგმები არ აირიოს. სწორედ ასეთ აფხაზეთზე ვოცნებობდით", - ირონიულად აღნიშნავს "იასონ აფხაზი".

"თუ გაბრაზდებით, ჩვენი ხელისუფლება გაგვახსენებს, რომ მარია ზახაროვა ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა რომ აღდგეს, ანუ საქართველოს გავლით - ზღაპარი, ნომერი ერთი. მეორე - თურქეთთან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც ერთადერთია, ვინც თავისივე წიაღში ჩრდილოეთ კვიპროსი აღიარა (რომელიც სინამდვილეში მთლიანად თურქეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული).. ბოლო ამბებზე ვსაუბრობ, თორემ 30 წელია სხვადასხვა მთავრობა ერთნაირ ზღაპრებს გვიყვება", - წერს ასლან გადილია.