პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე
"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე

მრა­ვალ ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ობს, არის კომ­პო­ზი­ტო­რი, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი ფილ­მე­ბის­თვის კი­ნო­მუ­სი­კა აქვს შექ­მნი­ლი, დი­რი­ჟო­რია, არან­ჟი­რე­ბე­ბის ავ­ტო­რი, აფხა­ზე­თის კა­პე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პე­და­გო­გი...

რო­გორ ახერ­ხებს ამ­დენ საქ­მეს? - ყვე­ლა­ფერს მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი აკე­თე­ბი­ნებს. „ბოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისაა, რომ სპექ­ტაკ­ლის­თვის "მე­დეა" მუ­სი­კა დავ­წე­რე. ისე მოხ­და, რომ მუ­სი­კა კი არ შე­იქ­მნა სპექ­ტაკ­ლის­თვის, სპექ­ტაკ­ლია მუ­სი­კის­თვის. მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნოდ­რა­მაა. რე­ჟი­სორ­მა მთხო­ვა, მუ­სი­კა და­მე­წე­რა. სპექ­ტაკლში მუ­სი­კა­ლუ­რი პა­უ­ზა არ არის. ის ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში და­იდ­გა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს რუბ­რი­კის­თვის „ჩემი ცხოვ­რე­ბის მთვა­რი ამ­ბე­ბი" თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან „მთა­ვარ ამ­ბებს“ უყ­ვე­ბა.

ბავ­შვო­ბა

- ბავ­შვო­ბა არას­დროს მტო­ვებს, სულ ჩემ­თა­ნაა. ამას­თან, სულ მაქვს ნოს­ტალ­გია, რო­მე­ლიც ამ­ძაფ­რებს ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ ადა­მი­ა­ნებ­თან - მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, კლა­სე­ლებ­თან, კურ­სე­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინს. ალ­ბათ, ისი­ნი ამ ნოს­ტალ­გი­ას ავ­სე­ბენ. რო­დე­საც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა, უფრო ნოს­ტალ­გი­უ­რი ვარ. მოკ­ლედ, ბავ­შვო­ბაც ერ­თგვა­რი ნოს­ტალ­გი­აა ჩემ­თვის.

ბა­თუ­მი, სა­ნა­პი­რო და ზღვა

- ბა­თუ­მი წვი­მი­ა­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­თა­მა­შე, მე­გობ­რუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია. ჩემ­თვის ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თია. აჭა­რის ბუ­ნე­ბა, კლი­მა­ტი შე­მოქ­მე­დე­ბით გან­წყო­ბას მიქ­მნის. იქ რომ ჩავ­დი­ვარ, სხვაგ­ვა­რად ვფიქ­რობ, სხვაგ­ვა­რად მეს­მის. სულ მუ­სი­კის ირ­გვლივ ვტრი­ა­ლებ.

- ბა­თუ­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქა­ლა­ქია და ქა­ლა­ქი-მუ­ზაა. ამას მარ­ტო მე არ ვამ­ბობ. ვახ­ტანგ ღლონ­ტის ლექსზე შექ­მნი­ლი, ერთი სიმ­ღე­რაა - „როცა თბი­ლის­ში წვიმს,/ მე ჩემს ბა­თუმ­ში ვარ,/ ბა­თუ­მი არის წვი­მა და არა­ფე­რი სხვა./ ბა­თუ­მი სიყ­ვა­რუ­ლია და არა­ფე­რი სხვა... ჩემ­თვის ბა­თუ­მი სახ­ლია, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი რამ, ასე­ვე წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მშობ­ლე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, სა­ბა­დო... სხვე­ბის­თვის კი კუ­რორ­ტია, გნე­ბავთ მისი ზღვით და მთით... როცა ჩავ­დი­ვარ, სა­ნა­პი­რო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დე. მავ­სებს და მაძ­ლი­ე­რებს ეგ გა­რე­მო... რა­ღაც ად­გი­ლე­ბი მა­სევ­დი­ა­ნებს კი­დეც...

"ეზო, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე"

- ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ათას­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა ითა­მა­შა, რომ­ლი­თაც სავ­სე იყო ბა­თუ­მუ­რი ეზოც და სოფ­ლე­ბის ეზო­ე­ბიც აჭა­რის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. იქ ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლო­ბით ვი­ყა­ვი ხოლ­მე. არ­და­დე­გებს სო­ფელ­ში ვა­ტა­რებ­დი. სკო­ლი­დან რომ და­მი­თხოვ­დნენ, ერთი სული მქონ­და, სო­ფელ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ბუ­ნე­ბას­თან უფრო ახ­ლოს ვი­ყა­ვი.

ქუჩა და მუ­სი­კას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა

- ქუ­ჩამ გა­მოც­დი­ლე­ბა და ალ­ბათ კვა­ლიც და­ტო­ვა, თუმ­ცა მე მა­ინც მუ­სი­კის გზით დავ­დი­ო­დი, მუ­სი­კას კვალ­დაკ­ვალ მივ­ყვე­ბო­დი და ალ­ბათ ბევ­რი რა­მის­თვის არ მე­ცა­ლა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე, მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც ვა­ტა­რებ­დი დროს, სახ­ლი­დან გა­რე­თაც გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ფიქ­რე­ბით და ემო­ცი­ე­ბით მა­ინც მუ­სი­კას ვე­კუთ­ვნო­დი. მუ­სი­კა­ში ყო­ვე­ლი ეტა­პი სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ და იხ­სე­ნე­ბენ, რომ ძა­ლი­ან გწყინ­და და ბრაზ­დე­ბო­დი, რო­დე­საც ხელს ვერ აწ­ვდენ­დი გი­ტა­რის გრიფ­სო. მე­დი­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად პა­ტა­რა დაკ­ვრას ვცდი­ლობ­დი და ვუკ­რავ­დი კი­დეც. თა­ვი­სუფ­ლად ვით­ვი­სებ­დი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტს. სი­მე­ბი­ა­ნი, რაც ვნა­ხე, ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვუ­კა­რი, ხე­მი­ა­ნი, ან ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­თაც ავით­ვი­სებ­დი. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე 7 წლი­დან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი.

ოჯახ­ში დე­ი­და, ბი­ძია, ბე­ბია (დე­დის დედა ფან­დურს უკ­რავ­და), მე­ო­რე ბე­ბი­აც მუ­სი­კა­ლუ­რი იყო, დედა გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ში ილე­ქე­ბო­და. ბიძა (მა­მის მხრი­დან) მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ, მე­ო­რე ბი­ძია აკორ­დე­ონს უკ­რავ­და. ჩვენ­თან მუ­სი­კა ყვე­ლას უყ­ვარ­და.

კონ­სერ­ვა­ტო­რია

- მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა რომ შე­ვიც­ვა­ლე და სხვა „მუ­სი­კა­ლურ­ში“ გა­და­ვე­დი, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სი, ჩემი მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი რუ­სუ­დან ბე­რი­ძე დამ­ხვდა. რომ მო­მის­მი­ნა, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე. ამ ადა­მი­ან­თან გა­დას­ვლის დღი­დან ჩემ­ში სა­გუნ­დო მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი და­ი­წყო. ბავ­შვთა გუნ­დი ჰყავ­და და თბი­ლის­ში მისი სურ­ვი­ლით წა­მო­ვე­დი, რომ ჩემს მა­ესტროს­თან, შალ­ვა მო­სი­ძეს­თან მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი.

ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე და შალ­ვა მო­სი­ძე

მუ­სი­კის შექ­მნი­სას რა არის მთა­ვა­რი

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­სი­კა­ში გარ­კვე­ულ შრო­მას და ენერ­გი­ას დე­ბენ, მუ­სი­კა უფრო ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა მგო­ნია, ვიდ­რე ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა... რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დი­ხარ, 4 სა­ა­თი რე­პე­ტი­ცი­ას გაქვს, მერე ბენდთან ერ­თად მუ­შა­ობ, დროს სა­გუნ­დო მუ­სი­კა­საც უთ­მობ, ასე­ვე პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, ვი­ღა­ცას ხვდე­ბი, კი­დევ სა­დღაც მი­დი­ხარ და სახ­ლში გვი­ან ბრუნ­დე­ბი. დრო აღარ მყოფ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ზე ვი­ფიქ­რო. ადრე უფრო ვა­ხერ­ხებ­დი, გან­ვმარ­ტო­ე­ბუ­ლი­ყა­ვი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აურა შე­მექ­მნა. ეს პრო­ცე­სი უფრო ღამე ხდე­ბო­და. ხომ ვამ­ბობ, ბოლო დროს უამ­რა­ვი საქ­მით ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის ენერ­გია არ მყოფ­ნის...

როცა ნა­წარ­მო­ებ­ზე ვმუ­შა­ობ, მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბა შვი­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც შე­იქ­მნას, მაგ­რამ წე­რის­თვის, ფიქ­რის­თვის, ფორ­მის მო­ძი­ე­ბის­თვის, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სის­თვის გან­მარ­ტო­ე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ღამე ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მაქვს შექ­მნი­ლი, რაც თუნ­დაც დღეს სრულ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ყვე­ლა­ფერს უნდა მო­წყდე, იდუ­მალ ძა­ლას­თან, ღმერ­თის წი­ნა­შე დარ­ჩე! სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჯგუ­ფი "ინ­სა­ი­დი" და ნინო ქა­თა­მა­ძე

- ამ ჯგუფ­თან ბავ­შვო­ბი­დან დიდი სი­ახ­ლო­ვე მქონ­და, ხოლო ნინო ქა­თა­მა­ძე კი ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. „ინ­სა­ი­დის“ წევ­რი ვი­ყა­ვი, იყო პე­რი­ო­დე­ბი, როცა მათ­თან ერ­თად ვუკ­რავ­დი, ისი­ნი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან... თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი და ჩემი საქ­მე­ე­ბით დავ­კავ­დი, მათ იცოდ­ნენ, რომ ჩემი გზა მქონ­და (ბევ­რი სა­მე­ცა­დი­ნო და ბევ­რი საქ­მე). კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, რომ ჩემი და ნი­ნოს მე­გობ­რო­ბა და­ი­წყო. რა­ღაც კომ­პო­ზი­ცი­ებს თავი მო­ვუ­ყა­რე და ნი­ნოს სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, ჩემი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ემ­ღე­რა და ალ­ბო­მიც ჩაგ­ვე­წე­რა. ამა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ. მერე იყო კონ­ცერ­ტე­ბი, სა­ორ­კესტრო კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, გა­ვა­ორ­კესტრე ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, სა­დაც ბენ­დიც უკ­რავ­და და სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრიც - მოკ­ლედ, ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით „ლურ­ჯი“ ჩავ­წე­რეთ.

ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი შე­ფუთ­ვა

- ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და ინი­ცი­ა­ტი­ვა არ იყო, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არან­ჟი­რე­ბე­ბის თუ ვერ­სი­ე­ბის ავ­ტო­რი. უბ­რა­ლოდ მთხოვ­დნენ, მე გა­მე­კე­თე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის, მუ­სი­კო­სე­ბის­თვის. მთხოვ­დნენ, რა­ღაც კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რად შე­ფუთ­ვა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებს დიდი სიფრ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბო­დი... დღეს ამას უკვე ყვე­ლა აკე­თებს და ადა­მი­ა­ნებს რე­აქ­ცი­ე­ბი დი­დად აღარ აქვთ. პირ­ვე­ლი ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია ხოლ­მე... არა­და, თა­ო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა, ახა­ლი თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რად ის­მენს, ეს­მის და მღე­რის. ამი­ტომ ის ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის კეთ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი და არა ძვე­ლის ახ­ლე­ბუ­რად შე­ფუთ­ვა­ზე. ისიც იყო, რო­გორც მუ­სი­კო­სი რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი, მხო­ლოდ ეს გზა უნდა გა­გევ­ლო. თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა მცი­რე დრო­ში იქ­მნე­ბო­და, კვი­რა­ში ზოგ­ჯერ 20-მდე კომ­პო­ზი­ცი­აც იყო. არა­და, სხვა შემ­თხვე­ვა­ში თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის ერთი თვე მა­ინც იყო სა­ჭი­რო... ამი­ტომ რა­ღა­ცე­ბი კარ­გი გა­მო­ვი­და, რა­ღა­ცე­ბი - ნაკ­ლე­ბად კარ­გი. მომ­ღე­რალ­მაც უნდა მო­ა­ხე­ხოს, რომ სიმ­ღე­რა მო­ირ­გოს. ახლა ჩემი გზა უკვე სა­გუნ­დო, პრო­ფე­სი­ულ მუ­სი­კას (სა­ორ­კესტროს და სა­ავ­ტო­როს) და­ვუ­კავ­ში­რე, ბავ­შვო­ბი­დან ჩემი სიმ­ღე­რე­ბი და სათ­ქმე­ლი მაქვს.

გია ყან­ჩელ­თან ერ­თად

პატ­რი­არ­ქის სა­გა­ლობ­ლე­ბი

- ამას ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ პატ­რი­არ­ქის სა­გა­ლობ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­მი­წევ­და. დიდი წარ­მოდ­გე­ნის სა­კუ­თარ თავ­ზე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და არც ახლა ვარ. კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი... ცხოვ­რე­ბა­ში თუ რამე წარ­მა­ტე­ბა ყო­ფი­ლა, მას წი­ნას­წარ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­მოძ­რა­ვებ­და და მა­მოძ­რა­ვებს, მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლია.

მე და სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ერ­თსა და იმა­ვე დროს ვსწავ­ლობ­დით, ის სა­პატ­რი­არ­ქოს გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლია. მი­თხრა, პატ­რი­არ­ქს აქვს სა­გა­ლობ­ლე­ბი, იმ მე­ლო­დი­ებს ნო­ტებ­ში ვწერ და იქ­ნებ შენც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, ჩემ­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ლო­ბე­ლი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ეს არ არის მარ­ტი­ვი, ძა­ლი­ან სა­თუ­თი სა­კი­თხი იყო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. თა­ვი­დან უარ­ზე ვი­ყა­ვი. სვი­მო­ნი არ მო­მეშ­ვა და მერე უწ­მინ­დეს­მა და­მი­ბა­რა. სა­გა­ლობ­ლე­ბი ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით მო­ვის­მი­ნე... მოკ­ლედ, სა­გა­ლობ­ლე­ბი ტი­ლო­ე­ბად ვაქ­ცი­ეთ, გა­ვა­ორ­კესტრეთ. შემ­დეგ კი ისი­ნი ხალ­ხმა აი­ტა­ცა. ამას სხვა სა­გა­ლობ­ლებ­ზე მუ­შო­ბა მოჰ­ყვა...

ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი

- ჩემი მე­უღ­ლე ლია ბა­ი­დოშ­ვი­ლი მუ­სი­კო­სია, უკ­რავს ორ­გან­ზე და მიჰ­ყავს სა­ორ­გა­ნო კლა­სი თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ერ­თმა­ნე­თი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით, დავ­მე­გობ­რდით და მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო ლაღი სტუ­დენ­ტო­ბა და კარ­გი პე­რი­ო­დი. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­ში­რეთ. მუ­სი­კა­ზე არას­დროს ვკა­მა­თობთ. მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, ალ­ბათ არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ყვე­ლა­ფე­რი მუ­სი­კამ და პი­როვ­ნულ­მა თვი­სე­ბებ­მა გა­და­წყვი­ტა.

ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის ოჯა­ხი და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი

სამი ვაჟი გვყავს - ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში სწავ­ლო­ბენ. უფ­რო­სი (15 წლის) ფორ­ტე­პი­ა­ნოს ეუფ­ლე­ბა, შუ­ა­თა­ნა (13 წლის) - გი­ტა­რას, მე­სა­მეც (10 წლის) ფორ­ტე­პი­ა­ნოს და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სად­მი აქვს ინ­ტე­რე­სი. შვი­ლებ­თან არა­ნა­ი­რი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია. მათ­თვის არც მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­მი­ცია და არც თვი­თონ ითხო­ვენ ამას. ვუ­წო­ნებ იმას, რომ არი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. ინ­ტე­რე­სე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. დამ­კვიდ­რე­ბას და გზის გაკ­ვალ­ვას თა­ვანთ ძა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ვწუხ­ვარ, რომ"...

- ჯერ ვერ მოვ­ხერ­ხე იმის გა­კე­თე­ბა, რაც წე­სით, უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი უნდა მქონ­დეს. ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და­მე­ხარ­ჯა და მე­ხარ­ჯე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. პრობ­ლე­მებს სხვაგ­ვა­რად ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბი, არ მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ჯერ სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კა­ზე გა­და­ვერ­თო. იმე­დია, ოდეს­მე დად­გე­ბა ეს დროც და ჩემ­თვის წყნა­რად ვი­მუ­შა­ვებ.

სა­პატ­რი­არ­ქოს გუნდთან ერ­თად

ამ­ჟა­მად აფხა­ზე­თის კა­პე­ლას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, ამ საქ­მეს დიდ დროს ვუთ­მობ. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა ასე­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს გუნდს უკა­ავ­შირ­დე­ბა, მა­მა­კაც­თა გუნ­დის­თვი­საც ვწერ მუ­სი­კას და შე­რე­უ­ლის­თვის. მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ იყო, რის­თვი­საც სამ­ყა­როს მად­ლო­ბე­ლი ვარ. მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა არას­დროს დავ­კარ­გო და მად­ლი­ე­რე­ბით ვი­ცხოვ­რო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

უმაგრესი,უნიჭიერესი შემოქმედი,წარმატება და უფლის წყალობა მუდამ.

მაია
0

დიდინ პატივისცემა ჩემგან და წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე

"ბევრი დრო მეხარჯება ყოველდღიურობაში…. იმედია, დადგება დრო და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ” - ცხოვრება მუსიკის სიყვარულითა და ბათუმზე ფიქრით: ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე

მრავალ ჟანრში მოღვაწეობს, არის კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, უკრაინული ფილმებისთვის კინომუსიკა აქვს შექმნილი, დირიჟორია, არანჟირებების ავტორი, აფხაზეთის კაპელის ხელმძღვანელი, პედაგოგი...

როგორ ახერხებს ამდენ საქმეს? - ყველაფერს მუსიკის სიყვარული აკეთებინებს. „ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი ჩემს ცხოვრებაში ისაა, რომ სპექტაკლისთვის ''მედეა'' მუსიკა დავწერე. ისე მოხდა, რომ მუსიკა კი არ შეიქმნა სპექტაკლისთვის, სპექტაკლია მუსიკისთვის. მუსიკალური მონოდრამაა. რეჟისორმა მთხოვა, მუსიკა დამეწერა. სპექტაკლში მუსიკალური პაუზა არ არის. ის ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაიდგა,“ - გვეუბნება ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, რომელიც AMBEBI.GE-ს რუბრიკისთვის „ჩემი ცხოვრების მთვარი ამბები'' თავისი ცხოვრებიდან „მთავარ ამბებს“ უყვება.

ბავშვობა

- ბავშვობა არასდროს მტოვებს, სულ ჩემთანაა. ამასთან, სულ მაქვს ნოსტალგია, რომელიც ამძაფრებს ბავშვობისდროინდელ ადამიანებთან - მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, კლასელებთან, კურსელებთან შეხვედრის მოლოდინს. ალბათ, ისინი ამ ნოსტალგიას ავსებენ. როდესაც მათთან ურთიერთობა ხშირად ვერ ხერხდება, უფრო ნოსტალგიური ვარ. მოკლედ, ბავშვობაც ერთგვარი ნოსტალგიაა ჩემთვის.

ბათუმი, სანაპირო და ზღვა

- ბათუმი წვიმიანი, ხალისიანი, მოთამაშე, მეგობრული, მრავალფეროვანი, საპორტო ქალაქია. ჩემთვის ის შემოქმედებითია. აჭარის ბუნება, კლიმატი შემოქმედებით განწყობას მიქმნის. იქ რომ ჩავდივარ, სხვაგვარად ვფიქრობ, სხვაგვარად მესმის. სულ მუსიკის ირგვლივ ვტრიალებ.

- ბათუმი შემოქმედებითი ქალაქია და ქალაქი-მუზაა. ამას მარტო მე არ ვამბობ. ვახტანგ ღლონტის ლექსზე შექმნილი, ერთი სიმღერაა - „როცა თბილისში წვიმს,/ მე ჩემს ბათუმში ვარ,/ ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა./ ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა... ჩემთვის ბათუმი სახლია, ძალიან ძვირფასი რამ, ასევე წარსულში დაბრუნება, მშობლები, მოგონებები, საბადო... სხვებისთვის კი კურორტია, გნებავთ მისი ზღვით და მთით... როცა ჩავდივარ, სანაპიროზე აუცილებლად უნდა გავიდე. მავსებს და მაძლიერებს ეგ გარემო... რაღაც ადგილები მასევდიანებს კიდეც...

"ეზო, სადაც გავიზარდე"

- ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ათასმა თავგადასავალმა ითამაშა, რომლითაც სავსე იყო ბათუმური ეზოც და სოფლების ეზოებიც აჭარის მაღალმთიან რაიონებში. იქ ძირითადად ზაფხულობით ვიყავი ხოლმე. არდადეგებს სოფელში ვატარებდი. სკოლიდან რომ დამითხოვდნენ, ერთი სული მქონდა, სოფელში წავსულიყავი, ბუნებასთან უფრო ახლოს ვიყავი.

ქუჩა და მუსიკასთან პირველი შეხება

- ქუჩამ გამოცდილება და ალბათ კვალიც დატოვა, თუმცა მე მაინც მუსიკის გზით დავდიოდი, მუსიკას კვალდაკვალ მივყვებოდი და ალბათ ბევრი რამისთვის არ მეცალა. თუმცა ყველაფერი მაინც მოვახერხე, მეგობრებთან ერთადაც ვატარებდი დროს, სახლიდან გარეთაც გავდიოდი, მაგრამ ფიქრებით და ემოციებით მაინც მუსიკას ვეკუთვნოდი. მუსიკაში ყოველი ეტაპი საინტერესო იყო. მშობლები ამბობენ და იხსენებენ, რომ ძალიან გწყინდა და ბრაზდებოდი, როდესაც ხელს ვერ აწვდენდი გიტარის გრიფსო. მედიდებოდა. სრულიად პატარა დაკვრას ვცდილობდი და ვუკრავდი კიდეც. თავისუფლად ვითვისებდი ყველა ინსტრუმენტს. სიმებიანი, რაც ვნახე, ყველაფერზე დავუკარი, ხემიანი, ან ჩასაბერი ინსტრუმენტები რომ ყოფილიყო, მათაც ავითვისებდი. ფორტეპიანოზე 7 წლიდან დავიწყე სიარული.

ოჯახში დეიდა, ბიძია, ბებია (დედის დედა ფანდურს უკრავდა), მეორე ბებიაც მუსიკალური იყო, დედა გიტარაზე უკრავდა. ეს ყველაფერი ჩემში ილექებოდა. ბიძა (მამის მხრიდან) მოცეკვავე გახლდათ, მეორე ბიძია აკორდეონს უკრავდა. ჩვენთან მუსიკა ყველას უყვარდა.

კონსერვატორია

- მუსიკალური სკოლა რომ შევიცვალე და სხვა „მუსიკალურში“ გადავედი, ერთი ქალბატონი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ჩემი მომავალი პედაგოგი რუსუდან ბერიძე დამხვდა. რომ მომისმინა, ძალიან მოვეწონე. ამ ადამიანთან გადასვლის დღიდან ჩემში საგუნდო მუსიკის სიყვარული დაიწყო. ბავშვთა გუნდი ჰყავდა და თბილისში მისი სურვილით წამოვედი, რომ ჩემს მაესტროსთან, შალვა მოსიძესთან მოვხვედრილიყავი.

ზვიად ბოლქვაძე და შალვა მოსიძე

მუსიკის შექმნისას რა არის მთავარი

- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მუსიკაში გარკვეულ შრომას და ენერგიას დებენ, მუსიკა უფრო ზებუნებრივი მოვლენა მგონია, ვიდრე ჩვენი დამსახურება... როდესაც სახლიდან გადიხარ, 4 საათი რეპეტიციას გაქვს, მერე ბენდთან ერთად მუშაობ, დროს საგუნდო მუსიკასაც უთმობ, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას, ვიღაცას ხვდები, კიდევ სადღაც მიდიხარ და სახლში გვიან ბრუნდები. დრო აღარ მყოფნის შემოქმედებით პროცესზე ვიფიქრო. ადრე უფრო ვახერხებდი, განვმარტოებულიყავი და შემოქმედებითი აურა შემექმნა. ეს პროცესი უფრო ღამე ხდებოდა. ხომ ვამბობ, ბოლო დროს უამრავი საქმით ძალიან ვიღლები და შემოქმედებისთვის ენერგია არ მყოფნის...

როცა ნაწარმოებზე ვმუშაობ, მოტივი შეიძლება შვილების, მეგობრების თანდასწრებითაც შეიქმნას, მაგრამ წერისთვის, ფიქრისთვის, ფორმის მოძიებისთვის, ჩამოყალიბების პროცესისთვის განმარტოება აუცილებელია. ღამე ისეთი რაღაცები მაქვს შექმნილი, რაც თუნდაც დღეს სრულდება. ეს პროცესი ყოველდღიურობისგან გათავისუფლებას ითხოვს. ყველაფერს უნდა მოწყდე, იდუმალ ძალასთან, ღმერთის წინაშე დარჩე! სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია.

ჯგუფი "ინსაიდი" და ნინო ქათამაძე

- ამ ჯგუფთან ბავშვობიდან დიდი სიახლოვე მქონდა, ხოლო ნინო ქათამაძე კი ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. „ინსაიდის“ წევრი ვიყავი, იყო პერიოდები, როცა მათთან ერთად ვუკრავდი, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები და საინტერესო მუსიკოსები არიან... თბილისში რომ ჩამოვედი და ჩემი საქმეებით დავკავდი, მათ იცოდნენ, რომ ჩემი გზა მქონდა (ბევრი სამეცადინო და ბევრი საქმე). კონსერვატორიაში ვსწავლობდი, რომ ჩემი და ნინოს მეგობრობა დაიწყო. რაღაც კომპოზიციებს თავი მოვუყარე და ნინოს სურვილი გაუჩნდა, ჩემი კომპოზიციები ემღერა და ალბომიც ჩაგვეწერა. ამაზე ფიქრი დავიწყეთ. მერე იყო კონცერტები, საორკესტრო კომპოზიციები, გავაორკესტრე ჩემი სიმღერები, სადაც ბენდიც უკრავდა და სიმებიანი ორკესტრიც - მოკლედ, ალბომი სახელწოდებით „ლურჯი“ ჩავწერეთ.

ქართული სიმღერების ახალი შეფუთვა

- ჩემი მთავარი ამოცანა და ინიციატივა არ იყო, ვყოფილიყავი არანჟირებების თუ ვერსიების ავტორი. უბრალოდ მთხოვდნენ, მე გამეკეთებინა კონკრეტული პროექტებისთვის, მუსიკოსებისთვის. მთხოვდნენ, რაღაც კომპოზიციების ახლებურად შეფუთვაში დავხმარებოდი. ცნობილ ნამუშევრებს დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი... დღეს ამას უკვე ყველა აკეთებს და ადამიანებს რეაქციები დიდად აღარ აქვთ. პირველი ყოველთვის მტკივნეულია ხოლმე... არადა, თაობები შეიცვალა, ახალი თაობა სხვანაირად ისმენს, ესმის და მღერის. ამიტომ ის ყველაფერი მათთვის კეთდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საავტორო მუსიკაზე გამეკეთებინა აქცენტი და არა ძველის ახლებურად შეფუთვაზე. ისიც იყო, როგორც მუსიკოსი რომ განხორციელებულიყავი, მხოლოდ ეს გზა უნდა გაგევლო. თითოეული სიმღერა მცირე დროში იქმნებოდა, კვირაში ზოგჯერ 20-მდე კომპოზიციაც იყო. არადა, სხვა შემთხვევაში თითოეული ნამუშევრისთვის ერთი თვე მაინც იყო საჭირო... ამიტომ რაღაცები კარგი გამოვიდა, რაღაცები - ნაკლებად კარგი. მომღერალმაც უნდა მოახეხოს, რომ სიმღერა მოირგოს. ახლა ჩემი გზა უკვე საგუნდო, პროფესიულ მუსიკას (საორკესტროს და საავტოროს) დავუკავშირე, ბავშვობიდან ჩემი სიმღერები და სათქმელი მაქვს.

გია ყანჩელთან ერთად

პატრიარქის საგალობლები

- ამას ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პატრიარქის საგალობლებზე მუშაობა მომიწევდა. დიდი წარმოდგენის საკუთარ თავზე არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი... ცხოვრებაში თუ რამე წარმატება ყოფილა, მას წინასწარ ვერასდროს წარმოვიდგენდი. ერთადერთი, რაც მამოძრავებდა და მამოძრავებს, მუსიკის სიყვარულია.

მე და სვიმონ ჯანგულაშვილი კონსერვატორიაში ერთსა და იმავე დროს ვსწავლობდით, ის საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელია. მითხრა, პატრიარქს აქვს საგალობლები, იმ მელოდიებს ნოტებში ვწერ და იქნებ შენც მიიღო მონაწილეობაო. ძალიან ავღელდი, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. კონკრეტული საგალობელი უნდა გამეკეთებინა. ეს არ არის მარტივი, ძალიან სათუთი საკითხი იყო და საპასუხისმგებლო შემოთავაზება. თავიდან უარზე ვიყავი. სვიმონი არ მომეშვა და მერე უწმინდესმა დამიბარა. საგალობლები ცოცხალი შესრულებით მოვისმინე... მოკლედ, საგალობლები ტილოებად ვაქციეთ, გავაორკესტრეთ. შემდეგ კი ისინი ხალხმა აიტაცა. ამას სხვა საგალობლებზე მუშობა მოჰყვა...

ჩემი მეუღლე და შვილები

- ჩემი მეუღლე ლია ბაიდოშვილი მუსიკოსია, უკრავს ორგანზე და მიჰყავს საორგანო კლასი თბილისის კონსერვატორიაში. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით, დავმეგობრდით და მერე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მეგობრობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინებულიყო. თუმცა მანამდე იყო ლაღი სტუდენტობა და კარგი პერიოდი. მიხარია, რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს დავუკავშირეთ. მუსიკაზე არასდროს ვკამათობთ. მუსიკალური გემოვნება რომ არ ყოფილიყო ჩვენი საერთო ინტერესები, ალბათ არაფერი გამოვიდოდა. ყველაფერი მუსიკამ და პიროვნულმა თვისებებმა გადაწყვიტა.

ზვიად ბოლქვაძის ოჯახი და ნიკოლოზ რაჭველი

სამი ვაჟი გვყავს - ნიჭიერთა ათწლედში სწავლობენ. უფროსი (15 წლის) ფორტეპიანოს ეუფლება, შუათანა (13 წლის) - გიტარას, მესამეც (10 წლის) ფორტეპიანოს და დასარტყამი ინსტრუმენტებისადმი აქვს ინტერესი. შვილებთან არანაირი პედაგოგიური მოღვაწეობა არ ჩამიტარებია. მათთვის არც მიმართულება მიმიცია და არც თვითონ ითხოვენ ამას. ვუწონებ იმას, რომ არიან დამოუკიდებლები. ინტერესები დამოუკიდებლად ჩამოუყალიბდათ. დამკვიდრებას და გზის გაკვალვას თავანთ ძალებით ცდილობენ.

მეუღლესთან ერთად

"ვწუხვარ, რომ"...

- ჯერ ვერ მოვხერხე იმის გაკეთება, რაც წესით, უკვე გაკეთებული უნდა მქონდეს. ძალიან ბევრი დრო დამეხარჯა და მეხარჯება ყოველდღიურობაში. პრობლემებს სხვაგვარად ვერ გავუმკლავდები, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯერ საავტორო მუსიკაზე გადავერთო. იმედია, ოდესმე დადგება ეს დროც და ჩემთვის წყნარად ვიმუშავებ.

საპატრიარქოს გუნდთან ერთად

ამჟამად აფხაზეთის კაპელას ვხელმძღვანელობ, ამ საქმეს დიდ დროს ვუთმობ. ჩემი შემოქმედება ასევე საპატრიარქოს გუნდს უკაავშირდება, მამაკაცთა გუნდისთვისაც ვწერ მუსიკას და შერეულისთვის. მუსიკალური თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ იყო, რისთვისაც სამყაროს მადლობელი ვარ. მინდა, მადლიერების განცდა არასდროს დავკარგო და მადლიერებით ვიცხოვრო.