პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს... ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი" - კობახიძე
"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს... ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი" - კობახიძე

მიშა მშვილ­და­ძემ თა­ვის თავს მი­ხე­დოს, კაცი, რო­მე­ლიც დე­დას იგი­ნე­ბა ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე და მერე ამა­ზე პა­სუხს იღებს, მე მგო­ნი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს უნდა ადა­ნა­შა­უ­ლებ­დეს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ძა­ლა­დო­ბა არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი და მშვილ­და­ძეს "პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი აქვს“.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მშვილ­და­ძემ ცემა და­იმ­სა­ხუ­რა თუ არა, კო­ბა­ხი­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

"თქვენ თუ გა­გე­ბა არ შე­გიძ­ლი­ათ, ვერ გა­ი­გებთ ვე­რას­დროს. თა­ვის თავ­ში ჩა­ი­ხე­დოს, სხვას რომ აბ­რა­ლებს, რა შუ­ა­შია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნებ მისი გი­ნე­ბის ბრა­ლია, რომ ვი­ღა­ცამ, კონ­კრე­ტულ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა? ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ რა­ტომ იშ­ვერს ხელს, როცა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს აგი­ნებ­და, იქ­ნებ ეს იყო მი­ზე­ზი? მაგ­რამ მის კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხომ არის უკვე პირი აყ­ვა­ნი­ლი? დამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო სპე­კუ­ლა­ცია. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ნუ აღ­ვი­ვე­ბენ ამ ქვე­ყა­ნა­ში შუღლს. იგი­ვე მშვილ­და­ძე ნუ აღ­ვი­ვებს შუღლს ამ ქვე­ყა­ნა­ში, სხვე­ბიც. შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა გახ­და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი. არ არის ეს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი, არც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი. არც მიშა მშვილ­და­ძე არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და არც ის, ვინც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მას. არც ფი­ზი­კუ­რი და არც ვერ­ბა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­საც ეწე­ოდ­ნენ მშვილ­და­ძე, თუ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მშვილ­და­ძეს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, არც ერთი და არც მე­ო­რე, არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დროზე რომ დაგეჭირათ ახლა არ იცემებოდა! ამიტომ ნაცების ცემისაგან დაცვის მიზნით ყველა მამალ მამალი და დედალ დედალი ნაცი ციხეში ! 

ოთარი
4

მიშა, რახან ასე გამწარდნენ და ამგვარ სიბინძურეებზე მიდიან ესე იგი შენ სწორ საქმეს აკეთებ. ესე გააგრძელე, ვერ შეგაშინებენ!

ავტორი:

"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს... ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი" - კობახიძე

"მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს... ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი" - კობახიძე

მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს, კაცი, რომელიც დედას იგინება ყველა ფეხის ნაბიჯზე და მერე ამაზე პასუხს იღებს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი და მშვილდაძეს "პოლიტიკური მიზანი აქვს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, მშვილდაძემ ცემა დაიმსახურა თუ არა, კობახიძემ ასე უპასუხა:

"თქვენ თუ გაგება არ შეგიძლიათ, ვერ გაიგებთ ვერასდროს. თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია, ხელისუფლება, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაცამ, კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? ხელისუფლებისკენ რატომ იშვერს ხელს, როცა კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი? მაგრამ მის კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ ამ ქვეყანაში შუღლს. იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი. არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი, არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე, თუ ის ადამიანი, ვინც მშვილდაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ერთი და არც მეორე, არ არის სამოქალაქო აქტივისტი“, - განაცხადა კობახიძემ.