პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"
66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"

ოჰა­ი­ო­ელ­მა ბე­ბომ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. 66 წლის გეილ რო­ჯერ­სი ახალ­გაზ­რდო­ბი­სას მაშ­ვე­ლი იყო და ახ­ლაც აინ­ტე­რე­სებ­და ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბას კვლავ თუ შეძ­ლებ­და.

60-იან წლებ­შიც ვი­ყა­ვი მაშ­ვე­ლი და ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ისევ შე­მეძ­ლო ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა",- სა­უბ­რობს გე­ი­ლი Good Morning America-სთან.

მი­ზან­და­სა­ხულ­მა ქალ­მა ერთი წლით ადრე ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა და შემ­დეგ ყვე­ლა სა­ჭი­რო გაკ­ვე­თი­ლი გა­ი­ა­რა, რათა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მაშ­ვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

მისი ახა­ლი უფ­რო­სის, Cincinnati-ს აუ­ზის მე­ნე­ჯმენ­ტის პრე­ზი­დენ­ტის, ჯეფ ბლუ­მის თქმით, გა­მოც­და სუ­ლაც არ ჰგავს პარკში გა­სე­ირ­ნე­ბას და სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა:

"მაშ­ვე­ლო­ბის კან­დი­და­ტებ­მა 300 მეტ­რამ­დე მან­ძილ­ზე უნდა გა­ცუ­რონ. შემ­დეგ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო­ით უნდა გა­ჩერ­დნენ, ისევ გა­ცუ­რონ, ჩაყ­ვინ­თონ და აუ­ზის ფსკე­რი­დან 4.5-კი­ლო­ი­ა­ნი აგუ­რი ამო­ი­ღონ",- გა­ნა­ცხა­და ბლუმ­მა.

რო­ჯერ­სმა, რო­მე­ლიც 2 შვი­ლის დე­დაა და 3 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, გა­მოც­დის ყვე­ლა ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მა­ის­ში მაშ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ახლა გე­ი­ლი მა­შინ ანაც­ვლებს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს, როცა მათ დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის აღე­ბა სურთ.

"მგო­ნია, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია გა­რეთ ჯდო­მა და კარ­გი ამინ­დით ტკბო­ბა. ეს ფორ­მა­ში გა­ყე­ნებს და იგებ, რომ ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, რო­გო­რიც 300 მეტრზე ცურ­ვაა", - ამ­ბობს ქალი.

ახალ სამ­სა­ხუ­რის გამო ის ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია.

"ვერ­თო­ბი, როცა ვუ­ყუ­რებ რო­გორ თა­მა­შო­ბენ ბავ­შვე­ბი აუზ­ში თა­ვის მშობ­ლებ­თან ერ­თად. ეს სამ­სა­ხუ­რი ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ვე­ლო­დი", - ამ­ბობს ქალი.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
4

ამას კიდე ცალკე მაშველი უნდა დაუნიშნო))

ლალი
1

გარეთ გამოსვლა უნდა ადამიანს და ძალიანაც კარგი, რომ შეძლო სამუშაოს პოვნა. 66 წლის ამერიკაში ბებერი არ არის, ეს საქართველოშია ასაკიანი 

ავტორი:

66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"

66 წლის ბებო ოჰაიოდან მაშველი გახდა - "ადამიანს საოცარი შესაძლებლობები აქვს, ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა"

ოჰაიოელმა ბებომ გადაწყვიტა, რომ სამაშველო სამსახურში დაეწყო მუშაობა. 66 წლის გეილ როჯერსი ახალგაზრდობისას მაშველი იყო და ახლაც აინტერესებდა ამ სფეროში დასაქმებას კვლავ თუ შეძლებდა.

60-იან წლებშიც ვიყავი მაშველი და ვიფიქრე, იქნებ ისევ შემეძლო ამ პროფესიით მუშაობა",- საუბრობს გეილი Good Morning America-სთან.

მიზანდასახულმა ქალმა ერთი წლით ადრე ფიზიკურ მომზადებაში გამოცდა ჩააბარა და შემდეგ ყველა საჭირო გაკვეთილი გაიარა, რათა სერტიფიცირებული მაშველი გამხდარიყო.

მისი ახალი უფროსის, Cincinnati-ს აუზის მენეჯმენტის პრეზიდენტის, ჯეფ ბლუმის თქმით, გამოცდა სულაც არ ჰგავს პარკში გასეირნებას და სერიოზული ფიზიკური მომზადება სჭირდება:

"მაშველობის კანდიდატებმა 300 მეტრამდე მანძილზე უნდა გაცურონ. შემდეგ კონკრეტულ ადგილზე გარკვეული დროით უნდა გაჩერდნენ, ისევ გაცურონ, ჩაყვინთონ და აუზის ფსკერიდან 4.5-კილოიანი აგური ამოიღონ",- განაცხადა ბლუმმა.

როჯერსმა, რომელიც 2 შვილის დედაა და 3 შვილიშვილი ჰყავს, გამოცდის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და მაისში მაშველად მუშაობა დაიწყო. ახლა გეილი მაშინ ანაცვლებს სხვა თანამშრომლებს, როცა მათ დასვენების დღეების აღება სურთ.

"მგონია, რომ არაჩვეულებრივია გარეთ ჯდომა და კარგი ამინდით ტკბობა. ეს ფორმაში გაყენებს და იგებ, რომ ისეთი წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეგიძლია, როგორიც 300 მეტრზე ცურვაა", - ამბობს ქალი.

ახალ სამსახურის გამო ის ძალიან კმაყოფილია.

"ვერთობი, როცა ვუყურებ როგორ თამაშობენ ბავშვები აუზში თავის მშობლებთან ერთად. ეს სამსახური ბევრად უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი", - ამბობს ქალი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა