მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდიდესი მსახიობი შუა გადაღების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა, რაც ლელიკოსთვის უმძიმესი რამ იყო" - ცნობილი კომედიური ფილმების რეჟისორის ცხოვრება და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა აუკრძალა
"უდიდესი მსახიობი შუა გადაღების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა, რაც ლელიკოსთვის უმძიმესი რამ იყო" - ცნობილი კომედიური ფილმების რეჟისორის ცხოვრება და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა აუკრძალა

"აქ მე და ბა­ბუ­ა­ჩე­მი ვართ, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლე­ლი­კო ხო­ტი­ვა­რი, „უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო,“ „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“ და სხვა ცნო­ბი­ლი ფილ­მის ავ­ტო­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვაჟ­კა­ცი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი... მე­ნატ­რე­ბა და მახ­სენ­დე­ბა მისი ხში­რად ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი - "სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ გამ­რავ­ლე­ბა გა­და­არ­ჩენს,“ - წერ­და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე თა­ვის ერთ-ერთ ფე­ის­ბუქ სტა­ტუს­ში, რო­მელ­საც ბა­ბუ­ას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოც ჰქონ­და დარ­თუ­ლი.

ლე­ლი­კო, იგი­ვე ლე­ვან ხო­ტი­ვა­რი მისი ბა­ბუა იყო, დე­დის მამა, რო­მელ­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია და კვა­ლი და­ტო­ვა.

ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში სა­ერ­თოდ ხო­ტი­ვა­რე­ბის ოჯახ­მა, დე­და­ჩე­მის მხა­რემ, დიდი როლი ითა­მა­შა. გარ­და იმი­სა, რომ რე­ჟი­სო­რი ლე­ლი­კო, ლე­ვან ხო­ტი­ვა­რი ბა­ბუ­ა­ჩე­მი იყო, მისი შვი­ლე­ბი, ჩემი ორი­ვე ბიძა - ქარ­თლო­სი და ბუბა ასე­ვე ამ პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თუმ­ცა თავი და თავი მა­ინც ბა­ბუ­ა­ჩე­მია, რომ­ლის გაზ­რდი­ლიც ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი, რო­მე­ლიც ახლა საყ­ვა­რელ ბა­ბუ­ას AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს.

- ბა­ბუ­ას ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თბი­ლის­ში 1922-23 წლე­ბამ­დე ჩა­მო­ვი­და. აქ სამ­სა­ხი­ო­ბო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და (მა­შინ ჯერ არ იყო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი) მერე მა­შინ­დელ „გოს­კინპ­რომს“ რომ ეძახ­დნენ, იქ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი მუ­შა­ობ­და. მე­გობ­რობ­და რე­ჟი­სო­რებ­თან - კო­ლია შენ­გე­ლა­ი­ას­თან, მისი ახლო მე­გო­ბა­რი იყო, ასე­ვე მე­გობ­რობ­და - მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზოვ­თან, კო­ლია სა­ნიშ­ვილ­თან... ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შემ­ქმნე­ლი იყო. შემ­დეგ და­ი­წყეს მისი ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბაც და იმ დრო­ის­თვის ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რათ­ში მოხ­ვდა - თა­მა­შობ­და მთა­ვარ და პა­ტარ-პა­ტა­რა რო­ლებს. მოკ­ლედ, მთლი­ა­ნად იყო ჩარ­თუ­ლი კი­ნო­სამ­ყა­რო­ში.

ბა­ბუ­ას­თან, ლე­ვან, ლე­ლი­კო ხო­ტი­ვარ­თან ერ­თად

- რო­გორც ჩანს, მი­ი­ზი­და კი­ნომ და შე­სა­ბა­მი­სად პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნიც იყო, მა­შინ ამ სფე­რო­თი ცოტა ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

- კინო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ახა­ლი დარ­გი იყო და სულ სა­წყის ეტაპ­ზეც გახ­ლდათ. ლე­ლი­კო გრძნობ­და ეტყო­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი ამ სფე­როს მარ­თლაც ჰქონ­და. თა­ვი­დან­ვე შე­უყ­ვარ­და კინო და 40-იან წლებ­ში უკვე ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. შე­მო­სავ­ლებს არ ეძებ­და, ზო­გა­დად კი­ნო­ში მუ­შა­ო­ბა მის­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. გა­და­ი­ღო სა­კულ­ტო ფილ­მე­ბი, მათ შო­რის, რო­გო­რიც არის „გა­ნა­ჩე­ნი“. მას­ში გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე უდი­დე­სი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს, რო­მე­ლიც ფილ­მის შუა გა­და­ღე­ბის დროს ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ლე­ლი­კოს­თვის ეს უმ­ძი­მე­სი რამ იყო, ჯერ ერთი, და­კარ­გა მე­გო­ბა­რი, რაც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. შემ­დეგ ფილ­მი და­სამ­თავ­რე­ბე­ლი იყო და ამა­ზე ფიქ­რობ­და. რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხა დას­რუ­ლე­ბა, რად­გა­ნაც იპო­ვეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზურ­გით, თა­ვის ფორ­მით, რა­ღა­ცით ჰგავ­და გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძეს. კად­რე­ბიც ასე ზურ­გით გა­და­ი­ღეს. მოკ­ლედ, ფილ­მი შედ­გა და არ გა­ფუჭ­და. „გა­ნა­ჩენს“ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია ჰქონ­და, ცენ­ზუ­რა რო­გორც ან­ტი­საბ­ჭო­თა ფილ­მს, არ იღებ­და.

კაშხლის არ­ქი­ტექ­ტორ­მა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სას რა­ღაც შეც­დო­მა და­უშ­ვა, კაშ­ხა­ლი გას­კდე­ბა და ხალ­ხი და­ი­ღუ­პა. მას ცი­ხე­ში უშ­ვე­ბენ. არა­და, არ­ქი­ტექ­ტო­რი წე­სი­ე­რი კა­ცია, ოჯა­ხის პატ­რო­ნი. მოკ­ლედ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იძა­ბე­ბა მისი ცხოვ­რე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი დრა­მა ვი­თარ­დე­ბა. ასე­თი ფილ­მე­ბი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რას მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარ­და. აუ­ცი­ლებ­ლად იდე­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ლე­ლი­კომ პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის დრა­მა, სა­დაც მთა­ვარ გმირს პრო­კუ­რო­რიც კი თა­ნა­უგ­რძნობ­და.

აკა­კი ბაქ­რა­ძე წერ­და, რომ ფილ­მი მოს­კოვ­ში არ მი­ი­ღეს, შე­ე­შინ­დათ. გა­აგ­ზავ­ნეს პრო­კუ­რო­რე­ბის კრე­ბა­ზე. შეკ­რი­ბეს ცნო­ბი­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი, მათ ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ თქვეს, რომ ეს არ არის საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი, რომ და­ნა­შა­უ­ლის ასე­თი გა­მარ­თლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, ფილ­მი უნდა აიკ­რძა­ლო­სო. ლე­ლი­კოს­თვის უკი­თხავთ, - ხომ არ გინ­დათ, რამე თქვა­თო? მე ერთი ოც­ნე­ბა მაქვს, აქე­დან ისე წა­ვი­დე ჩემს თბი­ლის­ში, რომ არ და­მა­კა­ვო­ნო... სა­ერ­თოდ, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და, ასე­ვე სა­ო­ცა­რი ხიბ­ლი ჰქონ­და მის გა­რეგ­ნო­ბას, ამი­ტომ, დარ­ბაზ­მა მისი ნათ­ქვა­მი ცოტა მსუ­ბუ­ქად მი­ი­ღო. ისე გა­მო­ვი­და, რომ ლე­ლი­კომ და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, მაგ­რამ მა­ინც ისე მოხ­და, რომ ფილ­მი აღარ და­დეს. თან სტა­ლი­ნის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იყო, „ოტ­ტე­პე­ლი“.

ლე­ლი­კო ხო­ტი­ვა­რი

- ფილმში ჟღერს ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რა - „ასე­თია ქურ­დი კა­ცის ბედი“. ის ცენ­ზუ­რას სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ურ­ჩა, ხომ?

- რა­ღაც­ნა­ი­რად გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ამ სიმ­ღე­რა­ზეც მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. მისი ტექ­სტის ავ­ტო­რი პეტ­რე გრუ­ზინ­სკია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სიმ­ღე­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰიტი გახ­და, ყველ­გან მღე­როდ­ნენ. ტექ­სტი რუ­სუ­ლად ითარ­გმნა და რამ­დენ­ჯერ­მე ვლა­დი­მერ ვი­სოც­კი­მაც იმ­ღე­რა. სიმ­ღე­რას რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში ხში­რად მღე­როდ­ნენ, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ფილმში მას მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი მღე­რო­და.

- სა­ბო­ლო­ოდ ფილმმა ნახა დღის სი­ნათ­ლე...

- კი, კა­ტე­გო­რი­ებს აძ­ლევ­დნენ ხოლ­მე - პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ას უფრო მეტ ად­გი­ლას ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, მე­ო­რეს - უფრო ნაკ­ლე­ბის და ა.შ. ასე რომ, რა­ღაც დო­ნე­ზე და­ტო­ვეს და მერე ფილ­მი ხალ­ხს ისე შე­უყ­ვარ­და, რომ კა­ტე­გო­რი­ე­ბი აუ­წი­ეს. მიხ­ვდნენ, რომ მას ფული შე­მოჰ­ქონ­და და სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი იყო. ლე­ლი­კომ ასე­თი სა­კულ­ტო ფილ­მი შექ­მნა.

- ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ქარ­თუ­ლი კი­ნო­ჰი­ტია „უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო,“ რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარს...

- "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო“ ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სუ­რა­თია. უკვე 60 წე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკ­რა­ნე­ბი­დან არ ჩა­მო­დის, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ხში­რად უშ­ვე­ბენ. ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც არის, რე­ი­ტინ­გიც აქვს. იმ დრო­ის­თვის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ასე­თი ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თი იყო, ამი­ტომ ამ ფილ­მსაც ჰქონ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ბა­ბუ­ას თით­ქოს ღმერ­თი მფარ­ვე­ლობ­და, იუ­მო­რით „გა­ქა­ჩა,“ თვი­თონ ჩი­ნოვ­ნი­კებ­საც მოს­წონ­დათ. ამ იუ­მო­რი კი დარ­ჩა ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ან ნა­მუ­შევ­რად.

- ბა­ბუ­ათ­ქვე­ნი ამ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით, თუნ­დაც მა­შინ, ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­დი­ო­და, თუ ჰყვე­ბო­და ხოლ­მე რა­მეს?

- უნდა გი­თხრათ, რომ მე მაგ ფილმზე მი­ვი­ღე პირ­ვე­ლი კი­ნო­ნათ­ლო­ბა. 6 თვის ვი­ყა­ვი, „უდიპ­ლო­მო სა­სი­ძოს“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ მი­მიყ­ვა­ნეს. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, ბი­ჭი­კოს­თან ფოტო მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი... სა­ერ­თოდ, ამ ფილმზე ისე­თი მსა­ხი­ობ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, ალ­ბათ, სა­ოც­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და იქ... ერთი რამ კი მა­წუ­ხებს, ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დენ­ჯე­რაც ვნა­ხე ეს ფილ­მი, ყველ­გან ამოჭ­რი­ლია და და­კარ­გუ­ლი სცე­ნა, როცა აი­ვან­ზე გი­ტა­რით ხელ­ში მსა­ხი­ო­ბი ზან­და იო­სე­ლი­ა­ნი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რას, „მერ­ცხა­ლო, მას­წავ­ლე ფრე­ნა“ მღე­რის. ეტყო­ბა, მაგ ეპი­ზოდს რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა­ტომ ამო­ი­ღებ­დნენ?! ახლა მინ­და, გა­ვარ­კვიო, მარ­თლაც რა მოხ­და...

6 თვის ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე - "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძოს" გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის კუ­ლი­სე­ბი

- მოკ­ლედ, იქი­დან­ვე შე­გი­სუნ­თქავთ კი­ნო­გა­და­ღე­ბის სურ­ნე­ლი...

- ლე­ლი­კომ ეს ფილ­მი 1961 წელს გა­და­ი­ღო, როცა მე და­ვი­ბა­დე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რუ­ლებ­ზე, გუ­რუ­ლი სიმ­ღე­რა და გუ­რია უზო­მოდ უყ­ვარ­და... მი­აჩ­ნდა, რომ ერი რომ გა­დარ­ჩეს, უნდა გამ­რავ­ლდე­სო, ამას სულ ამ­ბობ­და. ქუ­ჩა­ში ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ გო­გოს რომ და­ი­ნა­ხავ­და, ჩა­ე­კი­თხე­ბო­და, რამ­დე­ნი შვი­ლი გყავს. თუ გა­ი­გებ­და, რომ ერთი შვი­ლი ჰყავ­და, ეტყო­და, სამი უნდა გვყავ­დეს, ერი უნდა გამ­რავ­ლდე­სო...

- გა­ვიხ­სე­ნოთ ასე­ვე მისი ფილ­მე­ბი „ჭრი­ჭი­ნა“ და „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“... რე­ჟი­სო­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კო­მე­დი­ას დიდი ად­გი­ლი უკა­ვია...

- „ჭრი­ჭი­ნა“ 1954 წელს და­ი­წყო და შემ­დეგ სიკო დო­ლი­ძეც ჩა­ერ­თო. სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც ლე­ლი­კოა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკვე 70-იან წლებ­ში, გა­და­ი­ღო „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“... კო­მე­დი­ის­კენ აქ­ტი­უ­რად წა­ვი­და... სა­ერ­თოდ კო­მე­დი­ის გა­და­ღე­ბა ურ­თუ­ლე­სი რამ არის. ადა­მი­ა­ნის გა­ცი­ნე­ბა სუფ­რას­თან, თუნ­დაც ერთი მო­ყო­ლი­ლი ანეკ­დო­ტით ად­ვი­ლია, მაგ­რამ ეკ­რა­ნი­დან ეს დრა­მა­ტურ­გი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ასე ად­ვი­ლი არ არის. კო­მე­დია რთუ­ლი ჟან­რია და ასეთ კარგ ფილ­მებს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ - კო­მე­დი­ის ჟანრ­ში მუ­შა­ო­ბენ. ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რი მი­ქელ ან­ჯე­ლო ან­ტო­ნი­ო­ნი ამ­ბობ­და, რომ ნე­ტავ, იმის ნიჭი მქო­ნო­და, ოდეს­მე კო­მე­დია გა­და­მე­ღოო.

- ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში რომ იზ­რდე­ბო­დით, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა კი­ნო­თი იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, ეს რას ნიშ­ნავ­და თქვენ­თვის?

- გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ქი­მი­კო­სი არ გა­მო­ვე­დი. ისე, ზოგ­თან სხვა­ნა­ი­რა­დაც ხდე­ბა, მაგ­რამ მე ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და კი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი, სულ რა­ღა­ცებს ვდგამ­დი ეზო­ში და ვი­ღებ­დით. მიყ­ვარ­და და მი­ზი­დავ­და ეს მის­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო... მერე ბავ­შვო­ბი­დან სა­ო­ცარ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წევ­და ყოფ­ნა, ჯერ ისეთ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დე, უშან­გი ჩხე­ი­ძის 33-ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ - დოდო აბა­ში­ძე, რეზო ჩხე­ი­ძე, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, ოთარ კო­ბე­რი­ძე, ლია ელი­ა­ვა. სა­ო­ცა­რი ეზო იყო, სახ­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, „ჰო­ლი­ვუდ­ში“ მე­გო­ნა თავი. მე ახ­ლაც იმ „კი­ნოს სახ­ლში“ ვცხოვ­რობ. ამან რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ კი­ნოს­კენ წა­ვე­დი და არც ვნა­ნობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლო­ვა­ნი კა­ცის­თვის რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, კი­ნო­წარ­მო­ე­ბის­თვის ფუ­ლის შოვ­ნაა სა­ჭი­რო. ისე არ არის რო­გორც ვთქვათ, მწე­რალ­თან, დაჯ­დე­ბა სახ­ლში, მუზა ეწ­ვე­ვა და წე­რას და­ი­წყებს. მას მხო­ლოდ კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი ჰყოფ­ნის. კი­ნოს კი, რო­გორც ვთქვი, ვერ გა­ა­კე­თებ, თუ არ გა­ი­ა­რე მთე­ლი ეტა­პე­ბი, არ იშო­ვე თან­ხე­ბი, წარ­მო­ე­ბა არ შედ­გე­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი ხე­ლო­ვანს თუ მა­ინც შეგ­რჩე­ბა უნა­რი, რაც გა­ინ­ტე­რე­სებს, ის შე­ი­ნარ­ჩუ­ნო და გად­მოს­ცე, მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა... რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა და ამი­ტომ ბო­ლომ­დე ამ პრო­ფე­სი­ა­ში ყოფ­ნა ბევ­რს უჭირს.

ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე

- კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ხო­ტი­ვა­რე­ბის ნა­თე­სა­უ­რი ხაზი რაში და­გეხ­მა­რათ?

- ის, რომ ეს სა­ხე­ლე­ბი დამ­ხმა­რე­ბო­და წინსვლა­ში, ასე არ იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით და ჩემი სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­ვა­კე­თე. ოჯა­ხი სხვა­ნა­ი­რად და­მეხ­მა­რა, - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრაქ­ტი­კა, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან მა­შინ გა­ვი­ა­რე, როცა მათ სა­უბ­რებს ვუს­მენ­დი, იქი­დან რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბევ­რი რამ წა­მომ­ყვა და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ბევ­რი რამ მო­მეხ­მა­რა. ასე რომ, ხელი არა­ვის წა­უკ­რავს. რა კა­რი­ე­რა ჩვენ გვაქვს, მთა­ვა­რია, ფილ­მი გა­და­ვი­ღოთ.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- და­ვამ­თავ­რე ბოლო ფილ­მი „სა­მუ­რაი დას­ვე­ნე­ბის ჟამს“. გა­და­ვი­ღე ასე­ვე პა­ტა­რა ფილ­მი „ამ­ბა­ვი დუმ­ბა­ძე­ე­ბი­სა,“ რო­მე­ლიც ბუბა ხო­ტი­ვა­რის კი­ნო­მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვი­თაა, ბუ­ბას უნ­დო­და გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა და მო­ას­წრო, იცით, რომ კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა. სექ­ტემ­ბრი­დან კი ვი­წყებ 5 სე­რი­ი­ა­ნი კი­ნოს გა­და­ღე­ბას, რო­მელ­საც ჰქვია „სა­შო­ბაო კაკ­ლუ­ჭე­ბი“. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, არ ვჩერ­დე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
12

 საბჭოთა კავშირმა აუკრძალაო- არაა სწორი, რაღაც პერიოდში არ უშვებდნენ, მაგრამ მერე გადიოდა ეს ფილმი!

tyty
6

მაღტლაც ძალიან საინტერესოა აივნის სცენა და სიმღერა, დიდი ხანია ამოჭრილია ფილმიდან. ჭორის დონეზე ვიცი, რომ რარაც საავტორო უფლებების პრობლემა იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"უდიდესი მსახიობი შუა გადაღების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა, რაც ლელიკოსთვის უმძიმესი რამ იყო" - ცნობილი კომედიური ფილმების რეჟისორის ცხოვრება და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა აუკრძალა

"უდიდესი მსახიობი შუა გადაღების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა, რაც ლელიკოსთვის უმძიმესი რამ იყო" - ცნობილი კომედიური ფილმების რეჟისორის ცხოვრება და ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა აუკრძალა

"აქ მე და ბაბუაჩემი ვართ, კინორეჟისორი ლელიკო ხოტივარი, „უდიპლომო სასიძო,“ „მხიარული რომანი“ და სხვა ცნობილი ფილმის ავტორი. საქართველოზე შეყვარებული, ვაჟკაცი და კეთილი ადამიანი... მენატრება და მახსენდება მისი ხშირად ნათქვამი სიტყვები - "საქართველოს მხოლოდ გამრავლება გადაარჩენს,“ - წერდა კინორეჟისორი ლევან თუთბერიძე თავის ერთ-ერთ ფეისბუქ სტატუსში, რომელსაც ბაბუასთან გადაღებულ ფოტოც ჰქონდა დართული.

ლელიკო, იგივე ლევან ხოტივარი მისი ბაბუა იყო, დედის მამა, რომელმაც მის ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა იქონია და კვალი დატოვა.

ჩემს პროფესიაში საერთოდ ხოტივარების ოჯახმა, დედაჩემის მხარემ, დიდი როლი ითამაშა. გარდა იმისა, რომ რეჟისორი ლელიკო, ლევან ხოტივარი ბაბუაჩემი იყო, მისი შვილები, ჩემი ორივე ბიძა - ქართლოსი და ბუბა ასევე ამ პროფესიას ემსახურებოდა. თუმცა თავი და თავი მაინც ბაბუაჩემია, რომლის გაზრდილიც ვარ და ძალიან მიყვარდა,“ - გვეუბნება ბატონი ლევანი, რომელიც ახლა საყვარელ ბაბუას AMBEBI.GE-სთან იხსენებს.

- ბაბუას ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. თბილისში 1922-23 წლებამდე ჩამოვიდა. აქ სამსახიობო სასწავლებელში სწავლობდა (მაშინ ჯერ არ იყო თეატრალური ინსტიტუტი) მერე მაშინდელ „გოსკინპრომს“ რომ ეძახდნენ, იქ კინოსტუდიაში როგორც მსახიობი, რეჟისორის ასისტენტი მუშაობდა. მეგობრობდა რეჟისორებთან - კოლია შენგელაიასთან, მისი ახლო მეგობარი იყო, ასევე მეგობრობდა - მიხეილ კალატოზოვთან, კოლია სანიშვილთან... ქართული კინოს ერთ-ერთი პირველი შემქმნელი იყო. შემდეგ დაიწყეს მისი ფილმებში გადაღებაც და იმ დროისთვის ბევრ საინტერესო სურათში მოხვდა - თამაშობდა მთავარ და პატარ-პატარა როლებს. მოკლედ, მთლიანად იყო ჩართული კინოსამყაროში.

ბაბუასთან, ლევან, ლელიკო ხოტივართან ერთად

- როგორც ჩანს, მიიზიდა კინომ და შესაბამისად პროგრესული ადამიანიც იყო, მაშინ ამ სფეროთი ცოტა ინტერესდებოდა.

- კინო ხელოვნებაში ახალი დარგი იყო და სულ საწყის ეტაპზეც გახლდათ. ლელიკო გრძნობდა ეტყობა, რომ მომავალი ამ სფეროს მართლაც ჰქონდა. თავიდანვე შეუყვარდა კინო და 40-იან წლებში უკვე ფილმების გადაღება დაიწყო. შემოსავლებს არ ეძებდა, ზოგადად კინოში მუშაობა მისთვის დიდი ბედნიერება იყო. გადაიღო საკულტო ფილმები, მათ შორის, როგორიც არის „განაჩენი“. მასში გიორგი შავგულიძე უდიდესი მსახიობი თამაშობს, რომელიც ფილმის შუა გადაღების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ლელიკოსთვის ეს უმძიმესი რამ იყო, ჯერ ერთი, დაკარგა მეგობარი, რაც ძალიან განიცადა. რთული პერიოდი ჰქონდა. შემდეგ ფილმი დასამთავრებელი იყო და ამაზე ფიქრობდა. როგორღაც მოახერხა დასრულება, რადგანაც იპოვეს ადამიანი, რომელიც ზურგით, თავის ფორმით, რაღაცით ჰგავდა გიორგი შავგულიძეს. კადრებიც ასე ზურგით გადაიღეს. მოკლედ, ფილმი შედგა და არ გაფუჭდა. „განაჩენს“ საინტერესო ისტორია ჰქონდა, ცენზურა როგორც ანტისაბჭოთა ფილმს, არ იღებდა.

კაშხლის არქიტექტორმა ჰესის მშენებლობისას რაღაც შეცდომა დაუშვა, კაშხალი გასკდება და ხალხი დაიღუპა. მას ციხეში უშვებენ. არადა, არქიტექტორი წესიერი კაცია, ოჯახის პატრონი. მოკლედ მოულოდნელად იძაბება მისი ცხოვრება და ადამიანური დრამა ვითარდება. ასეთი ფილმები საბჭოთა ცენზურას მაინცდამაინც არ უყვარდა. აუცილებლად იდეოლოგიასთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. ლელიკომ პირველად გააკეთა აბსოლუტურად მიუკერძოებელი ადამიანის დრამა, სადაც მთავარ გმირს პროკურორიც კი თანაუგრძნობდა.

აკაკი ბაქრაძე წერდა, რომ ფილმი მოსკოვში არ მიიღეს, შეეშინდათ. გააგზავნეს პროკურორების კრებაზე. შეკრიბეს ცნობილი პროკურორები, მათ ფილმის ნახვის შემდეგ თქვეს, რომ ეს არ არის საბჭოთა ადამიანი, რომ დანაშაულის ასეთი გამართლება არ შეიძლება. ამიტომ, ფილმი უნდა აიკრძალოსო. ლელიკოსთვის უკითხავთ, - ხომ არ გინდათ, რამე თქვათო? მე ერთი ოცნება მაქვს, აქედან ისე წავიდე ჩემს თბილისში, რომ არ დამაკავონო... საერთოდ, საოცარი იუმორი ჰქონდა, ასევე საოცარი ხიბლი ჰქონდა მის გარეგნობას, ამიტომ, დარბაზმა მისი ნათქვამი ცოტა მსუბუქად მიიღო. ისე გამოვიდა, რომ ლელიკომ დაძაბული სიტუაცია გაანეიტრალა, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ფილმი აღარ დადეს. თან სტალინის შემდგომი პერიოდი იყო, „ოტტეპელი“.

ლელიკო ხოტივარი

- ფილმში ჟღერს ბიძინა კვერნაძის სიმღერა - „ასეთია ქურდი კაცის ბედი“. ის ცენზურას საბოლოოდ გადაურჩა, ხომ?

- რაღაცნაირად გადარჩა, თუმცა ამ სიმღერაზეც მთელი ამბავი იყო. მისი ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკია. მოგვიანებით ეს სიმღერა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჰიტი გახდა, ყველგან მღეროდნენ. ტექსტი რუსულად ითარგმნა და რამდენჯერმე ვლადიმერ ვისოცკიმაც იმღერა. სიმღერას რუსეთის სხვადასხვა რესტორანში ხშირად მღეროდნენ, ძალიან პოპულარული იყო. ფილმში მას მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი მღეროდა.

- საბოლოოდ ფილმმა ნახა დღის სინათლე...

- კი, კატეგორიებს აძლევდნენ ხოლმე - პირველი კატეგორიას უფრო მეტ ადგილას ჩვენების უფლება ჰქონდა, მეორეს - უფრო ნაკლების და ა.შ. ასე რომ, რაღაც დონეზე დატოვეს და მერე ფილმი ხალხს ისე შეუყვარდა, რომ კატეგორიები აუწიეს. მიხვდნენ, რომ მას ფული შემოჰქონდა და სახიფათო არაფერი იყო. ლელიკომ ასეთი საკულტო ფილმი შექმნა.

- ლევან ხოტივარის ქართული კინოჰიტია „უდიპლომო სასიძო,“ რომელიც ყველას უყვარს...

- "უდიპლომო სასიძო“ ყველაზე შემოსავლიანი სურათია. უკვე 60 წელია, ფაქტობრივად, ეკრანებიდან არ ჩამოდის, ტელევიზიები ხშირად უშვებენ. ამის მოთხოვნილებაც არის, რეიტინგიც აქვს. იმ დროისთვის კოლმეურნეობაზე ასეთი ცინიკური დამოკიდებულება იშვიათი იყო, ამიტომ ამ ფილმსაც ჰქონდა წინააღმდეგობები, მაგრამ რაღაცნაირად ბაბუას თითქოს ღმერთი მფარველობდა, იუმორით „გაქაჩა,“ თვითონ ჩინოვნიკებსაც მოსწონდათ. ამ იუმორი კი დარჩა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრად.

- ბაბუათქვენი ამ ფილმთან დაკავშირებით, თუნდაც მაშინ, ტელევიზიით რომ გადიოდა, თუ ჰყვებოდა ხოლმე რამეს?

- უნდა გითხრათ, რომ მე მაგ ფილმზე მივიღე პირველი კინონათლობა. 6 თვის ვიყავი, „უდიპლომო სასიძოს“ გადასაღებ მოედანზე რომ მიმიყვანეს. მთავარი როლის შემსრულებელთან, ბიჭიკოსთან ფოტო მაქვს გადაღებული... საერთოდ, ამ ფილმზე ისეთი მსახიობთა ჯგუფი მუშაობდა, ალბათ, საოცრება ტრიალებდა იქ... ერთი რამ კი მაწუხებს, ბოლო პერიოდში რამდენჯერაც ვნახე ეს ფილმი, ყველგან ამოჭრილია და დაკარგული სცენა, როცა აივანზე გიტარით ხელში მსახიობი ზანდა იოსელიანი ბიძინა კვერნაძის სიმღერას, „მერცხალო, მასწავლე ფრენა“ მღერის. ეტყობა, მაგ ეპიზოდს რაღაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, სხვა შემთხვევაში, რატომ ამოიღებდნენ?! ახლა მინდა, გავარკვიო, მართლაც რა მოხდა...

6 თვის ლევან თუთბერიძე - ''უდიპლომო სასიძოს'' გადასაღები მოედნის კულისები

- მოკლედ, იქიდანვე შეგისუნთქავთ კინოგადაღების სურნელი...

- ლელიკომ ეს ფილმი 1961 წელს გადაიღო, როცა მე დავიბადე. ბაბუაჩემი გიჟდებოდა საქართველოზე, ქართველებზე, განსაკუთრებით გურულებზე, გურული სიმღერა და გურია უზომოდ უყვარდა... მიაჩნდა, რომ ერი რომ გადარჩეს, უნდა გამრავლდესო, ამას სულ ამბობდა. ქუჩაში ახალგაზრდა ლამაზ გოგოს რომ დაინახავდა, ჩაეკითხებოდა, რამდენი შვილი გყავს. თუ გაიგებდა, რომ ერთი შვილი ჰყავდა, ეტყოდა, სამი უნდა გვყავდეს, ერი უნდა გამრავლდესო...

- გავიხსენოთ ასევე მისი ფილმები „ჭრიჭინა“ და „მხიარული რომანი“... რეჟისორის შემოქმედებაში კომედიას დიდი ადგილი უკავია...

- „ჭრიჭინა“ 1954 წელს დაიწყო და შემდეგ სიკო დოლიძეც ჩაერთო. სცენარის ავტორიც ლელიკოა... მოგვიანებით, უკვე 70-იან წლებში, გადაიღო „მხიარული რომანი“... კომედიისკენ აქტიურად წავიდა... საერთოდ კომედიის გადაღება ურთულესი რამ არის. ადამიანის გაცინება სუფრასთან, თუნდაც ერთი მოყოლილი ანეკდოტით ადვილია, მაგრამ ეკრანიდან ეს დრამატურგიასთან არის დაკავშირებული და ასე ადვილი არ არის. კომედია რთული ჟანრია და ასეთ კარგ ფილმებს ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ - კომედიის ჟანრში მუშაობენ. ცნობილი იტალიელი რეჟისორი მიქელ ანჯელო ანტონიონი ამბობდა, რომ ნეტავ, იმის ნიჭი მქონოდა, ოდესმე კომედია გადამეღოო.

- ასეთ გარემოცვაში რომ იზრდებოდით, სადაც ყველაფერი და ყველა კინოთი იყო გაჟღენთილი, ეს რას ნიშნავდა თქვენთვის?

- გასაკვირი არ არის, რომ ქიმიკოსი არ გამოვედი. ისე, ზოგთან სხვანაირადაც ხდება, მაგრამ მე ბავშვობიდან მქონდა კინოს სიყვარული, სულ რაღაცებს ვდგამდი ეზოში და ვიღებდით. მიყვარდა და მიზიდავდა ეს მისტიკური სამყარო... მერე ბავშვობიდან საოცარ ადამიანებთან მიწევდა ყოფნა, ჯერ ისეთ სახლში გავიზარდე, უშანგი ჩხეიძის 33-ში, სადაც მეზობლები იყვნენ - დოდო აბაშიძე, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა. საოცარი ეზო იყო, სახლიდან რომ გამოვდიოდი, „ჰოლივუდში“ მეგონა თავი. მე ახლაც იმ „კინოს სახლში“ ვცხოვრობ. ამან რასაკვირველია განაპირობა ის, რომ საბოლოოდ კინოსკენ წავედი და არც ვნანობ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი კაცისთვის რთული პროფესიაა, კინოწარმოებისთვის ფულის შოვნაა საჭირო. ისე არ არის როგორც ვთქვათ, მწერალთან, დაჯდება სახლში, მუზა ეწვევა და წერას დაიწყებს. მას მხოლოდ კალამი და ფურცელი ჰყოფნის. კინოს კი, როგორც ვთქვი, ვერ გააკეთებ, თუ არ გაიარე მთელი ეტაპები, არ იშოვე თანხები, წარმოება არ შედგება.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ხელოვანს თუ მაინც შეგრჩება უნარი, რაც გაინტერესებს, ის შეინარჩუნო და გადმოსცე, მაყურებლისთვისაც სასიამოვნო იქნება... რთული პროფესიაა და ამიტომ ბოლომდე ამ პროფესიაში ყოფნა ბევრს უჭირს.

ლევან თუთბერიძე

- კარიერის მანძილზე ხოტივარების ნათესაური ხაზი რაში დაგეხმარათ?

- ის, რომ ეს სახელები დამხმარებოდა წინსვლაში, ასე არ იყო. ყველაფერი ჩემით და ჩემი საკუთარი შრომით გავაკეთე. ოჯახი სხვანაირად დამეხმარა, - შემოქმედებითი პრაქტიკა, ამ ადამიანებთან მაშინ გავიარე, როცა მათ საუბრებს ვუსმენდი, იქიდან რასაკვირველია, ბევრი რამ წამომყვა და ჩემს პროფესიაში ბევრი რამ მომეხმარა. ასე რომ, ხელი არავის წაუკრავს. რა კარიერა ჩვენ გვაქვს, მთავარია, ფილმი გადავიღოთ.

- ახლა რას საქმიანობთ?

- დავამთავრე ბოლო ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“. გადავიღე ასევე პატარა ფილმი „ამბავი დუმბაძეებისა,“ რომელიც ბუბა ხოტივარის კინომოთხრობის მიხედვითაა, ბუბას უნდოდა გადაღება, მაგრამ ვეღარ მოახერხა და მოასწრო, იცით, რომ კოვიდით გარდაიცვალა. სექტემბრიდან კი ვიწყებ 5 სერიიანი კინოს გადაღებას, რომელსაც ჰქვია „საშობაო კაკლუჭები“. მიუხედავად სირთულეებისა, არ ვჩერდებით.